დამტკიცებულია
სსიპ – თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2018 წლის 2 თებერვლის
# 23/2 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის №23/1 დადგენილებით დამტკიცებულ შინაგანაწესში ცვლილების შეტანის თობაზე
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის №23/1 დადგენილებით დამტკიცებული შინაგანაწესის:
1. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 5. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.“
2. მე-16 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 5. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში. „
ბ) მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 7. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 6 წლის ვადით.“ გ) მე-8 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 8. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრს, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს."
3. 31-ე მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 51. ხმების თანაბრობის შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი რაოდენობის გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა, მაშინ ტარდება მეორე ტური არჩევნების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში, თანაბარი რაოდენობის ხმების მქონე კანდიდატთა შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს.“
4. 31-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,7. წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ არჩევნებზე გამოცხადდა აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც.“
ბ) ,, 8. თუ არჩევნებზე გამოცხადებული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ამომრჩეველთა რაოდენობა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3- ზე ნაკლებია, ხელახალი არჩევნები იმართება 2 დღის ვადაში.“
5. 31-ე მუხლს დაემატოს მე-81 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 81. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტთა კანდიდატებიდან არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი კანდიდატი, საბჭოს რამდენ სტუდენტ წევრზეც გამოცხადდა არჩევნები.“
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია დამტკიცებისთანავე.