სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – „ საზოგადოებრივი ჯანდაცვა“
სწავლების
ენა – ქართული
აკრედიტაციის
თარიღი –
11.10.2019
სადოქტორო
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ლევან ბარამიძე
ასოცირებული
პროფესორი ნინო კილაძე
საგანამათლებლო პროგრამის სახელწოდება |
სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ |
უმაღლესი განათლების სწავლის საფეხური |
მესამე საფეხური |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური
დოქტორი |
პროგრამის მოცულობა |
45 კრედიტი /არა ნაკლებ 3 წლისა |
სწავლების ენა |
ქართული |
პროგრამის მიზნები |
– საზოგადოებრივი ჯანდაცვის
დარგის სისტემური გაგების მქონე აკადემიური დოქტორის (PhD) მომზადება, რომელსაც ექნება
ფუნდამენტური და სისტემური ცოდნა, სათანადო კვალიფიკაცია სამეცნიერო–კვლევითი მეთოდების
ფლობის თვალსაზრისით და კომპეტენცია ამ სფეროში წარმატებული კვლევითი/აკადემიური
მუშაობისათვის. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის
სფეროში კონკურენტუნარიანი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა რგოლში/საფეხურზე
ეფექტურად მომუშავე აკადემიური დოქტორების მომზადება, რომელნიც შეძლებენ კომპეტენტურად
შეიმუშაონ, დაგეგმონ და განახორციელონ პრევენციული და ჯანმრთელობის ხელშემწყობი,
გარემოს მედიცინის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, პროფესიული მედიცინის, ჯანდაცვის
ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის, უსაფრთხო კვების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის
პროგრამები, ასევე, მართონ კურაციული პროგრამები და სხვ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის
სადოქტორო პროგრამის სულისკვეთება ესადაგება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
მისიას და ღირებულებებს, ეხმიანება რა ადამიანის სიცოცხლის ხარისხის დაცვის და გაუმჯობესების,
სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვის და მომსახურების, ადამიანის უფლებებისა
და თავისუფლებების პატივისცემის განმსაზღვრელ პრინციპებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის
დარგში აკადემიური კადრის მომზადებისას გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობა
და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნები. პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები
ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე, ითვალისწინებს რა როგორც კურსდამთავრებულთა,
ასევე პოტენციურ დამსაქმებელთა ინტერესებს და, ასევე, სამაგიდო კვლევით დადგენილ
პროფესიულ დარგობრივ სტანდარტებს. |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/–ები
|
დოქტორანტურაში მიღების/სადოქტორო
კვლევის პროგრამაზე დაშვების წესი განისაზღვრება თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ფაკულტეტის დებულებით დოქტორანტურის შესახებ და შეესაბამება საქართველოს კანონსუმაღლესი
განათლების შესახებ. დოქტორანტურაში /სადოქტორო კვლევის პროგრამაზე დაიშვებიან საქართველოსა
და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით უმაღლესი
განათლების შესახებ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დებულებით დოქტორანტურის
შესახებ. საქართველოს მოქალაქეებისთვის
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის (ან
მომიჯნავე დეტალური სფეროს) მაგისტრის, ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული
ხარისხის ფლობა და დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში გამარჯვება. კონკურსი მოიცავს: ა)წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას; ბ)გამოცდების
წარმატებით ჩაბარებას ძირითად სპეციალობასა და უცხოურ ენაში (ინგლისურ ენაში -
B2 დონე). |
სწავლების მეთოდები |
სწავლის შედეგების
მიღწევას უზრუნველყოფს სადოქტორო პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები, რომლებიც ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო
ცოდნას. ეს გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დაგროვილი და უახლესი, მტკიცებულებებზე
დამყარებული ცოდნისა და მეთოდოლოგიის სრულ და ადეკვატურ ჩართვას სასწავლო პროცესში,
რაც უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას. სწავლება დაფუძნებულია სტუდენტზე
ორიენტირებულ მეთოდებზე, რაც, გარდა საკუთრივ კვლევითი მუშაობისა, გულისხმობს დოქტორანტის
აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში, მოიცავს პრაქტიკულ საქმიანობას (ჯგუფური მუშაობა,
სიტუაციური ანალიზი, კონკრეტული შემთხვევების გარჩევა (Casestudy), თეზისის მომზადება/პრეზენტაცია),
დისკუსიებს, ემპირიულ სწავლებას, ადვოკაციას, სემინარებსა და პროექტებს. დოქტორანტი
არის სამეცნიერო კომპონენტის უშუალო შემსრულებელი. აკადემიური აქტივობის მეთოდები
ცალ-ცალკე და მათი ერთობლიობაუზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების
მიღწევას. სადოქტორო პროგრამა
აგებულია სასწავლო კურსებისაგან/მოდულებისაგან და მოიცავს სამეცნიერო კვლევას, სტატისტიკაზე
დაფუძნებული ანალიზით, რომლის შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის.
პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა, შინაარსი, მოცულობა და სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს
პროგრამის მიზნის და იმ შედეგების მიღწევას, რაც უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა
ჩარჩოს მერვე დონის/აკადემიური განათლების მესამე საფეხურის შედეგებს შეესაბამება.
სასწავლო კურსები/მოდულები სტრუქტურირებულია უმაღლესი განათლების შესახებ კანონის
და მისი ქვემდებარე სხვა ნორმატივების ფარგლებში. სწავლების მეთოდები
შეესაბამება დოქტორანტის მომზადების თანამედროვე მეთოდოლოგიურ, მათ შორის - სპეციფიკურ
მოთხოვნებს. პროგრამა აგებულია ევროპული კრედიტ-სატრანსფერო სისტემის შესაბამისად.
სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას უზრუნველყოფს აკადემიური
აქტივობის ცალკეული მეთოდი და ამ მეთოდთა ერთობლიობა, სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო
კომპონენტის უშუალოდ დოქტორანტის მიერ შესრულებასთან ერთად. |
|
|
სწავლის შედეგები |
სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდგომ აკადემიური დოქტორ(ი)ს ფლობს/აქვს:
ცოდნა და გაცნობიერება ·
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მისი მომიჯნავე სფეროების უახლეს
მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა და ინოვაციური მეთოდების
გამოყენებით იძლევა ახალი დარგობრივი ცოდნის გენერირების საფუძველს. ღრმა და სისტემური
ცოდნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა
და მეთოდების შესახებ, მათ შორის – ინტერდისციპლინურ ფორმატში. ·
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-პრაქტიკული
ინფორმაციის სრულად, მულტიდისციპლინურად, კომპლექსურად და კრიტიკულად შეფასების კომპეტენციას.
უნარი ·
ახალი ცოდნის გენერაციასა და ტრანსლირებაზეა ორიენტირებული
ორიგინალური კვლევითი და ანალიტიკური მიდგომების შემუშავება, განხორციელება, მართვა
და დანერგვა. ·
აკადემიური კეთილსინდისიერების პრონციპების განუხრელი დაცვით
ინოვაციური, ორიგინალური დარგობრივი კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება
და მართვა; ·
ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა პრევენციის და
სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ფოკუსირებული ეპიდემიოლოგიური, საზოგადოებრივ–
ჯანდაცვითი, პროფილაქტიკური, გარემოსა და პროფესიული ფაქტორების მავნე ზემოქმედების
აცილებასა და/ან მინიმიზებაზე მიმართული დარგობრივი აკადემიური, პროფესიული, კვლევითი
აქტივობების/პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მართვა, შესაბამისი კომპლექსური
პრობლემის გადაჭრის ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება. ·
საკუთარი და/ან მისი თანამონაწილეობით ჩატარებული სამეცნიერო
კვლევის შედეგების აღწერა, სისტემატიზება, ანალიზი და გაფორმება საერთაშორისო ცირკულაციაში
არსებული სამეცნიერო ინფორმაციის სტანდარტების შესაბამისად, ასევე, სამეცნიერო კვლევის
შედეგების წარდგენა და დისკუტირება ეროვნულ და საერთაშორისო შეხვედრებზე პროფესიულ
და არაპროფესიულ საზოგადოებასთან. პასუხისმგებლობა
და ავტონომიურობა ·
ახალ პროფესიულ ღირებულებათა დამოუკიდებლად ძიება/კვლევა და
მათ დასამკვიდრებლად ახალი მეთოდების შემუშავება; ·
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კვლევის ეთიკის პრინციპების
განმარტება/ახსნა, ამ პრინციპების გამოყენება და შეფასება ინოვაციურ, დამოუკიდებელ
და სპეციფიკურ სამეცნიერო პროექტებში; ·
კოლეგებისა და საკუთარი თავის პროფესიონალიზმის, გუნდური მუშაობის
უნარის, ადამიანთაშორისი ურთიერთობების, პროფესიული კეთილსინდისიერების, ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების ღირებულებითი დაცვა და შეფასება; ·
სწავლისა და ცოდნის მუდმივი განახლება, სხვების სწავლების
დაგეგმვა და მართვა. |
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები |
·
დარგის პოლიტიკის და სტრატეგიის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი
დაწესებულებები, ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული უწყებები, ·
პროფილური და მომიჯნავე აკადემიური და კვლევითი დაწესებულებები, ·
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი , ·
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები (სამკურნალო, პროფილაქტიკური,
სარეაბილიტაციო დაწესებულებები, პირველადი ჯანდაცვის რგოლი), ·
სოციალური სამსახურები, ·
სოციოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევების სააგენტოები, ·
სადაზღვევო კომპანიები , ·
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები, ·
ჯანმო–ს და გაეროს სააგენტოების ადგილობრივი და რეგიონული
ოფისები, ·
სამედიცინო ბიზნესის ადმინისტრირება, ·
სამედიცინო სტატისტიკის ცენტრები |
სადოქტორო პროგრამა
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ სასწავლოკომპონენტის (45 კრედიტი)
№ |
სასწავლო კურსი/მოდული |
კრედიტების რაოდენობა |
ძირითადი სასწავლო კურსები |
|
|
1 |
ძირითადი სპეციალობა |
15 |
2 |
სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია ბიოსტატისტიკით |
7 |
3 |
უმაღლესი განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია |
5 |
4 |
ბიოსამედიცინო მეცნიერებების ეთიკა |
4 |
5 |
უცხოური ენა – ინგლისური (დაშვებისწინაპირობა B2 დონე)
|
10 |
ელექტიური სასწავლო კურსები |
|
|
1 |
კვლევის სპეციფიკით განსაზღვრული მომიჯნავე სპეციალობა |
2 |
2 |
სამეცნიერო პროექტის შედგენის მეთოდოლოგია |
2 |
3 |
მტკიცებითი მედიცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკაში |
2 |
4 |
მტკიცებითი მედიცინა სამედიცინო პრაქტიკაში |
2 |
5 |
აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე |
2 |
6 |
გერმანული ენა (დაშვებისწინაპირობა B2 დონე) |
2 |
7 |
ფრანგული ენა (დაშვებისწინაპირობა B2 დონე) |
2 |
8 |
რუსული ენა (დაშვებისწინაპირობა B2 დონე) |
2 |
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio