კონსოლიდირებული
ვერსია 04.04.2018წ
დამტკიცებულია
თსსუ-ის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2018 წლის 7 მარტის #23/3 დადგენილებით
სსიპ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტიგენტის განსაზღვრის წესი
მუხლი1. ზოგადი დებულება
1.წინამდებარე წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურდიული პირი-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში -თსსუ) სტუდენტთა კონტინგენტის განსაზღვრის მეთოდოლოგიას.
მუხლი2. სტუდენტთა კონტინგენტის განსაზრვრის კრიტერიუმები
1.სტუდენტთა კონტინგენტის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია:
ა) ადამიანური (აკადემიური) რესურსი: თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტის თანაფარდობა, მათ შორის აფილირებული პირების რაოდენობა; თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოწვეული პერსონალისა და სტუდენტების თანაფარდობა;
ბ) მატერიალურ -ტექნიკური და ინფრასტრუქტურული რესურსი - მატერიალურ -ტექნიკური რესურსი და ინფრასტრუქტურა სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში უნდა იძლეოდეს სწავლა - სწავლების საკმარისი ხარისხით სტუდენტთა მომსახურების საშუალებას, რაც გულისხმობს:
- სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო სათანადო აღჭურვილობის აუდიტორიების, ლაბორატორიების, სამედიცინო ბაზების, კლინიკების და სხვა ობიექტების მფლობელობაში ან/და ავტორიზაციის ვადით სარგებლობაში ქონას (შესაბამისი მემორანდუმების და ხელშეკრულებების საფუძველზე);
- სპორტული, შემოქმედებითი და სხვა არასააუდიტორიო აკადემიური აქტივობისთვის საჭირო სივრცეების ხელმისაწვდომობას.
2. თსსუ-ს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უნდა იყოს:
ა) მინიმუმ ხუთი პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი, მათ შორის - მინიმუმ ერთი აფილირებული პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი.
ბ) ერთი პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი მინიმუმ 30 სტუდენტზე.
გ) მინიმუმ ერთი მოწვეული მასწავლებელი 50 სტუდენტზე.
დ) იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე , სადაც სტუდენტთა რაოდენობა აღემატება 1000 სტუდენტს -ერთი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი 50 სტუდენტზე , 1 მოწვეული მასწავლებელი 80 სტუდენტზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სტუდენტთა კონტიგენტის განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას დამატებითი საფუძვლები , მათ შორის :
ა) საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნის დინამიკა - პირველი განაცხადით დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა დადებითი/უარყოფითი დინამიკა.
ბ) სტუდენტთა განთესვის მაჩვენებელი - მობილობით გადმოსვლა, გადასვლა, სტატუსის შეჩერება , შეწყვეტა, აღდგენა.
გ) აკადემიური პროცესის ანალიზი - საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების (სტუდენტთა გამოკითხვა , სალექციო და პრაქტიკულ ჯგუფში მუშაობის მეცადინეობის მონიტორინგი, სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ანალიზი, საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პერსონალის შეფასება და სხვა) შედეგები;
დ) კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და დასაქმების ბაზრის კვლევა -დამსაქმებლის მოთხოვნისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ანალიზის შედეგები.
4. საკადემიური საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს შესაბამის დადგენილებაში მიეთითება საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის მაქსიმალური რაოდენობა.
5. აკადემიური საბჭოს მიერ ყოველწლიურად მტკიცდება საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტი(ანკეტა -კითხვარი) ამ წესის მ.2-ის პპ.1,2-ის შესაბამისად
მუხლი 21 . პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა განსაზღვრის მეთოდოლოგია
1 პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა კონტიგენტის განსაზღვრისას გამოიყენება შემდეგი მეთოდოლოგია:
ა) პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგებით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული რესურსის შესაბამისობა
ბ) პროფესიულ მასწავლებელთა რაოდენობა : მინიმუმ 1 მასწავლებელი 15 პროფესიულ სტუდენტზე.
2. თსსუ-ს პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მილევად რეჟიმში განხორციელება .პროგრამაზე დამატებითი სტუდენტების მიღება არ განხორციელდება(თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის 23/5 გადაწყვეტილება)
მუხლი 3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება რექტორის ან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ინიციატივის საფუძველზე, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio