სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლის 25 ნოემბრის
არასამუშაო დღედ გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2022 წლის 23 ნოემბრის განცხადების “საბურთალოს რაიონში, 24/11 ბახტრიონის სატუმბო სადგურში აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 24/11 12:00-დან 25/11 18:00-საათამდე, წყალმომარაგების შეწყვეტის“ გათვალისწინებით,
ვბრძანებ:
1. შპს „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2022 წლის 23 ნოემბრის განცხადების “საბურთალოს რაიონში, 24/11 ბახტრიონის სატუმბო სადგურში აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24/11 12:00-დან 25/11 18:00-საათამდე, წყალმომარაგების შეწყვეტის" გამო, თსსუ-ში 2022 წლის 25 ნოემბერს სასწავლო კორპუსებში (I, III, IV, V და ადმინისტრაციული კორპუსი) შეჩერდეს სასწავლო პროცესი და გამოცხადდეს არასამუშაო დღედ, როგორც თსსუ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, ასევე, სასწავლო პროცესში ჩართული აკადემიური და დამხმარე პერსონალისა და სტუდენტებისთვის.
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თსსუ-ის საგამოცდო ცენტრზე, რომელიც მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში.
3. თსსუ-ის საგამოცდო ცენტრის სანიტარულ-ჰიგიენური კვანძების ლოკალურად წყლით უზრუნველყოფა დაევალოს თსსუ-ის ინფრასტრუქტურის სამსახურს.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
5. თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების თსსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის აპარატის უფროსს, ყველა ფაკულტეტის დეკანს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს, თსსუ-ის სტუდენტებს.