2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შპს სასწავლო უნივერსიტეტ ,,მილენიუმის" სტუდენტებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის N1.1/66 05.07.2022წ. ბრძანების შესაბამისად, 2022–2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით,

ვბრძანებ:

I. 2022–2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შპს სასწავლო უნივერსიტეტიდან ,,მილენიუმი" რიგგარეშე მობილობა განხორციელდეს დადგენილი წესით რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე:

1) ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ქართულენოვანი) – 20 ადგილი; ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) – 40 ადგილი;
2) ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) – 20 ადგილი


II. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველებმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
4. 4 ფერადი ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსიაც);
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. ცნობა შეფასებისა და საგამოცდო ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასებების შესახებ.

III. სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტი სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადაეცემა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე კომისიის დასკვნის
წარმოდგენის შემთხვევაში.

IV. სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დადებითი დასკვნის, თსსუ-ის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის გადახდისა და სტუდენტის პირადი საქმის წარმოდგენის საფუძვლებზე, თსსუ-ის რექტორი გამოსცემს შპს სასწავლო უნივერსიტეტიდან ,,მილენიუმი" რიგგარეშე მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ელექტრონული ვერსია, გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში წარდგენილი იქნება სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და აისახება რეესტრში.

V. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ. ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის თვალსაჩინო ადგილას.

VI. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.

VII. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

VIII. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია