პროგრამის

სახელწოდება

პედიატრიული რეაბილიტაცია

პროგრამის ხელმძღვანელები

თსსუ-ის კლინიკურ მეცნიერებათა მიმართულების სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინისდეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზეინაბ სოფრომაძე,

თსსუ-ის პროფესორი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ირმა მანჯავიძე

მისანიჭებელი

კვალიფიკაცია

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა

კრედიტებით

120 ECTS კრედიტი

სწავლების ენა

ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია

სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების

სფეროს განსაზღვრაზე

მიზანს წარმოადგენს ისეთი კადრების მომზადება, რომელებიც აღჭურვილნი იქნებიან ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციისათვის საჭირო ცოდნითა და ახალი პროფესიული უნარ–ჩვევებით, რათა მათ შეძლონ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიცოცხლის ხარისხის ამაღლება, ეროვნული და საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების საფუძველზე კვალიფიციური სპეციალიტის მომზადება სარეაბილიტაციო, სპორტული და სამედიცინო ცენტრებისათვის.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის მიმართულებთ, ასევე მედიცინის მიმართულებაში;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;

გ) შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა შედგება ტესტირებული გამოცდისაგან

სპეციალობაში „პედიატრიული რეაბილიტაცია“და უცხოური ენის (ინგლისური ენა) ფლობის დონის დასადგენი ტესტირებისაგან (B2).

სწავლის შედეგი

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს დარგის მიმართულებით ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი,    ორიგინალური    იდეების    შემუშავების                საშუალებას,         აცნობიერებს

ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს.

 

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ შეუძლია: უნარი

·     ყოველი კონკრეტული შემთხვევის ირგვლივ გუნდურ განხილვაში მონაწილეობა, ახალი მიდგომების გამოყენება სხვადასხვა მანიპულაციების დანიშნულების მიხედვით ჩატარება, კვლევის განხორციელება უახლესი მეთოდოლოგიით;

·     მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების გამოყენებით კრიტიკული ანალიზი, დასკვნების ჩამოყალიბება. სხვადასხვა შემთხვევებთან დაკავშირებით ახალი მოსაზრებების ჩამოყალიბება;

·     წერილობითი და ზეპირი ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება და გაცემა სათანადო ფორმატით; კომუნიკაცია პროფესიული და კვლევითი საქმიანობის დროს.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

·     სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრულად გამოყენება, სხვადასხვა წაყროებიდან ინფორმაციის მოპოვება, სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიება და სტრატეგიულად დაგეგმვა;

·     პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკებების წარმართვა და კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა, სამართლიანობის და ტოლერანტობის პრინციპების გათვალისწინებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

·      ლექციები

·      სემინარები, კოლოქვიუმი, დისკუსიები

·       შემთხვევების გარჩევა (Case-study)

·      თეზისების მომზადება/პრეზენტაცია

·     მონაწილეობა შემოვლებში, კლინიკურ გარჩევებში, კლინიკურ კონფერენციებში

·      გუნდური მუშაობა შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში

·      ტესტირება

·       გამოცდა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის/მაგისტრანტის მიერ გაწეული შრომის შეფასება თვალისწინებს:

ა) შუალედურ შეფასებას (სტუდენტის შესასრულებელი ყველა სავალდებულო კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის შესაბამისად);

 ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას. სასწავლოკურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, საიდანაც დასკვნითი გამოცდის მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 40 ქულა.

შეფასების მეთოდებიდან ძირითადად გამოიყენება: ტესტური, კოლოქვიუმი, ზეპირი ან კომბინირებული შემაჯამებელი გამოცდა. არსებობს ხუთი სახის დადებითი და ორი სახის უარყოფითი შეფასება.

დადებითი შეფასებებია:

ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასება 91-100 ქულა;

ბ) (B) ძალიანკარგი - მაქსიმალური შეფასება 81-ქულა;

 

გ) (C) კარგი - მაქსიმალურიშეფასება 71-80 ქულა;

დ) (D)დამაკმაყოფილებელი-მაქსიმალურიშეფასება61-70ქულა; ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასება 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებებია:

ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასება 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

ბ) (F) ჩაიჭრა-მაქსიმალური შეფასება 40 ქულა და ნაკლები, რაცნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.თანაფარდობა შეფასების სხვადასხვა კომპონენტს შორის განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის შემადგენელი ცალკეული სასწავლო კურსის სილაბუსით. საბოლოო შეფასებაში (შუალედური და საგამოცდო შეფასებათა ჯამი) გამოცდის წილი არ აღემატება 40%.

მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.
საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმებით, 100 - ქულიანი სისტემით ხდება, აგრეთვე, პრაქტიკის, სამაგისტრო ან/და სხვა სახის ნაშრომებისშეფასებაც.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით.

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:

91-100ქულა – საუკეთესო ნაშრომი,

81-90ქულა – ძალიანკარგინაშრომი,

71-80ქულა –კარგინაშრომი,

61-70ქულა – საშუალოდონისნაშრომი,

51-60ქულა – დამაკმაყოფილებელინაშრომი,

        0-50ქულა – არადამაკმაყოფილებელინაშრომი.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა და სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის 51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

სამაგისტრო ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს ორჯერ, სასწავლო კომპონენტის შენახვით.


სასწავლო  გეგმა სემესტრების მიხედვით

 

 

სწავლების პირველი წელი

სემესტრი/კრედიტები

საათები

საკონტაქტო/დამოუკიდებელი მუშაობისათვის

N

სილაბუსების დასახელება

I სემესტრი/

 

1.1.

ექიმის პაციენტთან და მშობელთან ურთიერთობის სამართლებრივი და ბიოეთიკური

საფუძვლები

 

5 კრედიტი

 

50/100

1.2.

ინფორმაციული ტექნოლოგიები პედიატრიაში,

საძიებო სისტემების

გამოყენება კვლევაში

3 კრედიტი

30/60

1.3.

პროფესიული სამედიცინო

ინგლისური

3 კრედიტი

30/60

1.4.

ნერვული სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები ბავშვებში სარეაბილიტაციო მულტიდისციპლინური მიდგომები

 

8 კრედიტი

 

80/160

1.5.

რეაბილიტაციის პრინციპები და მეთოდები

 

5 კრედიტი

 

50/100

1.6.

კინეზოთერაპული, მექანოთერაპიული და აქვათერაპიული მკურნალობის მეთოდების

გამოყენება

4 კრედიტი

40/80

                                                          არჩევითი საგნები I სემესტრი

1.7.

პედიატრიული სტაციონარი. დაავადებათა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები შეზღუდული

შესაძლებლობის მქონის სტატუსის განსაზღვრისათვის

 

 

2 კრედიტი

 

 

20/40

1.8.

ბავშვის ზრდა - განვითარების და ქცევის დარღვევები

2 კრედიტი

20/40

1.9.

სამედიცინო გენეტიკა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონის სტატუსის განმსაზღვრელი მემკვიდრული პათოლოგიები

ბავშვთა ასაკში

 

2 კრედიტი

 

20/40

N

სილაბუსების დასახელება

IIსემესტრი

 

 

2.1.

მეცნიერული კვლევის მეთოდები, ბიოსტატისტიკის

პრინციპები

 

4 კრედიტი

 

40/80

2.2.

ჯანდაცვის ორგანიზაცია შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სამედიცინო

პროგრამების მოცულობა.სოციალური დახმარების დანიშვნის კრიტერიუმები;

4 კრედიტი

40/80

2.3.

კორექციული  ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

5 კრედიტი

 

50/100

2.4.

სამედიცინო რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთა სხვადასხვა

დაავადებების დროს

 

11 კრედიტი

 

110/220

2.5.

კვების თავისებურებები, დარღვევები და კორექციულ – სარეაბილიტაციო პროგრამები

 

2 კრედიტი

20/40

2.6.

პროფესიული სამედიცინო ინგლისური

2 კრედიტი

20/40

                                                          არჩევითი საგნები II სემესტრი

2.7.

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის განმსაზღვრელი

ენდოკრინული პათოლოგიები

 

2 კრედიტი

 

20/40

2.8.

ბავშვთა ქირურგიული პათოლოგიების, ტრავმის შემდგომი მდგომარეობის მართვა და რეაბილიტაცია

 

2 კრედიტი

 

20/40

2.9.

ტოლერანტობა, მრავალფეროვნება

2 კრედიტი

30/60

N

სილაბუსების დასახელება

III სემესტრი/

 

3.1.

ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო

რეაბილიტაციის ჩატარების ფორმები და მათი ფუნქციური

სინჯებით შეფასების მეთოდები

5 კრედიტი

50/100

3.2.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სამედიცინო მომსახურების თავისებურებანი

პირველადი ჯანდაცვის

სისტემაში

 

6 კრედიტი

 

60/120

3.3.

სმენის დაქვეითებისა და თანდაყოლილი სიყრუის განვითარების მიზეზები, მართვა, საკორექციო სარეაბილიტაციო

ღონისძიებები და პროგრამები

 

2 კრედიტი

 

20/40

3.4.

მხედველობის დაქვეითებისა და

სიბრმავის მიზეზები სამედიცინო - სარეაბილიტაციო

ღონისძიებები

2 კრედიტი

20/40

3.5.

პირის ღრუს თანდაყოლილი და ტრავმული დაზიანებების კორექცია

და რეაბილიტაცია.

2 კრედიტი

20/40

3.6.

ბავშვთა და მოზარდთა სპორტული

ტრავმების რეაბილიტაცია

5 კრედიტი

50/100

3.7.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაცია – მულტიდისციპლინური

მიდგომა

6 კრედიტი

60/120

არჩევითი საგნები III სემესტრი

3.8.

კორექციული ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის პრინციპები

2 კრედიტი

20/40

3.9.

ბავშვთა ჰემატოლოგური პათოლოგიები. ჩვენებები შეზღუდული შესაძლებლობის

მქონის სტატუსისათვის

 

2 კრედიტი

 

20/40

IV სემესტრი

 

სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა

30 კრედიტი

300/600

 

სულ  სამაგისტრო პროგრამის

სწავლების ორივე წელს

 

120 კრედიტი