დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 

2020 წლის 09 მარტის №24/12 დადგენილებით 


საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე:

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე:

 

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულების“

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„7.ფაკულტეტის დეკანი წინამდებარე დებულების გათვალისწინებით მომზადებულ სადოქტორო კვლევის პროგრამას, ექსპერტიზისა და ეთიკური შეფასების მასალებთან ერთად, წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. დადებითი დასკვნისა და მეცნიერების მიმართულებით ვიცე-რექტორის ვიზირების შემდეგ პროგრამა დასამტკიცებლად გადაეცემა აკადემიურ საბჭოს. აკადემიური საბჭო ამტკიცებს სადოქტორო კვლევის პროგრამას და მის ხელმძღვანელს“.

 

2. მე-5 მუხლის:

1. პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. დოქტორანტურაში სწავლის ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) სემესტრით და მოიცავს 180 კრედიტს; დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს სწავლის/კვლევის პროცესის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს. შუამდგომლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ მას თან ერთვის:

 

ა) ინფორმაცია დოქტორანტის მიერ სასწავლო კომპონენტის დასრულებისა და კრედიტების მოპოვების შესახებ;

ბ) დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების ასლები, დამოწმებული სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის მიერ;

გ) შესრულებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის - სადისერტაციო ნაშრომის, ორი მესამედი მაინც.“

2. დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:


„11. ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტისათვის სემესტრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს 4 სასწავლო სემესტრისა. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება რექტორს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.“

3. მე-16 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს “შენიშვნა“.

4. დაემატოს მე-51 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. დოქტორანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

1. დოქტორანტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია თსსუ- ის წესდებით.

 

2. თსსუ-ის წესდების 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, დოქტორანტს სტატუსი შეუწყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების შემთხვევაში;

ბ) დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში.“

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.