სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დებულება


თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები


1. იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი (შემდგომში-,,ინსტიტუტი”) არის სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსსუ”) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. (05.04.2016, N23/3)

2. ინსტიტუტი თსსუ-ს სახელით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საკონსულტაციო, საექსპერტო და სხვა კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. (05.04.2016, N23/3)

3.   ინსტიტუტი   თავის   საქმიანობაში   ხელმძღვანელობს,    საქართველოს   კანონით

„უმაღლესი განათლების შესახებ”, სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, თსსუ-ს წესდებით და წინამდებარე დებულებით. (05.04.2016, N23/3)

4. ინსტიტუტს აქვს თსსუ-თან შეთახმებული და დამტკიცებული რეკვიზიტებით (ბეჭედი, ბლანკი, ლოგო, ვებ-საიტი და სხვა) სარგებლობის უფლება.

5. ინსტიტუტს გააჩნია თსსუ-ის მიერ გახსნილი საბანკო ქვეანგარიშები და საგრანტო ანგარიშები.

6. ინსტიტუტი ეკონომიკურ და ქონებრივ ურთიერთობებს, ფინანსური სახსრების მიღებასა და განკარგვას ახორციელებს დადგენილი წესით თსსუ-ს მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.

7. ინსტიტუტის მისამართია: ქ. თბილისი, პ. სარაჯიშვილის ქ. 36.

მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ინსტიტუტის მიზანია:

ა) სამეცნიერო–კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, ეკონომიკური და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;

ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, სამეცნიერო საქმიანობის, ქიმიურ- ფარმაცევტული მრეწველობის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

გ) სამკურნალო საშულებების შექმნა და დანერგვა;

დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; ე) სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;

ვ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.

ზ) მაგისტრებისა, დოქტორანტების და უწყვეტ პროფესიულ კადრების (ფარმაცევტულ  და მონათესავე დარგებში) მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

2. ინსტიტუტის ამოცანაა განახორციელოს ფუნდამენტალური, გამოყენებითი და განვითარებაზე ორიენტირებული კვლევები ბუნებრივ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოვლენის, მათი ქიმიური ბუნების, სინთეზური და ქიმიურად მოდიფიცირებული ბუნებრივი ნაერთების მიღების, ფარმაკოლოგიური ეფექტურობის შესწავლის, წინაკლინიკური კვლევების, მიღების ტექნოლოგიების, ანალიზის მეთოდების შემუშავების მიმართულებით, ამის საფუძველზე შექმნას სამკურნალო, კოსმეტიკური, ვეტერინარული და ალელოქიმიური პრეპარატები, ბიოლოგიურად აქტიური კვების დანამატები; გამოავლინოს პერსპექტიული სამკურნალო მცენარეები და შეისწავლოს მათი გავრცელების არეალები და რესურსები, მცენარეთა ზრდა- განვითარების ბიოლოგიური თავისებურებანი, შეიმუშაოს აგრორეკომენდაციები და მოახდინოს სამკურნალო მცენარეების ინტროდუქცია და კულტივირება; აწარმოოს ნებადართული პრეპარატები და განახორციელოს მათი რეალიზაცია; აწარმოოს გამოყენებითი ხასიათის სამუშაოები სახელმწიფო ან კერმო სექტორის დაკვეთით; მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები ბუნებრივ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ფარმაცევტული, ფარმაკოქიმიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ანალიზური, ტექნოლოგიური კვლევების დარგში.

3. ინსტიტუტს უფლება აქვს: (05.04.2016, N23/3)

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა.

გ) თსსუ-ის წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს.

დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თსსუ-ის დებულებით/თსსუ-ის წესდებით დადგენილი წესით;

ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში წინამდებარე დებულებით ან/და თსსუ-ის წესდებით დადგენილი წესით.

ვ) თსსუ-ის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში.

ზ) თსსუ-ის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.

თ) საჭიროებისამებრ დროებით (არაუმეტეს 6 თვის ვადით) მიიწვიოს მეცნიერი ან სპეციალისტი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად.

ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

(05.04.2016, N23/3)


მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები (05.04.2016, N23/3)

1. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია სამეცნიერო საბჭო, დირექტორი, ფინანსური დირექტორი.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას წარმართავს სამეცნიერო საბჭო.

3.   ინსტიტუტის საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ საქმიანობას კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.

 4.   ინსტიტუტის ადმინისტრაციულ და საფინანსო–ეკონომიკურ მართვას კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ფინანსური დირექტორი.

5.   სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.

6. არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორთან შეთანხმებით ფინანსური დირექტორის ბრძანებით.

(05.04.2016, N23/3)

მუხლი 31. ინსტიტუტის სტრუქტურა (30.11.2016, N23/10)

1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ფიტოქიმიური სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი

- ლიპიდებისა და ანტრაქინონების მიმართულება.

- ალკალოიდების მიმართულება.

- სტეროიდული შენაერთების მიმართულება.

- ტერპენული შენაერთების მიმართულება

- ფენოლური შენაერთების მიმართულება.

- ფარმაკობოტანიკის მიმართულება.

- ფერმენტოლოგიის მიმართულება.

- მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის მიმართულება.

ბ) ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი

გ) ფარმაცევტული პროდუქტის, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და კოსმეტოლოგიურ საშუალებების ფორმათა ტექნოლოგიის დეპარატმენტი

- ფარმაცევტული პროდუქტის ტექნოლოგიის მიმართულება;

- ბად-ის მიმართულება, კოსმეტოლოგიურ საშუალებათა მიმართულება. გ) კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის ლაბორატორია;

2. ინსტიტუტის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინფრასტრუქტურისა და საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ბ) აპარატი

გ) საწარმოო-ექსპერიმენტალური ბაზა.


მუხლი 4. ინსტიტუტის პერსონალი (05.04.2016, N23/3)

1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნებიან მეცნიერები და პოსტდოქტორანტები.

ა) მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

3. ინსტიტუტის ადმინისტრაციული პერსონალს მიეკუთვნებიან ინსტიტუტის დირექტორი, ფინანსური დირექტორი. ფინანსურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს თსსუ-ის რექტორი, კანცლერის წარდგინებით.

4.    ინსტიტუტის     დამხმარე     პერსონალს     მიეკუთვნებიან     პირები,     რომლებიც დამოუკიდებლად არ ასრულებენ სამეცნიერო სამუშაოს.

5. ინსტიტუტის პერსონალის უფლება-მოვალეობები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, თსსუ-ს წესდებით, წინამდებარე დებულებით, ინსტიტუტის შინაგანაწესით და ინდივიდუალური ხელშეკრულებებით.


მუხლი 41. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის კონკურსის ჩატარებისა და თანამდებობაზე დანიშვნის წესი (05.04.2016, N23/3)

1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს თსსუ-ის და ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

4. კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო პერსონალთან დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს.

5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის:

ა) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელსაც აქვს შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად;

ბ) თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტებში და სხვა). მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც უვადოდ აირჩა, 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. (18.05.2018წ 23/8)

6. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,

რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.

(18.05.2018წ 23/8)

7. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.(18.05.2018წ 23/8)

8. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და დირექტორთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს, რომელიც დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოს.

9. პოსტდოქტორანტად თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

10. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორი.

 11. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები;

12. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება თსსუ-ის წესდებით.

(05.04.2016, N23/3)


მუხლი 42. მეცნიერის უფლებები (05.04.2016, N23/3)

1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ინსტიტუტის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას.

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები.

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში.

დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება.

ე) განახორციელოს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები.

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

(05.04.2016, N23/3)


მუხლი 43. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარებისა და თანამდებობაზე დანიშვნის წესი (05.04.2016, N23/3)

1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი;

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს თსსუ-ის და ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და ყველასთვის თვალსაჩინო  ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

5. კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს ინსტიტუტის საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას, კონკურსის წინ, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტი. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს კონკურსანტი.

6. საკონკურსო კომისიის მიზანი და ფუნქციებია:

ა) კონკურსანტთა კონკურსის წესით შერჩევა ვაკანტურ თანამდებობაზე; ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის და კვალიფიკაციის შეფასება;

გ) რეკომენდაციის წარდგენა სამეცნიერო საბჭოსთვის კონკურსანტების შეფასების შედეგების შესახებ.

7. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.

8. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი.

9. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს ამტკიცებს დირექტორი.

10. კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს.

11. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

12. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

(05.04.2016, N23/3)


მუხლი 44. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნის წესი

(05.04.2016, N23/3)

1. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს ფინანსური დირექტორი;

2. დამხმარე პერსონალთან და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ფინანსური დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს.

(05.04.2016, N23/3)


მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო (05.04.2016, N23/3)

1. ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:

 ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

დ) დადგენილი წესით განიხილავს და თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურას.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.


მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს და მის წევრთა უფლებამოსილება (05.12.2014, N23/9)

1. სამეცნიერო საბჭოს და მისი წევრების უფლებამოსილება წარმოიშობა, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამეცნიერო საბჭოს პირველ სხდომაზე.

2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.

3. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია:

ა) ინსტიტუტის დირექტორის წარდგნებით მოისმინოს ანგარიში ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ;

ბ) განიხილოს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;

გ) განიხილოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის წლიური სამეცნიერო-კვლევითი გეგმა;

დ) მოისმინოს და განიხილოს დეპარტამენტში შემავალი მიმართულებების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგები, ანგარიშები, სამეცნიერო მოხსენებები, დადგენილი წესით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ, და რეკომენდაციები წარუდგინოს ინსტიტუტის დირექტორს, შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

ე) მოამზადოს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიში;

ვ) განიხილოს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები;

ზ) შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალის კოლეგიის წევრები და პერიოდულად მოისმინოს მათი ანგარიშები;

თ) განიხილოს დაწესებულების სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხები.

4. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანდიდატურის არ არჩევის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს დასამტკიცებლად ახალ კანდიდატურას.

5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.

 6. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.

7. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზდუდულ ქმედუნარიანად აღიარებისას; დ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას;

ე) გარდაცვალებისას.

(05.12.2014, N23/9)



მუხლი 7. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (05.12.2014 , N23/9)

1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას და მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

4. ერთი და იგივე მეცნიერი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ ორზე მეტი ვადით.

5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დირექტორის წარდგინების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) ინსტიტუტის სამეცნიერო  თანამდებობიდან განთავისუფლებისას;

ვ) გარდაცვალებისას.

(05.12.2014 , N23/9)


მუხლი 8. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი და უფლებამოსილება (05.04.2016, N23/3)

1. დირექტორის არჩევის წესი:

ა) დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, მხოლოდ ღია კონკურსის წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპით შეარჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

ბ) კონკურსის ჩატარების თარიღსა და პირობებს აცხადებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის კანდიდატურისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო  მოთხოვნების საფუძველზე, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

გ) განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს თსსუ-ის და ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ გვერდებზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

დ) განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

ე) დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად კენჭისყრის პროცედურებს განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭო.

ვ) დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ დირექტორს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ზ) ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც გააჩნია:

ა) ფარმაციის სფეროში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ფარმაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

გ) განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები, რომელიც აკმაყოფილებს თსსუ-ის წესდებით განსაზღვრულ პირობებს;

დ) ფარმაციის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ე) სამოქმედო გეგმა, რომელსაც არჩევნებამდე აფასებს სამეცნიერო საბჭო;

ვ) დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებაზე თსსუ-ის აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს თსსუ-ის რექტორი, თსსუ-ის წესდებით განსაზღვრული წესით. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დირექტორის ახალი კანდიდატურა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.

2. დირექტორის უფლებამოსილება:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი. ბ) კომპეტენციის ფარგლებში ფინანსურ დირექტორთან ერთად ადგენს ინსტიტუტის სტრუქტურას და საშტატო განრიგს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და შემდგომ დასამტკიცებლად – თსსუ–ის წარმომადგენლობით საბჭოს.

გ) მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა საინოვაციო საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება);

დ) მეცნიერების განვითარებისათვის ხელშეწყობას;

ე) საინოვაციო   საქმიანობის   თვითრეგულირებისათვის   ხელშეწყობას,   სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას;

ვ) ინსტიტუტის ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას;

ზ) კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

თ) თსსუ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პროფესიული პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ი) ხელს უწყობს მეცნიერი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

კ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობისა და თსსუ–ის წესდების შესაბამისად;

ლ) სამეცნიერო თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებს;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მეცნიერი თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, მ. შ. სამეცნიერო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

პ) ინსტიტუტისათვის უსასყიდლოდ აღჭურვილობისა და/ან ინსტიტუტისათვის სხვა საჭირო ფასეულობების გადმომცემი პირისათვის „ჰონორარ დოქტორის“ სტატუსის მინიჭებას.

3. დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ სასამართლოს მიერ მხარდამჭერად ცნობისას ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე) შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. (05.04.2016, N23/3)



მუხლი 81. ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება (28.11.2013, N23/7)

1. ინსტიტუტის ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვას ახორციელებს ფინანსური დირექტორი.

1.1 ფინანსური დირექტორი:

ა) ინსტიტუტის დირექტორთან ერთად ადგენს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;

ბ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ დამხმარე პერსონალს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;

გ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დამხმარე პერსონალის მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;

დ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ–ის წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ინსტიტუტის სახელით დებს ფინანსური ხასიათის ხელშეკრულებებს;

ვ) დებულების შესაბამისად კომპენტეციის ფარგლებში განკარგავს ფინანსურ სახსრებს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის სარგებლობაში გადაცემულ ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

თ) წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის გეგმას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას და ავტორთა წახალისებას;

2. ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; დ) გარდაცვალებისას;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას

ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.


(28.11.2013, N23/7)


მუხლი 9. ინსტიტუტის ქონება

1. ინსტიტუტი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს თსსუ-ის უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა– პატრონობა;

2.ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას ან გასხვისებას(იჯარა, გაქირავება, გაყიდვა, სარგებლობაში გადაცემა) ახორციელებს თსსუ, ინსტიტუტთან ერთად კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის 18-1 და 21-1 მუხლების შესაბამისად ინსტიტუტი თსსუ-თან შეთახმებით განკარგავს ინტელექტუალურ საკუთრებას.



მუხლი 10. ინსტიტუტის დაფინანსება და ხარჯები

1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს;

ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები,საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში; ბ) სამეცნიერო გრანტების ფარგლებში მიღებული შემოსავალი;

გ) ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2.ინსტიტუტი მისი ქვეანგარიშიდან და საგრანტო ანგარიშიდან ახორციელეbს (კომუნალური ხარჯები და ხელშეკრულებით მომუშავეთა სახელფასო ანაზღაურება მათ შორის საგრანტო. ასევე გრანტის განხორციელების მიზნით გასაწევი ხარჯები, რომელიც თავის მოცულობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება შესყიდვების კანონის  მოთხოვნებს და სხვა) თანხების განკარგვას თსსუ-ის მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.

3. ინსტიტუტი საანგარიშო წლის 25 ოქტომბრამდე მომდევნო წლის ნაერთ ბიუჯეტის პროექტის ფორტმირებისა და დამტკიცების მიზნით, თსსუ-ს განსახილველად წარუდგენს შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაციას.

4. ინსტიტუტი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტს პერიოდულად, განსაკუთრებულ შემთხვევებში (კვარტალურად) წარუდგინოს ოპერატიული ინფორმაცია ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.


მუხლი 11. ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობა

1. ინსტიტუტი თსსუ-თან შეთახმებით ბაზრის კონინქტურიდან გამომდინარე, ამტკიცებს სამუშაოებისა და მომსახურების შესახებ სახარჯთაღრიცხვო ფასებსა და ტარიფებს.

2. ინფრასტრუქტურის განვითარების, საოფისე ინვენტარის, ეკონომიკური საქმიანობისათვის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა და საჭირო მასალებით უზრუნველსაყოფად შესყიდვებს ახორციელებს თსსუ ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს კანონის ,,შესყიდვების შესახებ“ საფუძველზე.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში ინსტიტუტი უფლებამოსილია თვითონ განახორციელოს შესყიდვები უნივერსიტეტის თანხმობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 12. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება


ინსტიტუტი ადგენს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კვარტალურ ბალანსს და წარუდგენს თსსუ-ს.


მუხლი 13. ინსტიტუტის რეორგანიზაცია


ინსტიტუტის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.



მუხლი 14. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი


ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდების ფარგლებში.


კ ო დ ი ფ ი ც ი რ ე ბ უ ლ ი ცვლილება შეტანილია: (21.10.2013, N23/6)

(28.11.2013, N23/7)

 

(05.12.2014, N23/9)

(05.04.2016, N 23/3)

(30.11.2016 N23/10)

(18.05.2018წ 23/8)