თსსუ–ის მეხუთე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მიღების გამოცხადების, სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ (31.08.2012 N95/01)

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის N9/ნ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის მე-2 და მე- 4 პუნქტების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ


1. გამოცხადდეს მიღება 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე საფეხურის სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012 წლის 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (ასათიანის ქ. N.7, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი N.8, ტელ. 254 25 07).
2. სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ. სრული ზოგადი გამათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევის გარეშე;

დ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის სერტიფიკატი; ე. 4 ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტს დაევალოს 2012 წლის 11 სექემბრის 12:00 საათამდე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განათავსოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე შედგენილი სია.

4. ამ ბრძანების მესამე პუნქტში მითითებულმა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატებმა, რომელთაც მოიპოვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე საფეხურის სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება, პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიარონ დადგენილ ვადაში 2012 წლის 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით.


კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე