1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგი სასწავლო კურსში/მოდულში ფასდება მისი შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე. (06.11.2020, N24/7)
11. ტერმინთა განმარტება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანების „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად:
სასწავლო კომპონენტი – საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სასწავლო კურსის/საგნის, პრაქტიკის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო პრაქტიკული სახის პროექტის/ნაშრომის, საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის ან სხვა კომპონენტის სახით; (28.02.2022, N 24/10)
შეფასების კომპონენტები – შეფასების კომპონენტებია შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას;
შეფასების მეთოდი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესაფასებლად გამოსაყენებელი საშუალება/საშუალებები (ზეპირი/წერითი გამოცდა/გამოკითხვა, პროექტი, პორტფოლიო, ტესტი, ესსე, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, აუდიოვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენა, გამოფენა, სპექტაკლში მონაწილეობა/დადგმა, საკონცერტო შესრულება, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE) და სხვ); (28.02.2022, N 24/10)
შეფასების კრიტერიუმი – შეფასების მეთოდის საზომი ერთეული, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.
2. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა. (06.11.2020, N24/7)
3. შუალედური შეფასება წარმოადგენს სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსით გათვალისწინებული ცოდნის შეფასების მეთოდების/ნაწილების მიხედვით მიღებულ ქულათა ჯამს და განისაზღვრება 60 ქულით. (06.11.2020, N24/7) (28.02.2022, N 24/10)
4. დასკვნითი გამოცდა ფასდება 40 ქულით. დასკვნითი გამოცდის შეფასება:
ა) დადებითია სტუდენტის მიერ 20 და მეტი ქულის (გამოცდის მაქსიმალური შეფასების 50% და მეტი) მიღების შემთხვევაში. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან)
ბ) მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე - დადებითია სტუდენტის მიერ 24 და მეტი ქულის (გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60% და მეტი) მიღების შემთხვევაში (11.02.2013 N24/2
- ამოქმედდეს 2014/2015 სასწავლო წლიდან)
4.1.სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კომპონენტში სტუდენტის შეფასების ცალკეულ კომპონენტში (შუალედური, დასკვნითი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განსაზღვრულია პროგრამაში. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კომპონენეტში არ აღემატება დასკვნითი შეფასების 60%-ს (25.01.2018, N24/4 - ამოქმედდეს 2018/2019 სასწავლო წლიდან) (28.02.2022, N 24/10)
4.2 პროფესიული პროგრამ(ებ)ის სასწავლო კურსებში/მოდულებში დასკვნითი გამოცდის შეფასება დადებითია სტუდენტის მიერ 20 და მეტი ქულის (გამოცდის მაქსიმალური შეფასების 50% და მეტი) მიღების შემთხვევაში. (17.10.2018, N24/2; 06.11.20202 N24/7);
4.3 ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სასწავლო კურსებში/მოდულებში დასკვნითი გამოცდის შეფასება დადებითია სტუდენტის მიერ 24 და მეტი ქულის (გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60% და მეტი) მიღების შემთხვევაში. (17.10.2018, N24/2; 06.11.20202 N24/7);
5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური დადებითი შეფასების/ქულის გათვალისწინებით შეიძლება დაუგროვდეს 51 ქულა (06.11.2020, N24/7; ამოქმედდეს 2021/2022 სასწავლო წლიდან).
51 ამოღებულია. (06.11.2020, N24/7)
52. შუალედური შეფასების ცალკეული მეთოდის/ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კომპონენტის (სასწავლო კურსის/მოდულის) სილაბუსით. (06.11.2020, N24/7, ამოქმედდეს 2021/2022 სასწავლო წლიდან) (28.02.2022, N 24/10; 17.05.23, N24/11)
53.. სასწავლო კურსის/მოდულის შუალედური შეფასების ცალკეული მეთოდის/ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა (06.11.2020, N24/7, ამოქმედდეს 2021/2022 სასწავლო წლიდან) (28.02.2022, N 24/10)
54. დასკვნითი შეფასების მეთოდის/ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კომპონენტის (სასწავლო კურსის/მოდულის/სხვ.) სილაბუსით. (6.11.2020, N24/7, ამოქმედდეს 2021/2022 სასწავლო წლიდან; 28.02.2022, N 24/10; 17.05.23, N24/11)
6. გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ მის მიერ პირადობის მოწმობის, პასპორტის ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტუდენტის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
7. შეფასების სისტემა გულისხმობს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი - 91-100 ქულა,
ა.ბ) (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა, ა.გ) (C) კარგი - 71-80 ქულა,
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა, ა.ე) (E) საკმარისი - 51-60 ქულა,
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (Fx) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა - 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
8. დასკვნით გამოცდაზე 20 ქულაზე ნაკლები შეფასების მიღების შემთხვევაში გამოცდის შეფასება ფორმდება უწყისში V გრაფაში (საბოლოო გამოცდის ქულა). საბოლოო შეფასების ქულობრივი ჯამი უწყისში არ ფორმდება. საგამოცდო ქულა შუალედურ შეფასებათა ქულასთან არითმეტიკულად დაჯამდება მხოლოდ სტუდენტის მიერ მიღებული უარყოფითი შეფასების სახის (Fx/F) განსაზღვრისათვის და ამ უკანასკნელის ECTS-ის ეკვივალენტით უწყისში გაფორმებისათვის.
9. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის საგანში დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა. (20.02.2017, N24/4).
91 პროფესიულ სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის საგანში დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღისა. (17.10.2018, N24/2)
10. დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება სტუდენტს ეძლევა:
ა) ძირითად სასესიო პერიოდში გამოცდაზე გაუსვლელობის შემთხვევაში, მიზეზის მიუხედავად, ბ) ძირითად სასესიო პერიოდში შეფასების Fx მიღების შემთხვევაში.
11. საგამოცდო საკითხები, ტესტები, პრაქტიკული უნარები და სხვ. უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსს/სილაბუსს, რომელსაც სტუდენტი ეცნობა კურსის/მოდულის შესწავლის დაწყებისთანავე. (06.11.2020; N24/7)
12. გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში (შემდგომში - ცენტრი) გამოცდები ტარდება ცენტრისათვის დადგენილი წესით.
13. დეპარტამენტში დასკვნითი გამოცდა ტარდება ამ წესის შესაბამისად, კურსის/მოდულის სილაბუსით გათვალისწინებული და დეპარტამენტში დადგენილი წესით. (20.02.2017, N24/4; 06.11.2020; N24/7).
14. დეპარტამენტში დასკვნითი გამოცდის ჩატარების ორგანიზებასა და მიმდინარეობაზე პასუხისმგებელია დეპარტამენტის ხელმძღვანელი. (20.02.2017, N24/4).
15. დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აკადემიური პერსონალი ვალდებულია უზრუნველყოს შუალედური შეფასების დაჯამება/განსაზღვრა და სტუდენტის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე, ბოლო მეცადინეობაზე. (20.02.2017, N24/4).
16. სასწავლო კურსის/მოდულის გამოცდა ტარდება ღია და გამჭვირვალე გარემოში. (06.11.2020; N24/7).
17. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების პირობების შექმნა სტუდენტებისთვის, დეკანატების, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებისთვის. (20.02.2017, N24/4).
18. დეპარტამენტში დასკვნითი საგამოცდო შეფასების დადგენაში დაუშვებელია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი გამომცდელი. (20.02.2017, N24/4).
19. გამომცდელები ვალდებულნი არიან დასკვნითი გამოცდის შეფასება და დაჯამებული საბოლოო შეფასება სტუდენტს აცნობონ დაუყოვნებლად.
20. ა) სტუდენტს შუალედური შეფასების მეთოდების/ნაწილების მიხედვით გასაჩივრების უფლება აქვს ამ უკანასკნელის გაცნობიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში, რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი სასწავლო კურსის ხელმძღვანელს. (20.02.2017, N24/4). (28.02.2022, N 24/10)
ბ) სტუდენტს გამოცდაზე მიღებული შეფასების გასაჩივრების უფლება აქვს დეპარტამენტში გამოცდის დასრულებამდე (შეფასების საგამოცდო უწყისში გადატანამდე). ასეთ შემთხვევაში საკითხის განმეორებით განხილვაში მონაწილეობს გამოცდაზე დამსწრე აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები. მათი რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. (20.02.2017, N24/4).
21. ა) სტუდენტის მიერ აკადემიური სიყალბის (სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან გადაწერა, იმპერსონიზაცია [სხვის მიერ გამოცდის/ჩათვლის/სხვ. ჩაბარება], დაფარული ან წინასწარ შეთანხმებული სიგნალების გამოყენება ურთიერთდასახმარებლად, ე.წ. შპარგალკების შეტანა, მათ შორის - ელექტრონული საშუალებებით, საგამოცდო საკითხების და ტესტების მოპარვა, პლაგიატი და სხვ.) ჩადენის მცდელობის ან სიყალბის დადგენის შემთხვევაში სტუდენტს შეფასების შესაბამის კომპონენტში უფორმდება შეფასება "ნული". აღნიშნულის შესახებ ფორმდება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და მასწავლებელი, რაც ეცნობება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს შემდგომი რეაგირებისათვის.
ბ) დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის მიერ აკადემიური სიყალბის ჩადენის მცდელობის ან სიყალბის დადგენის შემთხვევაში სტუდენტი იხსნება გამოცდიდან და უფორმდება საგამოცდო შეფასება "ნული". აღნიშნულის შესახებ ფორმდება აქტი, რომელსაც ხელს აწერს გამომცდელები და დამკვირვებლები (თუ ისინი ესწრებიან გამოცდას), რაც ეცნობება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს შემდგომი რეაგირებისათვის. სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგი (საბოლოო შეფასება) დგინდება წინამდებარე წესის პ.პ. 1-8-ის შესაბამისად. (20.02.2017, N24/4).
22. დასკვნითი გამოცდის კომბინირებული ფორმით (ტესტური და ზეპირი საფანტომო კომპონენტი და ზეპირი კლინიკური კომპონენტი და ზეპირი, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE), სხვ.) ჩატარების შემთხვევაში გამოცდის თითოეული ნაწილის შეფასება სტუდენტს და ყველა გამომცდელს ეცნობება შესაბამისი ნაწილის დასრულებისთანავე. ( 28.02.2022, N 24/10)
221. ამოღებულია. (20.02.2017, N24/4).
23. სტუდენტის მიერ მიღებული დაჯამებული საბოლოო შეფასება, გამოცდის დასრულებისთანავე ფორმდება საგამოცდო უწყისში (2 ეგზემპლარად) საგამოცდო შეფასება ცხადდება აკადემიური ჯგუფის/ნაკადის გამოცდის დასრულებისთანავე. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან).
24. გამოცდის ზეპირი (ვერბალური), ტესტური ან კომბინირებული ფორმით ჩატარების შემთხვევაში საგამოცდო საკითხების და ქვესაკითხების ჩამონათვალი ცნობილი უნდა იყოს სტუდენტისთვის სასესიო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან).
25. დასკვნითი გამოცდის ტესტური ან კომბინირებული ფორმით ჩატარების შემთხვევაში (გარდა მედიცინის ფაკულტეტის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მოდულებისა/სასწავლო კურსებისა, რომელთა გამოცდა ტარდება გამოცდებისა და უნარჩვევების შეფასების ცენტრში). (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან 20.02.2017, N24/4).
ა) თუ ტესტების რაოდენობა 1000-ზე მეტია, ტესტების სრული შინაარსი, სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერით დადასტურებული, წარედგინება უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს აკადემიური მიმართულებით და მისი პასუხისმგებლობით განთავსდება თსსუ-ის ვებგვერდზე სასესიო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. საგამოცდო ტესტების არაუმეტეს 20%-ისა, სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობით, ყოველ სასესიო პერიოდში ექვემდებარება განახლებას. განახლებული/დამატებული ტესტების სრული შინაარსი სტუდენტისათვის ცნობილი არ არის. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014სასწავლო წლიდან 20.02.2017, N24/4).
ბ) თუ ტესტების რაოდენობა 500-დან 1000-მდეა, საგამოცდო შეკითხვების ჩამონათვალი, სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერით დადასტურებული, წარედგინება უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს აკადემიური მიმართულებით და მისი პასუხისმგებლობით განთავსდება თსსუ-ის ვებგვერდზე სასესიო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. (11.02.2013, N24/2 -
ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან 20.02.2017, N24/4).
251. ა) საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა მიერ გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში გამოცდის ტესტური ფორმით ჩატარების შემთხვევაში საგამოცდო საკითხების და ქვესაკითხების ჩამონათვალი სტუდენტისათვის ცნობილი და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული უნდა იყოს სასესიო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან 20.02.2017, NN24/4). ( 28.02.2022, N 24/10)
ბ) საგამოცდო საკითხების და ქვესაკითხების ჩამონათვალი, სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერით დადასტურებული, წარედგინება უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს და მისი პასუხისმგებლობით განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე წინამდებარე წესის პ. 25.1-ით განსაზღვრულ ვადაში. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან 20.02.2017, N24/4).
გ) საგამოცდო საკითხების და ქვესაკითხების შინაარსობრივ შესაბამისობაზე მოდულის/სასწავლო კურსის სილაბუსთან და გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში წარდგენილ საგამოცდო ტესტებთან პასუხისმგებელია სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან 20.02.2017, N24/4; 06/11/2020 წ; N24/7).
დ) საგამოცდო საკითხების და ქვესაკითხების შესაბამისად შედგენილი საგამოცდო ტესტების სრული შინაარსი სტუდენტისათვის ცნობილი არ არის. აღნიშნულზე პასუხისმგებელია სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრის დირექტორი. სასწავლო დეპარტამენტი უფლებამოსილია ყოველ სასესიო პერიოდში განაახლოს გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში წარდგენილი საგამოცდო ტესტები. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან 20.02.2017 N24/4).
ე) გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს საგამოცდო ტესტები ამ წესის დანართი 2ის შესაბამისად წარედგინება გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა. (11.02.2013, N24/2 - ამოქმედდეს 2013/2014 სასწავლო წლიდან 20.02.2017, N24/4).
26. საგამოცდო დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებელია დეპარტამენტის ხელმძღვანელი. (20.02.2017, N24/4).
27. დამამთავრებელი გამოცდის საგამოცდო ნაშრომები გამოცდის დასრულების შემდეგ გადაეცემა შესაბამის დეკანატს. სტუდენტის მიერ დიპლომის (მისი დანართითურთ) მიღების შემდგომ იგი ინახება სტუდენტის/კურსდამთავრებულის პირად საქმეში და კანონით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
28. საგამოცდო უწყისის სათანადოდ შევსებული და გაფორმებული ერთი ეგზემპლარი გამოცდის დამთავრებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ბარდება დეკანატს და ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით მეორე ეგზემპლარი სტუდენტთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის დასრულებამდე და დიპლომის (მისი დანართითურთ) მიღებამდე ინახება დეპარტამენტში შემდგომ უწყისები უნდა განადგურდეს სათანადო აქტის გაფორმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
29. საგამოცდო უწყისების და გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის გაფორმების/წარმოების გადამოწმების მიზნით შესაძლებელია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე რექტორის ბრძანებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. (20.02.2017, N24/4).
30. სამუშაო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს შესამოწმებელი დეპარტამენტის შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური ან დამხმარე პერსონალი. (20.02.2017, N24/4).
31. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საგამოცდო უწყისებს, გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
32. სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგი დეპარტამენტის მიერ დეკანატში უწყისის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 48 საათისა განთავსდება სტუდენტთა მონაცემების ელექტრონულ ბაზაში.
33. ცვლილებები და დამატებები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტის მიღწევების შეფასების წესში განხორციელდება კანონით გათვალისწინებული წესით აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
გარდამავალი დებულებანი
ამ წესის პ. 32 ძალაში შედის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მონაცემების ელექტრონული ბაზის სრულად ამოქმედების შემდეგ.
დანართი 1. (ამოღებულია; 20.02.2017, N24/4).
დანართი 2 (20.02.2017, N24/4)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში საგამოცდო ტესტების წარდგენის ვადებისა და ფორმის შესახებ
- საგამოცდო ტესტები გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს წარედგინება გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა,
- ტესტები უნდა აიკრიფოს ქართული უნიკოდით, 1 ინტერვალით, ფორმატირების გარეშე,
- ტესტის შეკითხვა აღინიშნება 4 დახრილი ხაზით - \\\\
- ტესტის არასწორი პასუხი აღინიშნება 3 დახრილი ხაზით - \\\
- ტესტის სწორი პასუხი აღინიშნება 2 დახრილი ხაზით - \\
- ტესტის პასუხების რაოდენობა - 4-5,
- დახრილი ხაზები ტექსტიდან გამოიყოფა 2 ცარიელი სივრცით (Spacebar-ით),
- ტესტებს შორის გამოტოვებული უნდა იყოს 1 ცარიელი სტრიქონი (Enter-ით),
- ტექსტი არ უნდა შეიცავდეს ბერძნული ანბანის სიმბოლოებს (α, β, γ და ა. შ.).
11.02.2013, N24/2,
20.02.2017, N24/4,
25.01.2018, N24/4,
17.10.2018, N24/2,
18.01.2019, N24/3,
06.11.2020, N24/7,
28.02.2022, N 24/10
17.05.23, N 24/11