თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით საკითხის განხილვის წესი
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, ობიექტური გარემოებებიდან ( საკითხების დაჩქარებული წესით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება, დისტანციური მუშაობის აუცილებლობა და სხვ.) გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღოს ასინქრონული ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით. (19.03.2020 წელი; N 23/3)
2. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია გულდასმით გაეცნოს მისთვის გაგზავნილ განსახილველ საკითხს და განსაზღვრულ დროში გამოხატოს თავისი აზრი და მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საკითხის გადაწყვეტა ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით, მაშინ მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა დადგენილი წესით.
5. ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ის საკითხები, რომელთა ასეთი წესით განხილვა არ ეწინააღმდეგება თსსუ–ის წესდებას.
6. გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვის შესახებ იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
7. ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს თსსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო.
8. წინამდებარე წესით მიღებული გადაწყვეტილება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმის ტოლფასია.