კოდიფიცირებული

დამტკიცებულია
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
 2011 წლის 5 ოქტომბრის #23/7 დადგენილებით
 

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრის წესი


1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის,  დიპლომირებული სტომატოლოგის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური განისაზღვროს (23.07.2024წ. #23/12):
ა) 2009-2010,   2010-2011  სასწავლო  წლიდან  საქართველოს მოქალაქის  - დიპლომირებული მედიკოსის და ბაკალავრის სწავლების პროგრამაზე ჩარიცხულთათვის– 2250 ლარით;
ბ) საექთნო საქმის საბაკალავრო  ქართულ-ავსტრიული პროგრამა - 1500 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით; სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამა  -  1500 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით (23.07.2024წ.  #23/12);  
გ) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
დ) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე)  ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე1) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე2) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე3) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე4) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12); 
ე5) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე6) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე7) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე8) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე9)  ამოღებული (23.07.2024წ. #23/12);
ე10) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე11) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე12)  ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);   
ე13)  ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე14) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე15) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე16) ამოღებული  (23.07.2024წ. #23/12);
ე17)  2013_2014 სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ცენტრი (10-თვიანი პროგრამა) – 1700 აშშ დოლარი (01.03.2013 #23/1); 
ე18) 2018-2019 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 8000 აშშ დოლარი(18.12.2017წ 23/16);
ე19) 2014-2015 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტის რუსულენოვანი პროგრამა – 4000 აშშ დოლარი (პროგრამა გათვალისწინებულია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის)(03.10.2017წ 23/12);
ე 20) 2018-2019 სასწავლო წლიდან დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა - საქართველოს მოქალაქეებისთვის - 8000 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 13 500 აშშ დოლარი (18.12.2017წ 23/16);
ე21)  2018-2019 სასწავლო წლიდან ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 3500 აშშ დოლარი  (18.12.2017წ 23/16);
ე22)  2018-2019 სასწავლო წლიდან ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა - 3000 აშშ დოლარი (18.12.2017წ 23/16);
ე23) 2014-2015 სასწავლო წლიდან სტომატოლოგიის ფაკულტეტის რუსულენოვანი პროგრამა – 4000 აშშ დოლარი (პროგრამა გათვალისწინებულია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) (03.10.2017წ 23/12);
ე24)  2014-2015 სასწავლო წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლება ყველა ფაკულტეტის ქართულენოვან პროგრამებზე - 4000 აშშ დოლარი  (03.10.2017წ 23/12);
ე25) 2014-2015 სასწავლო წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ერთობლივ ქართულ-ფრანგულ პროგრამა - საქართველოს მოქალაქეებისთვის - 4000 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 4000 აშშ დოლარი  (03.10.2017წ 23/12);
ე 26) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები: საზოგადოებრივი ჯანდაცვა -3500 ლარი; ეპიდემიოლოგია - 3000 ლარი; გარემოს მედიცინა - 3000 ლარი; ჯანმრთელობის ხელშწყობა, ჯანმრთელობითი განათლება -3000 ლარი;  ფარმაციის მენეჯმენტი - 3500 ლარი; ფარმაცევტული ანალიზი - 3500 ლარი;  კლინიკური ფარმაცია - 3500 ლარი; ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები - 3200 ლარი; პედიატრიული რეაბილიტაცია - 3500ლარი; რეაბილიტაციაში მრჩეველი - 2900 ლარი;  რეაბილიტაცია სპორტში - 2750 ლარი(23.07.24წ. #23/12); 
ე 27) დოქტორანტურის საგამანათლებლო პროგრამებზე  - 2250 ლარი (23.07.24წ. #23/12);
ვ) ამოღებულ იქნეს  (28.11.2013 #23/7); 
ვ1) სწავლის საფასურის დარიცხვა და გადახდა დიპლომირებული მედიკოსის და დიპლომირებული სტომატოლოგის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების და ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის (გარდა პირველი სემესტრისა), განხორციელდეს სემესტრის განმავლობაში ორჯერ: შემოდგომის სემესტრში სწავლის პირველად დარიცხული საფასური გადახდილ იქნეს სწავლის დაწყებიდან სამი კვირის ვადაში; ხოლო მეორედ დარიცხული სწავლის საფასური გადახდილ იქნეს 20 ნოემბრამდე. გაზაფხულის სემესტრში  სწავლის პირველად დარიცხული საფასური გადახდილ იქნეს სწავლის დაწყებიდან სამი კვირის ვადაში; ხოლო მეორედ დარიცხული სწავლის საფასური გადახდილ იქნეს 10 მაისამდე.  (23.07.24წ. #23/12);
ვ2) მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ყველა პროგრამის,  მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის, (გარდა პირველი და მე-2 სემესტრისა), სწავლის საფასურის დარიცხვა და გადახდა განხორციელდეს ერთჯერადად შემოდგომის სემესტრში სექტემბრის მესამე ორშაბათამდე, ხოლო გაზაფხულის სემესტრში- 10 მარტამდე (23.07.2024წ. #23/12); 
ზ) გადახდა ხორციელდება გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლართან მიმართებაში დადგენილი ლარის კურსით (16.09.2015 #23/8).

2.    საგანმანათლებლო     პროგრამის     ხანგრძლივობის     პერიოდში     სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვრება სტუდენტთან ხელშეკრულების დადებისას მოქმედი ტარიფის მიხედვით. 
21. სტუდენტის სწავლის საფასური სემესტრულად განისაზღვრება 1125 ლარით. საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში სტუდენტის სწავლის საფასურის (1125 ლარი) ოდენობა დამოუკიდებელია სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში შესასწავლი სასწავლო დისციპლინების კრედიტების რაოდენობისაგან. (ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან). (26.02.2016 #23/2)
3. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო არაუმეტეს ოთხი სემესტრის განმავლობაში; დამატებითი სემესტრის სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან). (16.10.2015 #23/9)
4. მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვროს იმ ოდენობით, რაც დადგენილია შესაბამისი სემესტრის სტუდენტებისათვის მოქმედი ტარიფით. (12.01.2015 #23/1)
41. განმეორებითი საგნის მოსმენის შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება ამ დროისათვის მოქმედი ტარიფის შესაბამისად. (20.03.2012 #23/4)
5. მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება თსსუ-ში ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადაყვანის შემთხვევაში.
6. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის საფასური განისაზღვრება იმ ტარიფის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა სტუდენტთან ხელშეკრულების დადების დროს.
7. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების   მქონე   სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის წლიური საფასურის სრულ ოდენობას შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
8. ერთი კრედიტის საფასური განისაზღვროს შესაბამისი სასწავლო წლის სწავლის წლიური საფასურის 1/60-ით.