დამტკიცებულია
თსსუ-ის აკადემიური საბჭოს
2016 წლის 25 თებერვლის N24/1 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით საკითხის განხილვის წესი
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია იმ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ერთი საკითხია განსახილველი, ან საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის მიზნით საჭიროა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, გადაწყვეტილება მიიღოს ასინქრონული ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით.
2. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია გულდასმით გაეცნოს მისთვის გაგზავნილ განსახილველ საკითხს და განსაზღვრულ დროში გამოხატოს თავისი აზრი და მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საკითხის გადაწყვეტა ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით, მაშინ მოიწვევა აკადემიური საბჭოს სხდომა დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვის შესახებ იღებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - რექტორი.
6. ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს თსსუ–ის რექტორის აპარატი.
7. წინამდებარე წესით მიღებული გადაწყვეტილება აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმის ტოლფასია.