ბრძანებაში ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის 2013 წლის 13 თებერვლის №20/02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63–ე მუხლის და სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე– 16 მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის 2013 წლის 13 თებერვლის №20/02 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) 1.1. ქვეპუნქტში შეიცვლოს წინადადება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, VI სართული – დალი გაბეშია – საინფორმაციო-საგამომცემლო სამსახურის რედაქტორი. “
ბ) 1.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1.2. I სასწავლო კორპუსი:
I სართული:
– გიორგი ლეკიშვილი – სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ– პროფესორი;
- ეკა ვერულაშვილი – ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- გრიგოლ სულაბერიძე – მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი.
II სართული – ბესარიონ ჯანიაშვილი – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
III სართული – ნუკრი თოდუა – პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორანტი.
IV სართული – ალექსანდრე ბოლქვაძე – ბიოქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი.
V სართული: – ირაკლი მჭედლიშვილი – ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი;
- ნიკოლოზ გონგაძე – სამედიცინო ფარმაკოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
VI სართული – ხათუნა გაჩეჩილაძე – მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი.
VII სართული – ნიკოლოზ გოცირიძე – ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიომექანიკის და კინეზიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. “
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და უნივერსიტეტის ყველა კორპუსში თვალსაჩინო ადგილზე.
4. ბრძანება დაეგზავნოს უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს.
კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე