კონსოლიდირებული 

        (02.07.2025წ; N23/6)

                                                    დამტკიცებულია

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს 2019 წლის 08 მაისის N24/6 დადგენილებით

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტიორი (Visiting Professor)

 და მოწვეული (Invited Professor) პროფესორის სტატუსის მინიჭებისა და მკვლევარი პროფესორის დანიშვნის წესი


1.     ვიზიტიორი პროფესორის (Visiting Professor) სტატუსი ენიჭება უცხო ქვეყნის მოქალაქე პროფესორს ან დოქტორს, რომელიც დასაქმებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო ცენტრში, ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან ემერიტუსს, და მოწვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურებით, წაიკითხავს ლექციას (ლექციებს) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური წლის განმავლობაში რეგულარულად. ვიზიტიორი პროფესორი ჩართული უნდა იყოს თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში. ვიზიტიორ პროფესორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა არ უნდა შეადგენდეს ერთ წელზე ნაკლებს. ვიზიტიორი პროფესორი, უფლებამოსილია შეიმუშაოს არჩევითი საგნის სილაბუსი. (02.10.2019 N24/1)

 2.   ვიზიტიორი პროფესორის (Visiting Professor) სტატუსს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს (პროფესორს ან დოქტორს), რომელიც დასაქმებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო ცენტრში ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან ემერიტუსს, ანიჭებს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭო,  ფაკულტეტის  საბჭოს  წარდგინების  საფუძველზე, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. (02.10.2019 N24/1)

 3.  მოწვეულმა პროფესორმა (Invited Professor) ლექცია (ლექციები) შეიძლება წაიკითხოს საკუთარი ინიციატივით, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ასევე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით. მოწვეული პროფესორის სტატუსის მინიჭება ხდება წინამდებარე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად. (02.10.2019 N24/1)

 4.     წინამდებარე წესის პირველი და მესამე პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, უქმდება როგორც ვიზიტიორი, ასევე მოწვეული პროფესორის სტატუსი. (02.10.2019 N24/1)

 5.  ვიზიტიორი და მოწვეული პროფესორის სტატუსის გაუქმების შესახებ წინადადებას თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო(02.10.2019 N24/1)

5-1. 1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უფლებამოსილია სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების მაღალხარისხოვნად წარმართვისათვის, სასწავლო და სამეცნიერო მუშაობაში ჩართოს მკვლევარი პროფესორი.

2.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მკვლევარი პროფესორის პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს აკადემიური დოქტორი,, რომელიც უცხოეთის რეიტინგულ სამედიცინო დაწესებულებებში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.

3.მკვლევარი პროფესორის პოზიციაზე კონკრეტული პირის დანიშვნის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც უნივერსიტეტი, ასევე, შეიძლება ინიციატივა ეკუთვნოდეს უშუალოდ თსსუ-ში დასაქმების მსურველ პირს.

4. მკვლევარი პროფესორის პოზიციაზე დასაქმების მსურველმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, უნდა წარმოადგინოს იმ დაწესებულების თანხმობა, სადაც ეს პირია დასაქმებული. 5.მკვლევარი პროფესორის მოვალეობებს შეადგენს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც: ა)დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი კვლევის ჩატარება: ა.ა)ორიგინალური კვლევითი პროექტების დაგეგმვა, შესრულება და მართვა; ა.ბ)თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო კვლევით ჯგუფებთან დისტანციურად. ბ) თსსუ-ის სახელით/თანამონაწილეობით შედეგების გამოქვეყნება და წარდგენა: აკადემიური სტატიების, სამეცნიერო მასალების ავტორობა და თანაავტორობა. გ)დოქტორანტების თანახელმძღვანელობა: გ.ა)დისტანციურად სადოქტორო კველევითი პროექტების თანახელმძღვანელობა; გ.ბ)აკადემიური და კარიერული კონსულტაციის გაწევა ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით. დ) სასწავლო კურსების შექმნა და სწავლება. 6.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ აუნაზღაუროს მკვლევარ პროფესორს მგზავრობის და/ან ცხოვრების ხარჯები და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუნაზღაუროს ასევე, შესრულებული საკონტაქტო საათების ღირებულება. (02.07.2025წ; N23/6)

 

6. წინამდებარე წესი ძალაშია მიღებისთანავე.

 7.    )    წინამდებარე   წესის   მე-4   პუნქტის   მოქმედება   ვრცელდება   იმ      მოწვეულ პროფესორებზეც, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭა ამ წესის ამოქმედებამდე.

) წინამდებარე ცვლილებების ძალაში შესვლამდე ყველა მოწვეული (სტუმარი) პროფესორი განიხილება, როგორს მოწვეული პროფესორის სტატუსის მქონე. (02.10.2019 N24/1)

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამ წესის ამოქმედებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსის მინიჭების მარეგულირებელი ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (02.10.2019 N24/1)