თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით:

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2021 წ. – 27 ივლისი 2021 წ.
ბ) სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 22 თებერვალი – 15 მარტი 2021 წ. გ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2021 წ. – 27 ივლისი, 2021.
დ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის I სემესტრის სტუდენტთა რეგისტრაცია: 1 მარტი, 2021 წ. – 29 მარტი, 2021.
ე) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის II, IV, VI, VIII, X, XII სემესტრის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2021 წ. – 14 აგვისტო, 2021 წ.
ვ) გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია: 14 ივნისი 2021 წ. - 24 ივლისი, 2021 წ. ზ) დამამთავრებელი გამოცდები: 2021 წ. 14 ივნისიდან.
თ) გამოცდები მედიცინის ფაკულტეტის I, II, III, IV, VII/VIII, IX/X, XI/XII სემესტრების, ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების II, III და IV კურსის, საექთნო საქმის ბაკალავრის III და IV კურსის და V საფეხურის უმაღლესი პროფესიული პროგრამების (მილევადი რეჟიმი) III კურსის კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
ი) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის ფაკულტეტის V, VI, VII, VIII, X სემესტრების არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.

2. რექტორის ინდივიდუალური ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ვადები.

3. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.

4. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია - ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) –
„სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ საშუალებით.

5. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.

6. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;

7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს.

8. ბრძანება დაეგზავნოს ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.

9. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია