კოდიფიცირებული (21.02.2024; 23/5)
დამტკიცებულია თსსუ-ის წარმომადგენლობითი
საბჭოს 2017 წლის 8 ნოემბრის #23/14 დადგენილებით
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესი
1.წინამდებარე წესი არეგულირებს სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - თსსუ) აკადემიური პერსონალის აფილირებას, ადგენს აფილირებასთან დაკავშირებით აკადემიური პერსონალისა და უნივერსიტეტის უფლებებსა და მოვალეობებს;
2.აფილირება - წინამდებარე წესის მიზნებისათვის, სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აკადემიური თანამდებობის მქონე პირს შორის წერილობითი შეთანხმება (აფილირების ხელშეკრულება), რომლითაც აკადემიური თანამდებობის მქონე თითოეული პირი განსაზღვრავს თავის აფილირებას მხოლოდ თსსუ- სთან, თსსუ-ის სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში და:
2.1.თსსუ-ში ახორციელებს ძირითად საგანმანათლებლო, კვლევით/სამეცნიერო საქმიანობას, ხოლო მისი კვლევის შედეგები ითვლება თსსუ-ში;
2.2.აქტიურად არის ჩართული თსსუ-ში საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
2.3. აქტიურად არის ჩართული სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევისა და აკადემიური/სამეცნიერო ხელმძღვანელობის პროცესში.
21. აფილირებული აკადემიური პერსონალი უფლებამოსილია უნივერსიტეტისაგან მოითხოვოს:
21.1 ხელშეწყობა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისას;
21.2 ფინანსური მხარდაჭერა თსსუ-ის სახელით მომზადებული სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, მეთოდური, სასწავლო თუ კვლევითი ნაშრომის გამოცემისას;
21.3 თსსუ-ის სახელით მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. (23/5; 21.02.2024).
3.უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას კონკურსანტი წინასწარ აცხადებს მზაობას თსსუ-სთან აფილირების შესახებ და აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებით და შესაბამისი თანხმობის ფორმის შევსებით კვლავ ადასტურებს მას (დანართი 1).
4.იმ შემთხვევაში, თუ აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი მოახდენს აფილირებას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთანაც, მასთან წყდება შრომითი ხელშეკრულება და იგი ტოვებს აკადემიურ თანამდებობას. ამ მოთხოვნიდან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს აკადემიური საბჭოს მიერ. (05.02.2019; 23/1;)
5.წინამდებარე წესის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელმაც ამ წესის ამოქმედებამდე განახორციელა აფილირება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, გარდა უვადო წესით არჩეული პროფესორებისა.
6. თსსუ-ის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელსაც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქვს აკადემიური/სასწავლო დატვირთვა, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე (აგრეთვე, ნებისმიერ დროს, დატვირთვის გაზრდისას, ასეთი ცვლილებიდან ერთი კვირის განმავლობაში) წარმოადგინოს ინფორმაცია აკადემიური დატვირთვის რაოდენობის, მათ შორის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ხელმძღვანელობის შესახებ.
გარდამავალი დებულებები
7.თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან აფილირების ხელშეკრულებების გაფორმება უნდა დასრულდეს 2017 წლის 01 დეკემბრამდე.
8. წინამდებარე წესი ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.
შეთანხმება აფილირების შესახებ
ქ. თბილისი ------------------ 2024 წ.
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (შემდგომში - „დამსაქმებელი”), წარმოდგენილი რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის სახით, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, (შემდგომში - “დასაქმებული”) თანახმა ვართ შემდეგზე:
1. დასაქმებული გახდეს აფილირებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და იღებს ვალდებულებას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდეს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში:
ა) განახორციელოს ძირითადი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობა; თავისი კვლევის შედეგები ჩაეთვალოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს;
ბ) აქტიურად ჩაერთოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;
გ) აქტიურად ჩაერთოს სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევისა აკადემიური/სამეცნიერო ხელმძღვანელობის პროცესებში.
2. წინამდებარე შეთანხმების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია, დატოვოს დაკავებული აკადემიური თანამდებობა.
”დამსაქმებელი”:
სსიპ-თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი
-----------------------------
ი.ნატროშვილი
ქ.თბილისი,0186, ვაჟა-ფშაველას გამზ.33
|
| | “დასაქმებული”: სახელი,გვარი --------------------- პ/ N ----------------------------------------- ტელეფონის N ------------------------ მისამართი ------------------------- ხელმოწერა -----------------------
|
|
|