სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – „სტომატოლოგია“
სწავლების
ენა – ქართული
აკრედიტაციის
თარიღი –
15.12.2020
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი მარინე მამალაძე
ასოცირებული პროფესორი ლია
სანოძე
საგანამათლებლო პროგრამის სახელწოდება |
სადოქტორო პროგრამა „სტომატოლოგია“ |
უმაღლესი განათლების სწავლების
საფეხური |
მესამე |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი |
სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი |
პროგრამის მოცულობა |
45 კრედიტი/არა ნაკლებ 3 წლისა |
სწავლების ენა |
ქართული |
პროგრამის მიზნები |
- სტომატოლოგიის დარგში
მოამზადოს ისეთი კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი აკადემიურიკადრი/მკვლევარი/აკადემიური
დოქტორი, რომელიც დასაქმდება უნივერსიტეტში, სამეცნიერო–კვლევით და სამკურნალო/სამედიცინო
დაწესებულებებში და სტომატოლოგიასა და მის„ქვე“სფეროებში ექნება უახლეს ინფორმაციაზე,
ტექნოლოგიურ და მეთოდოლოგიურ მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც მათ არსებული ცოდნის
გაფართოების, ახალი ცოდნის შექმნისა და ინოვაციური მეთოდების დამოუკიდებლად გამოყენების
საშუალებას მისცემს, რაც სრულად შეესაბამება სადოქტორო განათლების ზალცბურგის პრინციპებს.
- სადოქტორო პროგრამის
კურსდამთავრებულს გამოუმუშაოს სტომატოლოგიაში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და
ბიოეთიკური სტანდარტების განუხრელი დაცვით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების,
ახალი ცოდნის გენერაციაზე ორიენტირებული კვლევითი და ანალიტიკური მეთოდების/მიდგომების
გამოყენების, კრიტიკული ანალიზის და სინთეზის, პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და
ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ(ებ)ი. ყოველივე, ხელს შეუწყობს
სტომატოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო და პრევენციულ, ასევე ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი
პროექტებისა და პროგრამების შემუშავებას. - სადოქტორო პროგრამის
კურსდამთავრებული აღჭურვოს პასუხისმგებლობით და ავტონომიურობით, რაც განსაზღვრავს
მის მიერ სტომატოლოგიაში უახლეს ცოდნაზე დამყარებული კვლევითი პროექტების განხორციელების,
კვლევის შედეგების პროფესიულ და არაპროფესიულ გარემოში პრეზენტაციის, სამეცნიერო
ფორუმების მუშაობაში, მათ ორგანიზებაში/მომზადებაში მონაწილეობის, კვლევის შედეგების
პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობას. |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/–ები
|
1. დიპლომირებული სტომატოლოგის,
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 2. თსსუ-ის აკადემიური
საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო კვლევის პროგრამის არსებობა; 3. ინგლისური ენის
B2 დონის ცოდნა, რაც დასტურდება: ▪ B2, ან უფრო მაღალი
დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით (ლეგიტიმურვადიანი),
ან ▪ ინგლისურ ენაში მისაღები
გამოცდის B2 დონეზე მაინც ჩაბარებით. 4. სპეციალობაში გამოცდის
წარმატებით ჩაბარებით, რომელიც მოიცავს შემდეგს: ა) ტესტირება; ბ) ზეპირი გასაუბრება.
სადოქტორო პროგრამაზე
ჩარიცხვის წესი განისაზღვრება „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის
ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ“ დებულებით. |
სწავლების მეთოდები |
სწავლის შედეგების
მიღწევას უზრუნველყოფს სადოქტორო პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ეფუძნება
დარგში დაგროვილ გამოცდილებასა და უახლეს მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველი
ახალი სადოქტორო პროგრამის წინამორბედი პროგრამის განხორციელების შედეგად შეძენილ
გამოცდილებას, ყოფილი (კურსდამთავრებულების) და ახლანდელი დოქტორანტების, დამსაქმებლების,
სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის გამოკითხვის შედეგებს, მათ
სურვილებსა და შენიშვნებს და სწავლებაში ჩართული აკადემიური პერსონალის მოსაზრებებსა
და რჩევებს. სწავლება დაფუძნებულია სტუდენტზე/დოქტორანტზე ორიენტირებულ
მეთოდებზე, რაც, გარდა საკუთრივ კვლევითი მუშაობისა, გულისხმობს დოქტორანტის აქტიურ
ჩართვას სასწავლო პროცესში და მოიცავს მოზრდილთა სწავლების შემდეგ მეთოდოლოგიებს,
მეთოდებს, პრინციპებს და ფორმებს: ·
ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა და დამოუკიდებელი სწავლა,
·
ინტერაქტიური პრეზენტაცია, კითხვა-პასუხისა და „აზრთა კორიანტელის“
მონაკვეთებით, დისტანციური, მულტიმედიური და სხვა რესურსების გამოყენებით, ·
მუშაობა მცირე და ამოცანაზე ფოკუსირებულ ჯგუფებში, ·
შემთხვევის განხილვა, შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, ·
როლური თამაში: მაგალითად, პაციენტის, ექიმის, მკვლევარის
როლის შესრულება, ·
სიტუაციის სიმულირება/სიტუაციური თამაშები: მაგალითად, კვლევის
ეთიკის კომიტეტის სიმულირება, ·
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ან მისი ელემენტების გამოყენება,
·
ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი, ·
პროექტის მომზადება და პრეზენტაცია, ·
ანალიტიკური ნაშრომის მომზადება და პრეზენტაცია, ·
სწავლებაში მონაწილეობა: ლექციების/პრაქტიკუმების/სემინარების
და კოლოქვიუმების მომზადება და დამოუკიდებლად ჩატარება მეთვალყურეობის ქვეშ, ·
სემინარი, კოლოქვიუმი, დებატები, დისკუსია. კვლევითი კომპონენტი სწავლის შედეგების მიღწევის მნიშვნელოვანი
საშუალებაა. კერძოდ, კვლევითი საქმიანობის პროცესში დოქტორანტი: ა) განამტკიცებს სასწავლო
კომპონენტებში მონაწილეობის შედეგად გაღრმავებულ ცოდნას და კრიტიკულ ხედვას მის მიერ
არჩეულ დარგში; ბ) განამტკიცებს თანამედროვე
სამეცნიერო, პროფესიული და ეთიკური პრინციპების შესაბამისად კვლევის წარმატებით ჩატარებისათვის
აუცილებელ უნარ-ჩვევებს; გ) განამტკიცებს კომუნიკაციის
უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელი მისთვის საკუთარი ხედვისა და მიღწევების კოლეგებისა
და ფართო საზოგადოების წინაშე გარკვევით წარმოჩენისათვის; დ) განამტკიცებს პროფესიული
სტანდარტებით ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევებს პრაქტიკულ, სამეცნიერო-კვლევით, პედაგოგიურ
თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში; ე)ყალიბდება როგორც
ავტონომიური და პირად პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მკვლევარი და პედაგოგი მეცნიერებების
სფეროში. სადოქტორო პროგრამის
კვლევითი კომპონენტი განისაზღვრება ინდივიდური სადოქტორო კვლევის პროგრამით, ამ პროგრამის
შესრულების გეგმით, პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვისათვის სავალდებულო
სამეცნიერო აქტივობებით (პუბლიკაციები, მოხსენებები და სხვ.) და საკუთრივ სადისერტაციო
ნაშრომით. კვლევის ყველა პროგრამა ინდივიდურია და მის შესრულებაში ერთი დოქტორანტი
მონაწილეობს. სავალდებულო სასწავლო კურსები: 1. სადოქტორო სასწავლო
კურსი I , 2. სადოქტორო სასწავლო
კურსი I I , 3. სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა, 4. ბიოსამედიცინო მეცნიერებების
ეთიკა, 5. უმაღლესი განათლების
პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, 6. პროფესიული ინგლისური
(აკადემიური წერით), არჩევითი სასწავლო კურსები: 1. სამეცნიერო პროექტის
შედგენის მეთოდოლოგია, 2. მტკიცებითი მედიცინა
პრაქტიკაში, 3. უცხოური ენა - ფრანგული, 4. უცხოური ენა - გერმანული, 5. სადოქტორო კვლევის
შინაარსის რელევანტური სასწავლო კურსი. სასწავლო გეგმა ისეა
შედგენილი, რომ უზრუნველყოს დოქტორანტის სამიზნე კომპეტენციების ეტაპობრივი მიღწევა.
პირველ ეტაპზე დოქტორანტი შეიძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც კვლევითი სამუშაოს
ადეკვატურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, აგრეთვე სწავლის შემდგომ ეტაპებზე
გაგრძელებისთვის არის აუცილებელი. სავალდებულო სადოქტორო
სასწავლო კურსი I და II განისაზღვრება სტომატოლოგიის “ქვე“სფეროებით, რომლებიც თემატურად
და შინაარსობრივად „ფარავს“ ამ სადოქტორო პროგრამის „ქუდის“ ქვეშ შესრულებულ ნებისმიერ
პოტენციურ დისერტაციას (ანუ, „კვლევის სფერო“-ები) და, ფაქტობრივად, წარმოდგენილია
სპეციალობათა ბლოკებით. მათი ჩამონათვალი ასეთია: - ოდონტოლოგია, - პაროდონტოლოგია და
ლორწოვანი გარსის დაავადებები, - ბავშვთა და მოზარდთა
თერაპიული სტომატოლოგია, - ბავშვთა და მოზარდთა
ყბა–სახის ქირურგია და ქირურგიული სტომატოლოგია, - პირის ღრუს ქირურგია
და იმპლანტოლოგია, - ორთოპედიული სტომატოლოგია,
- ორთოდონტია, - პირის ღრუს, თავისა
და კისრის ონკოლოგია. სავალდებულო სადოქტორო სასწავლო კურსი I და II სადოქტორო კვლევის გეგმის შინაარსის და საჭიროებების შესაბამისად, განისაზღვრება სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელის მიერ, დადგენილი წესით კვლევის გეგმის წარმოდგენისას. დოქტორანტურაში პირის ჩარიცხვის შემდგომ (ანუ, მოცემული კვლევითი სამუშაოს ძირითადი შემსრულებლის - მთავარი მკვლევარის განსაზღვრის შემდგომ), კვლევის მიმდინარეობისას და მისი შედეგების შუალედური ანალიზისას შესაძლებელია სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელის
მიერ პირველადად შერჩეული სადოქტორო სასწავლო კურსების შეცვლა (სადოქტორო პროგრამით
განსაზღვრული ჩამონათვალის ფარგლებში), სადოქტორო კვლევის გეგმის არგუმენტირებული
ცვლილების შესატყვისად (თუ ასეთი რამ იქნება). სადოქტორო სასწავლო კურს(ებ)ის შინაარსი,
სწავლების კონცეფცია, შეფასების მეთოდოლოგია და სხვ. განსაზღვრულია შესაბამისი სასწავლო
კურსის სილაბუსით და ცნობილია, როგორც სადოქტორო პროგრამის
განხორციელებაში ჩართული პერსონალისათვის, ასევე, დოქტორანტებისათვის. არჩევით სასწავლო
კურსებს (10 კრედიტი), დოქტორანტურაში ჩარიცხვის შემდგომ, ირჩევს დოქტორანტი. არჩევითი
კურსის სახით სადოქტორო კვლევის შინაარსის რელევანტური სასწავლო კურსის შერჩევის
შემთხვევაში სადოქტორო პროგრამით დადგენილი ჩამონათვალის მიღმა, ამ კურსის სილაბუსი/მისი
შესაბამისობა კვლევის არსთან და სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტის მოთხოვნებთან,
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის და თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის,
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის კოორდინაციით, შეფასდება ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურში. პროგრამის სამეცნიერო
კომპონენტია კვლევითი პროგრამა, რომელსაც დოქტორანტი ასრულებს კვლევის ხელმძღვანელის
უშუალო მეთვალყურეობით და ასრულებს მას სამი წლის განმავლობაში. დოქტორანტი მონაწილეობს
ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, სადაც წარმოადგენს მის მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგებს, აქვეყნებს პუბლიკაციებს. კვლევითი კომპონენტი მოიცავს სამეცნიერო
ნაშრომის (დისერტაციის) შესრულებას და დისერტაციის დაცვას. კვლევითი კომპონენტის
შესრულების ეტაპობრიობას განსაზღვრავს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რაც დეტალურად აისახება
სადოქტორო პროგრამის შესრულების გეგმაში. სტომატოლოგიის სადოქტორო
პროგრამის სწავლის შედეგები გაზომვადი და რეალისტურია. იგი შეესაბამება სტომატოლოგიის დარგის სპეციფიკას, დამსაქმებელთა მოთხოვნებს, ითვალისწინებს პროფესიულ
დარგობრივ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის შემუშავებასა
და განვითარებაში ყველა დაინტერესული მხარის აკადემიური და მოწვეული პერსონალის, დოქტორანტების, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების ჩართულობით და დაინტერესებულ პირთათვის სწავლის
შედეგების გაცნობით. |
სწავლის შედეგები |
ცოდა და გაცნობიერება სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რომელიც
არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა,
მათ შორის, მულტი– ან/და ინტერდისციპლინურ კონტექსტში. სწავლის ან საქმიანობის სფეროს
სისტემური და კრიტიკული გააზრება. უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
ახალი კვლევითი ან ანალიტიკური მეთოდების ან/და მიდგომების შემუშავება, რომელიც ახალი
ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული (საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი
სტანდარტის დონეზე); ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი,
სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის სწორი და
ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება (კვლევასა ან/და ინოვაციაში). არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში ახალი ცოდნის დასაბუთებულად, გარკვევით
წარმოჩენისა და გადაცემის უნარი როგორც კოლეგების, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.
ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობის უნარი.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა აკადემიურ ან/და პროფესიულ კონტექსტში უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევითი
პროექტების ან/და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება ხელმძღვანელობითი,
აკადემიური ან/და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, ასევე ინოვაციურობისა
და დამოუკიდებლობის დემონსტრირებით |
კურსდამთავრებულთა დასაქმების
სფეროები |
·
სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებები, ·
საგანმანათლებლო დაწესებულებები, ·
სამედიცინო/სამკურნალო დაწესებულებები.
|
სადოქტორო პროგრამა „სტომატოლოგია“ სასწავლო
გეგმა
სასწავლო
კურსი |
სტატუსი |
კრედიტი |
საათების
რაოდენობა |
|||
საკონ-ტაქტო |
დამოუკიდებელი |
ჯამური
საათები |
||||
1.
|
სადოქტორო სასწავლო კურსი I |
სავალდე-ბულო |
5 |
50 |
100 |
150 |
2.
|
სადოქტორო სასწავლო კურსი I I |
-„- |
5 |
50 |
100 |
150 |
3.
|
სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია
და ბიოსტატისტიკა |
-„- |
7 |
70 |
140 |
210 |
4.
|
ბიოსამედიცინო მეცნიერებების
ეთიკა |
-„- |
4 |
40 |
80 |
120 |
5.
|
უმაღლესი განათლების პედაგოგიკა
და ფსიქოლოგია |
-„- |
5 |
50 |
100 |
150 |
6.
|
პროფესიული ინგლისური (აკადემიური
წერით) |
-„- |
9 |
100 |
170 |
270 |
7.
|
სამეცნიერო პროექტის შედგენის
მეთოდოლოგია |
არჩევითი |
3 |
30 |
60 |
90 |
8.
|
მტკიცებითი მედიცინა პრაქტიკაში |
-„- |
4 |
20 |
70 |
90 |
9.
|
უცხოური ენა: გერმანული /ფრანგული |
-„- |
2/2 |
20/20 |
40/40 |
60/60 |
10.
|
სადოქტორო კვლევის შინაარსის
რელევანტური სასწავლო კურსი |
-„- |
5 |
50 |
100 |
150 |
სადოქტორო
პროგრამა
„სტომატოლოგია“ სასწავლო კომპონენტის
სტრუქტურა 45კრედიტი
სასწავლო კურსი |
სტატუსი |
წინაპი-რობა |
ECTS კრედიტი |
||||||||
I სემესტრი |
II სემესტრი |
III სემესტრი |
IV სემესტრი |
V სემესტრი |
VI სემესტრი |
სულ ECTS |
|||||
1.
|
სადოქტორო
კურსი I (სკ I) |
სავალდე-ბულო |
არა |
|
5 |
|
|
|
|
5 |
|
2.
|
სადოქტორო
კურსი II(სკ II) |
სავალდე-ბულო |
(სკ
I) |
|
|
5 |
|
|
|
5 |
|
3.
|
სამეცნიერო
კვლევის მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა |
სავალდე-ბულო |
არა |
7 |
|
|
|
|
|
7 |
|
4.
|
ბიოსამედიცინო
მეცნიერებების ეთიკა |
სავალდე-ბულო |
არა |
|
4 |
|
|
|
|
4 |
|
5.
|
უმაღლესი
განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია |
სავალდე-ბულო |
არა |
|
|
5 |
|
|
|
5 |
|
6.
|
პროფესიული
ინგლისური (აკადემიური წერით) |
სავალდე-ბულო |
B2 დონე |
9 |
|
|
|
|
|
9 |
|
7.
|
სამეცნიერო
პროექტის შედგენის მეთოდოლოგია |
არჩევითი |
არა |
|
3 |
|
|
3 |
|||
8.
|
მტკიცებითი
მედიცინა პრაქტიკაში |
არჩევითი |
არა |
|
4 |
|
|
4 |
|||
9.
|
უცხოური ენა - ფრანგული |
არჩევითი |
არა |
|
2 |
|
|
2 |
|||
10.
|
უცხოური ენა - გერმანული |
არჩევითი |
არა |
|
2 |
|
|
2 |
|||
11.
|
სადოქტორო
კვლევის შინაარსის რელევანტური სასწავლო
კურსი |
არჩევითი |
(სკ
II) |
|
5 |
|
|
5 |
|||
|
სულ სასწავლო
კომპონენტი |
45 |
|||||||||
სავალდებულო |
35 |
||||||||||
არჩევითი |
10 |
||||||||||
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio