თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს #444 დადგენილების, “საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე, “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით:

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 8 სექტემბერი–24 სექტემბერი, 2021 წ.
ბ) სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 13 სექტემბერი– 1 ოქტომბერი, 2021 წ.
გ) შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი, 2021 წ. – 5 მარტი, 2022 წ.
დ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრის ხანგრძლივობა: 18 ოქტომბერი, 2021 წ. – 5 მარტი, 2022, წ.
ე) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრის ხანგრძლივობა: 4 ოქტომბერი, 2021 წ. – 5 მარტი, 2022, წ.
ვ) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის XII სემესტრის ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი, 2021 წ. –29 იანვარი, 2022 წ.
ზ) შემოდგომის სემესტრის საგამოცდო სესია: 10 იანვარი,2021 წ. –25 თებერვალი, 2022 წ. თ) დამამთავრებელი გამოცდები: 2021 წ. 27 დეკემბრიდან.
ი) სტუდენტთა საახალწლო-საშობაო არდადეგები: 30 დეკემბერი, 2021 წ. – 9 იანვარი, 2022 წ.
კ) გამოცდები დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი I, II, III, IV, V, VII/VIII, IX/X, XI/XII სემესტრების, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის III-XII სემესტრების, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამის    I-II,    VII-XII    სემესტრების კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
ლ) სტომატოლოგიის ქართულენოვანი, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი, ფარმაციის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი, საექთნო საქმის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამების კლინიკურ დისციპლინებში საგამოცდო სასესიო პერიოდი დამატებით განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ვადები.

3. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.

4. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ნიშნავს, როგორც დისტანციურად, ელექტრონული წესით, ასევე, არადისტანციურად, (აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით), უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:

ა) განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის). დ) ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზ)გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა, სრულად ვაქცინირებულმა (ორი დოზით აცრილები) აბიტურიენტებმა ამავე პუნქტით განსაზღვრული წესით უნდა წარმოადგინონ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი COVID-19-ის ბარათი QR კოდით.
შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

5. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი:

ა) ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია - ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) – „სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ საშუალებით.
ბ)სრულად ვაქცინირებულმა (ორი დოზით აცრილები) სტუდენტებმა პერსონალურ გვერდზე ატვირთონ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი COVID-19-ის ბარათი QR კოდით - 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე.

6. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.
 
7. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;

8. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 5 აგვისტოს №774389 ბრძანება.

9. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს.

10. ბრძანება დაეგზავნოს ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.

11. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია