დამტკიცებულია
თსსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2012 წლის 24 დეკემბრის
# 23/8 დადგენილებით
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიის შესახებ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ სტიპენდიის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) მომზადებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის,
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №211/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ –
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
2. დებულება არეგულირებს სსიპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ (შემდგომში – უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის სტიპენდიის მინიჭების, სტიპენდიის ოდენობის განსაზღვრის, სტიპენდიის დანიშვნასთან დაკავშირებული ვადების, სტიპენდიის შეწყვეტის წესსა და სტიპენდიასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ საკითხებს.
3. winamdebare debuleba aregulirebs, rogorc
sauniversiteto stipendiis, aseve saxelmwifo stipendiis gacemis wess (23.12.2015w.#33/10).
4. სტიპენდია არის სტუდენტის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტს მიეცემა აკადემიური მოსწრების საფუძველზე ამ დებულებით დადგენილი წესითა და ოდენობით.
5. სტიპენდია არ არის შრომითი ანაზღაურება და უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იღებს სტიპენდიას, არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი.
6. სტიპენდია შეიძლება დაენიშნოს უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
7. სტიპენდიის საერთო ფონდის მოცულობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის წამომადგენლობითი საბჭო მომდევნო სამეურნეო (ფისკალური) წლის დაგეგმვისას, თსსუ-ს ბიუჯეტის მომზადების პროცესში.
8. უნივერსიტეტის სტუდენტისათვის სტიპენდიის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ მიიღება ის გარემოება, თუ რა სარგებელი მიიღო უნივერსიტეტმა ან მესამე პირმა სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესში ან დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობით.
მუხლი 2. სტიპენდიის მინიჭების წესი
1. სტიპენდია ენიჭება უნივერსიტეტის სტუდენტს უნივერსიტეტში დადგენილი შეფას ების 100- ქულიანი სკალითა და შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) საფუძველზე.
GPA = ∑ GPxCR
∑CR
სადაც:
GPA –შეფასების საშუალო მაჩვენებელი
GP – თითოეული სასწავლო კურსის შეფასება 100-ქულიანი სკალით
CR – თითოეული სასწავლო კურსის კრედიტი
2. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თსსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ყოველ სემესტრში, საბჭოს მიერ დადგენილი წესით, შესაბამისი ფონდის ფარგლებში. სტიპენდიატების რაოდენობა დგინდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სტუდენტთა წინა სემესტრის GPA სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით. მედიცინის ფაკულტეტის მე–6 კურსზე – კლინიკური ინტეგრაციის წელი, სტიპენდია ინიშნება მე–5 კურსის გაზაფხულის სემესტრის სარეიტინგო მაჩვენებლის მიხედვით.
3. სტიპენდიატთა ოდენობა განისაზღვრება:
ა) თითოეულ ფაკულტეტზე უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტთა საერთო რაოდენობის 4 %–ის ოდენობით, სტიპენდიის თითოეული სახის მიხედვით
ბ) თითოეულ კურსზე ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტთა რაოდენობის 4 %–ით, სტიპენდიის თითოეული სახის მიხედვით (29.04.2013წ. #23/2).
გ) კურსზე სტიპენდიის განაწილების წესი კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან სახელმწიფო სტიპენდიის მინიჭება ხორციელდება მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად (23.12.2015წ.#33/10).
5. უცხოენოვან პროგრამაზე სტიპენდიატთა რაოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, ხოლო სტიპენდიის მინიჭება ხორციელდება საერთო წესით.
6. ორი ან რამდენიმე სტუდენტის ერთნაირი სარეიტინგო მონაცემების არსებობის შემთხვევა ში, საკითხი გადაწყდება წილისყრის საფუძველზე.
7. წილისყრას ატარებს ფაკულტეტის დეკანატი.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფონდი იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული შესაბამისი სახსრების საფუძველზე, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო სტიპენდიების რეგულირების სამართლებრივი რეჟიმი.
მუხლი 3. სტიპენდიის გადახდის წესი
1. სტუდენტს სტიპენდია ენიჭება ერთი სემესტრის ვადით.
2. სტუდენტზე სტიპენდიის გაცემა ჩერდება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტატუსის შეჩერების პერიოდით.
3. სტუდენტს სტიპენდია უწყდება:
ა) თსსუ-ს წესდებით და სხვა აქტებით დადგენილი ეთიკური ნორმების დარღვევის ან/და სტუდენტისათვის შეუფერებელი საქციელის შემთხვევაში;
ბ) უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისას; გ) სტუდენტის პირადი განცხადებით;
დ) კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
4. სტიპენდიის მინიჭებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი წყდება მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ მოთხოვნების გათვალისწინებით.
მუხლი 4. გარდამავალი დებულებები
1. დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიის შესახებ’’ 2008 წლის 28 იანვარს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ №23/2 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
2 დებულებით განსაზღვრული წესით სტიპენდიების გაცემამდე, სტუდენტებზე სტიპენდია გაიცემა დებულების ამოქმედებამდე არსებული წესითა და ოდენობით. სტიპენდიის ეს ოდენობა შეიძლება გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების მიღების საფუძველზე.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
1. დებულება ძალაში შედის 2013 წლის 1 იანვრიდან.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
(სამართლებრივი ფორმის დასახელება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“ შეიცვალა
„საჯარო სამართლის იურიდიული პირით“ თსსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 21 ოქტომბრის N23/6 დადგენილებით).