თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 29 დეკემბრის №1239424 ბრძანებაში “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ შეცდომის გასწორების თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 29 დეკემბრის №1239424 ბრძანებაში “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ შეცდომის გასწორების მიზნით,
ვბრძანებ:
1. გასწორდეს შეცდომა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 29 დეკემბრის №1239424 ბრძანების “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
“1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდარი განისაზღვროს შემდეგი სახით:" და შემდეგ, როგორც ბრძანების ტექსტშია.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს;
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
4. ბრძანება დაეგზავნოს: ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.
რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია