ფაკულტეტი

ფარმაცია

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა –ფარმაციის მენეჯმენტი

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი

ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრი

საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)

ასისტენტ-პროფესორი ნანა (ნანული) დუღაშვილი

პროგრამის მოცულობა

120 ECTS კრედიტი

სწავლების ენა

ქართულi

პროგრამის მიზნები

პროგრამა მიზნად ისახავს :

1.    კურსდამთავრებულთა აღჭურვას ღრმა და სისტემური ცოდნით:

1.1. ფარმაციაში მენეჯმენტის მეთოდებისა და მართვის სისტემების შესახებ;

1.2. ფარმაციაში კონკურენტუნარიანი მარკეტინგული სტრატეგიისა და ტაქტიკის,   მარკეტინგული კვლევის შესახებ;

1.3. ფარმაცევტული ბიზნესის, ფინანსების საფუძვლების და ფარმაკოეკონომიკის შესახებ;    

2.    მაღალი კვალიფიკაციის  „ფარმაციის მენეჯმენტის“ მაგისტრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ:

2.1. მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობები: ფარმაცევტული პროდუქციის მომარაგების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების, მატერიალური, სასაქონლო-ფინანსური რესურსებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების, რაციონალური ფარმაკოთერაპიის შესახებ მაღალკვალიფიციური კონსულტაციის მართვა და ზედამხედველობა;

2.2. კონკურენტუნარიანი მარკეტინგული საქმიანობის განხორციელება ფარმაცევტული საქმიანობის ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება, დისტრიბუცია, აფთიაქი, იმპორტი, ხარისხის კონტროლი, ლოჯისტიკა,   ფარმაკოეკონომიკური მიმართულებით საქმიანობა;

2.3.   თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი მიდგომების გამოყენებით, ფარმაციის სისტემაზე/ორგანიზაციაზე მოქმედი გარე და შიდა გამოწვევების კვლევა, ადმინისტრირება და მიღებული შედეგების კრიტიკულ ანალიზი, დასაბუთებული დასკვნების გაკეთებაკომუნიკაცია აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ ან/ ინგლისურ ენაზე, ლიბერალური ღირებულების შეფასება, მათ დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღება. პროფესიულ საქმიანობაში კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი იდეების გენერირება და გზების ძიება;

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/-ები

პროგრამაზე დაშვება რეგულირდება  საქართველოს კანონ­მდე­ბლობით დად­გენილი წესისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით  მაგისტრატურის  შესახებ (თსსუ-ის აკადემიური საბჭოს  დადგენილებები: №24/5, 7.05.2012, №24/3, 15.05.2017): 

-  მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს;

-  სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის (A ტესტი) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი გამოცდების ჩაბარება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (50%+1-იანი ზღვარის გადალახვით).

-      უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადალახეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდაში;

-      მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება წინასწარ გამოცხადებული მისაღები კონტიგენტის ფარგლებში, კონკურსის წესით.

მობილობის წესით დაშვება ხდება საქართველოს კანონმდებლობით და თსსუ-ის რეგულაციების შესაბამისად.

პროგრამის მოკლე აღწერა

სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებს.

პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია ანუ  4 სემესტრი. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს:

ძირითად სასწავლო კურსები – 60 კრედიტი;

პროფესიული პრაქტიკა -18 კრედიტი;

არჩევით სასწავლო კურსები -12 კრედიტი;

სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი.

მეოთხე სემესტრი სრულად ეთმობა კვლევით კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრანტის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევას შესაბამისი მიმართულებით, რომლის შედეგებიც აისახება სამაგისტრო ნაშრომში.

ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრს შეუძლია  დასაქმდეს შესაბამისი კომპეტენციით ან სწავლა გააგრძელოს განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.  

სტუდენტის მიღწევების  შეფასების სისტემა

სტუდენტთა მიღწევების შეფასება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N 3 ბრძანების შესაბამისად.

უნივერსიტეტში მოქმედებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS), რომელიც არის სწავლის შედეგებზე, სასწავლო პროცესის გამჭვირვალობაზე დაფუძნებული და სტუდენტზე ორიენტირებული სისტემა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სასწავლო ერთეულების დაგეგმვას, განხორციელებას, შეფასებას/ცნობას, აგრეთვე სტუდენტთა მობილობას.

შეფასების კომპონენტებია შუალედური შეფასება და დასკვნითი შეფასება, მათი ჯამი განსაზღვრავს სტუდენტის საბოლოო შეფასებას. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რაც წარმოადგენს შუალედური შეფასებების (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 31 ქულა) და დასკვნითი შეფასების ჯამ. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური დადებითი შეფასების ჯამით შეიძლება დაუგროვდეს 51 ქულა.

სტუდენტის მიერ გაწეული შრომის შეფასება ითვალისწინებს:

ა) შუალედურ შეფასებას, რაც წარმოადგენს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ცოდნის შეფასების მეთოდების/ნაწილების (სტუდენტთა ყოველკვირეული/ ყოველდღიური მიმდინარე აკადემიური, პრაქტიკული აქტივობები, პრეზენტაცია/ები, კოლოკვიუმ(ებ) და სხვ.) მიხედვით მიღებულ ქულათა ჯამს და განისაზღვრება 0-60 ქულით.

ბ)დასკვნითი გამოცდის შეფასებას. სასწავლო კურსის  მაქსიმალური შეფასების 100 ქულიდან დასკვნითი გამოცდის  მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 0-40 ქულა.

შეფასების სისტემით დაშვებულია ხუთი სახის დადებითი და ორი სახის უარყოფითი  შეფასება.

Ø დადებითი შეფასებებია:

(A) ფრიადი 91-100 ქულა,

(B) ძალიან კარგი 81-90 ქულა,

(C) კარგი 71-80 ქულა,

(D) დამაკმაყოფილებელი 61-70 ქულა,

(E) საკმარისი 51-60 ქულა.

Ø უარყოფითი შეფასებებია:

(FX) ვერ ჩააბარა 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი ხელახლა აქვს შესასწავლი.

ცალკეულ სასწავლო კურსში სტუდენტის მიღწევების შეფასებისათვის  დადგენილი დამატებითი მოთხოვნები დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსში და ცნობილია სტუდენტებისათვის.

 

 

 

 

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

ü  იცის ფარმაცევტული ეთიკის,  ანალიტიკური წერის, დარგობრივი ინგლისური ენის, ფარმაცევტული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის, ფარმაციის პოლიტიკის, FIPის რეკომენდაციების სათანადო (კარგი) ფარმაცევტული პრაქტიკების, CAPA (ხარისხის პროცესების პრევენცია და კორექცია) სისტემის საშუალებით წარმოების, დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ეტაპებზე სამკურნალო საშუალებების უსააფრთხოობის, ეფექტურობისა და ხარისხის გადაჭრის გზების შესახებ;

ü  იცის მენეჯმენტის მეთოდების, მართვის სისტემებისა და  მარკეტინგული საქმიანობის სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ; ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ფარმაცევტული საქმიანობის ეფექტური მართვის, მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციების: გუნდური მუშაობის, ლიდერობის, გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და განხორციელების პროცესის, პროექტების, ლოჯისტიკის მართვის, რისკებისა და  შესაძლებლობების, ინფორმაციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი დახასიათების და სტატისტიკური დამუშავების შესახებ; ფარმაკოეკონომიკური კვლევის მეთოდების, ფარმაცევტული ბიზნესის ორგანიზაციის შესახებ; ფასწარმოქმნის სპეციფიკური სტრატეგიების, ფარმაცვეტული და სამედიცინო პროდუქციის ექსპერტიზის მართვის; ფარმაცევტული ზრუნვის მართვისა და ზედამხედველობის; ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ;

ü  იცის და აცნობიერებს დარგის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტის მიმართულებების  შეფასების მნიშვნელობას, ახალი  იდეების სიღრმისეულად შესწავლის მნიშვნელობას, სათანადო ქმედითი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.

უნარი

შეუძლია:

ü  მატერიალური, სასაქონლო, ფინანსური, ადამიანური რესურსებისხარისხის, ოპერაციული სისტემების, რისკების ეფექტური  მართვა, ფარმაცევტული დაწესებულებების  მართვა და ზედამხედველობა; სააფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმების შემუშავება; რაციონალური ფარმაკოთერაპიის შესახებ მაღალკვალიფიციური კონსულტაციის მართვა და ზედამხედველობა;

ü  მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრა, მარკეტინგული კვლევების განხორციელება  და კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასითებლების სტატისტიკური დამუშავება;

ü  ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრა და პროგნოზირებაბიზნეს-გეგმის შემუშავება; სტრატეგიული დაგეგმვაფინანსურ გათვლების წარმოება. ფარმაკოეკონომიკური კვლევების ჩატარება;

ü  ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, ფარმაცევტული სტრუქტურების, ფარმაცევტული პროდუქტის, ფარმაცევტული ბაზრის კვლევებში მიღებული შედეგების მონაცემების სტატისტიკური დამუშავება, კრიტიკული  ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი და  დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;

ü  ფარმაციის პოლიტიკის, კარგი ფარმაცევტული პრაქტიკების, ხარისხის სისტემის, ფარმაცევტული ზრუნვის, ფარმაკოზედამხედველობის, ფარმაკოეკონომიკური, მენეჯმენტის, მარკეტინგის მიმართულებით განხორციელებული კვლევის შედეგების შესახებ პროფესიულ საზოგადოებასთან და მომხმარებელთან ინფორმაციის მიწოდება და დისკუსია ქართულ/ან ინგლისურ ენაზე, ეთიკისა და თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიმართულებებით ახალი ცოდნის შექმნა და გავრცელება;

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

ü  ფარმაცევტული საქმიანობის ეფექტური მენეჯმენტის პროცესში, უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, საკუთარი ადგილის, როლისა და პასუხისმგებლობის გააზრებით, სხვების დამოკიდებულებების შეფასება და პროფესიულ საქმიანობაში ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა;

ü  საკუთარი ცოდნისა და უნარების ობიექტური  შეფასების საფუძველზე, შეუძლია სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება, პროფესიული განვითარების მიზნით, სწავლის საჭიროების განსაზღვრა და, დამოუკიდებლად,  მისი სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვა და განხორციელება.

 კურსდამთავრებულთა

დასაქმების სფეროები

ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრს შეუძლია მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების საფუძველზე კომპეტენციის ფარგლებში დასაქმდეს:

ü  აფთიაქში;

ü  ფარმაცევტულ საწარმოში;

ü  წამლის ხარისხის კონტროლის და ქიმიურ–ტოქსიკოლოგიურ ანალიზის ლაბორატორიაში; 

ü  ქიმიური რეაქტივებისა და სამედიცინო ტექნიკის სარეალიზაციო დაწესებულებაში;

ü  სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ბიუროში;

ü  პროფილურ ადმინისტრაციულ-მარეგულირებელ, სამეცნიერო–კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

 

სამაგისტრო პროგრამა ფარმაციის მენეჯმენტის კურიკულუმი

    

#

კომპონენტები

 

კრედიტების რაოდენობა

საათები

კრედიტების განაწილება სემესტრების მიხედვით

მათ შორის

I  

II

III

IV

საკონტაქტო

დამოუკიდებელი სამუშაო

                                              ძირითადი

 

1

ანალიტიკური წერა

2

24

36

2

 

 

 

2

საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში

2

24

36

2

 

 

 

3

სოციალური ფარმაცია (ფარმაცევტული საქმიანობის რეგულაციები და საერთაშორისო სტანდარტები)

6

72

108

6

 

 

 

4

ფარმაცევტული ზრუნვის მართვა და ზედამხედველობა

3

36

54

3

 

 

 

5

ფარმაცევტული ინფორმაციის მართვა წამლის მიმოქცევასა და ფარმაცევტულ ზრუნვაში

3

36

54

3

 

 

 

6

ორგანიზაციული ქცევა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ფარმაცევტულ დაწესებულებებში

4

48

72

4

 

 

 

7

სტატისტიკა და კვლევის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები

3

36

54

3

 

 

 

8

დარგობრივი ინგლისური

3

36

54

3

 

 

 

9

პროექტების დაგეგმვა და მართვა

2

24

36

  

  

2

 

 

10

სტრატეგიული მენეჯმენტი

2

24

36

  

2

 

 

11

ფარმაციის მარკეტინგი და საერთაშორისო ბაზარი

2

24

36

  

2

 

 

12

ფარმაცევტული ხარისხის მენეჯმენტი

4

48

72

 

4

 

 

13

სტრატეგიული მარკეტინგი და საოპერაციო  საქმიანობის  ორგანიზება

4

36

54

 

4

 

 

14

ფარმაკოეკონომიკა

3

36

54

 

3

 

 

15

ფარმაცევტული საწარმოს მენეჯმენტი

2

24

36

 

2

 

 

16

პრაქტიკა   1 (აფთიაქი)

5

60

90

 

5

 

 

17

პრაქტიკა   2(საწარმო)

5

60

90

 

4

 

 

18

ფარმაცევტული ბიზნესის ფინანსური საფუძვლები

6

72

108

 

 

6

 

19

მარკეტინგული კვლევა და ფარმაცევტული ბაზარი

3

48

72

 

 

3

 

20

ლოჯისტიკის მართვა

2

24

36

 

 

2

 

21

რისკების მენეჯმენტი

2

24

36

  

 

2

 

22

ოპერაციული მართვის სისტემები ფარმაციაში

2

24

36

  

 

2

 

23

პრაქტიკა 3  (აფთიაქი)

4

48

72

 

 

4

 

24

პრაქტიკა 4 (ფარმაცევტული ზრუნვის მართვა და ზედამხედველობა თერაპიულ სტაციონარში)

3

36

54

 

 

3

 

25

პრაქტიკა 5 (ფარმაცევტული საქმიანობის ადმინისტრირება)

2

24

36

 

 

2

 

26

 სამაგისტრო ნაშრომი

30

360

540

  

 

 

30

  

 

 

108

1296

1944

  26

28

24

30

 

                   არჩევითი სასწავლო კურსები

12

144

  216

    4

2

6

 

 

სულ

120

1440

2160

  30

30

30

30

 

                         არჩევითი სასწავლო კურსები

 

 

 

 

 

 

 

1

წამალთა რაციონალური გამოყენება

2

24

36

 

 

 

 

2

წამალთა პოლიტიკა

2

24

36

   

 

 

 

3

სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის საფუძვლები

2

24

36

 

 

 

 

4

ფარმაცევტული პროდუქტის სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია

2

24

36

 

 

 

 

5

ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქციის ექსპერტიზის მართვა

2

24

36

 

 

 

 

6

ფარმაკოეკონომიკის პრაქტიკული ნაწილი

2

24

36

 

 

 

 

7

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა

2

24

36

 

 

 

 

8

პერსონალური გაყიდვები ფარმაციის სფეროში

2

24

36

 

 

 

 

9

ფარმაცია და დაფინანსების პოლიტიკა

2

24

36

 

 

 

 

10

ბიზნესს –ინგლისური

4

48

72

 

 

 

 

11

Principles of Ethics and Bioethics in the Management of the Pharmaceutical activity

2

24

36

 

 

 

 

12

Pharmacoeconomics and outcomes research in Pharmacy

2

24

36

 

 

 

 

 

არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების ჯამი

26