,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსში“
დამატებების შეტანის თაობაზე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს2013 წლის 1 მარტის #23/1 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თბილისისსახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსში“ შეტანილ იქნესდამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მე-4 მუხლის 4.5.12 ქვეპუნქტს დაემატოს 4.5.121 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით:
,,4.5.121 მართვის ორგანოს წევრი და მართვის ორგანოს სხდომაზე დამსწრე
პირი უნდა იყოს კლასიკურად ჩაცმული (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი,
პერანგი, ქვედაბოლო, შარვალი და სხვა). სხდომების დროს მობილური ტელეფონიუნდა იყოს გამორთული. დაუშვებელია სხდომის დროს დარბაზიდან გასვლა ანსაუბარი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა“.
2. მე-4 მუხლის 4.3.6 ქვეპუნქტს დაემატოს 4.3.61 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით:
,,4.3.61 აკადემიურმა პერსონალმა საზოგადოების წინაშე მედია საშუალებებითწარდგომისას საკუთარი პერსონის წარდგენა მოითხოვოს თბილისის სახელმწიფოსამედიცინო უნივერსიტეტში დაკავებული აკადემიური თანამდებობისმითითებით“.