ახალი კორონავირუსის (COVID -19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 12 მარტის N44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თსსუ-ის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად და „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 მაისის N729 განკარგულების გათვალისწინებით,
ვბრძანებ:
1.შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 12 მარტის N44/01 ბრძანებაში და ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-5 პუნქტი.
2.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ი. კოხრეიძეს.
3.დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
4.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5.ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის მოადგილეებს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს.
რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია