საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებებისათვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N.413 დადგენილების, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ყველა ბრძანებას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციის შემდგომ გაუგრძელდეს მოქმედების ვადა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანებები მოქმედების ძალას კარგავს, თუ:
ა) ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ახალ ბრძანებაში;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანებით მოწესრიგებულ ურთიერთობას;
გ) არ არსებობს ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებსაც არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანება.
კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე