სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – „ფარმაცია“
სწავლების
ენა – ქართული
აკრედიტაციის თარიღი – 11.10.2019
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ალიოშა ბაკურიძე
საგანამათლებლო პროგრამის სახელწოდება |
სადოქტორო პროგრამა „ფარმაცია“ |
უმაღლესი განათლების სწავლების საფეხური |
მესამე |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი |
ფარმაციის აკადემიური დოქტორი |
პროგრამის მოცულობა |
45 კრედიტი /არა ნაკლებ 3 წელი |
სწავლების ენა |
ქართული |
პროგრამის მიზნები |
პროგრამის მიზანია, მოამზადოს დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი აკადემიური
კადრი/მკვლევარები უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებებისათვის,
რომელთაც ფარმაციასა და მის დეტალურ ქვესფეროებში ექნებათ უახლეს მიღწევებზე დამყარებული
ცოდნა, რომელიც არსებული ცოდნის გაფართოებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენების
საშუალებას იძლევა; კურსდამთავრებულს გამოუმუშაოს უნარი: აკადემიური კეთილსინდისიერების
დაცვით ფარმაციაში კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების; ახალი ცოდნის
შექმნაზე ორიენტირებული კვლევის და ანალიზის მეთოდებისა და მიდგომების კრიტიკული
ანალიზის, სინთეზის, შეფასებისა და შემუშავების; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და
ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების; კურსდამთავრებული აღჭურვოს პასუხისმგებლობითა
და ავტონომიურობით, ფარმაციაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევითი პროექტების,
სამეცნიერო ფორუმების მომზადების, ხელმძღვანელობისა და განხორციელებისათვის. |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/–ები
|
დოქტორანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის,
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფარმაციაში. პროგრამაზე მიღება ხორციელდება სპეციალობაში
(სადოქტორო კვლევის სფეროს შესაბამისად – ფარმაკოგნოზია, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური
ქიმია, ფარმაცევტული ტექნოლოგია, სოციალური და კლინიკური ფარმაცია, სხვ.) და ინგლისურ
ენაში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ. პროგრამაზე მოსახვედრად სავალდებულოა
დოქტორანტობის კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე. |
სწავლების მეთოდები
|
სწავლების მეთოდები შეესაბამება დოქტორანტის
მომზადების თანამედროვე მეთოდოლოგიურ, მათ შორის - სპეციფიკურ მოთხოვნებს. პროგრამა
აგებულია ევროპული კრედიტ - სატრანსფერო სისტემის შესაბამისად. სადოქტორო პროგრამით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევას უზრუნველყოფს აკადემიური აქტივობის ცალკეული
მეთოდი და ამ მეთოდთა ერთობლიობა, სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო კომპონენტის უშუალოდ
დოქტორანტის მიერ შესრულების ჩათვლით. სადოქტორო პროგრამის შემადგენელი კვლევითი
კომპონენტი და სასწავლო კურსები ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნას, რაც გულისხმობს
დარგში დაგროვილი და უახლესი, მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნისა და მეთოდოლოგიის
სრულ და ადეკვატურ ჩართვას სასწავლო პროცესში, რაც უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის
შედეგების მიღწევას. სწავლება დაფუძნებულია სტუდენტზე ორიენტირებულ მეთოდებზე, რაც,
გარდა საკუთრივ კვლევითი მუშაობისა, სადოქტორო კვლევის სფეროს შესაბამისად, ნიშნავს
დოქტორანტის აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში, მოიცავს/შეიძლება მოიცავდეს შემთხვევაზე
(CBL) და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას (PBL), თანამშრომლობით სწავლებას
(Cooperative), შემთხვევის ანალიზს (Case Study), როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დემონსტრირების
მეთოდებს, პრაქტიკულ მეთოდებს, დისკუსია-დებატებს, ჯგუფურ (Collიaborative) მუშაობას,
ინდუქციას, დედუქციას, ანალიზს და სინთეზს, ახსნაგანმარტებით მეთოდს, ქმედებაზე ორიენტირებული
სწავლებას, ელექტრონულ (E-Learning) სწავლებას და სხვ. დოქტორანტი არის კვლევითი
კომპონენტის უშუალო შემსრულებელი. |
სწავლის შედეგები |
ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის სწავლის შედეგები სრულად შეესატყვისება
დამოუკიდებელი მკვლევარისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს, ასევე, მიღებული კომპეტენციის
ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობას. კურსდამთავრებულმა
იცის: • მცენარეული, ცხოველური
და მინერალური ნედლეულის კვლევის, გადამუშავების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების
გამოყოფის, სტრუქტურის დადგენის, სტანდარტიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ინოვაციური
მეთოდები; • ტრადიციული და ახალი
თაობის წამალთფორმების დიზაინის, რეცეპტურის, ტექნოლოგიის შემუშავების, სტანდარტიზაციის
და კვლევის ინოვაციური ბიოფარმაცევტული, ტექნოლოგიური, ფარმაკოკინეტიკური ანალიზის
ინსტრუმენტული მეთოდები და სამედიცინო ბიოლოგიური ასპექტები; • ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის თანამედროვე, სპეციფიკური, მაღალეფექტური მეთოდები; კურსდამთავრებული აცნობიერებს ფარმაციაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის აუცილებლობას, რომელიც არსებული ცოდნის კრიტიკული გააზრებით, გაფართოებით, ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით მიიღწევა. უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია: • აკადემიური კეთილსინდისიერების
პრინციპების დაცვით, დამოუკიდებლად, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება ფარმაციასა
და მის დეტალურ ქვესფეროებში; ახალი კვლევისა და ანალიზის მეთოდების ან/და ტექნოლოგიების,
შემუშავება, რომელიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული; • ბუნებრივი სამკურნალო
რესურსების კვლევა, რაციონალური გადამუშავება, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების
გამოყოფა, იდენტიფიკაცია, სტანდარტიზაცია და ხარისხის უზრუნველყოფა ინოვაციური ან
ახალი მეთოდებითა და ხერხებით; • ტრადიციული წამალთფორმების უარყოფითი მხარეების
კრიტიკული ანალიზი, შეფასება და სრულყოფა, ახალი თაობის წამალთფორმების შემუშავება
და კვლევა ინოვაციური ან ახალი ტექნოლოგიების, ხერხებისა და მეთოდების გამოყენებით;
•პარამეტრების ინტერფერენციის
პროგნოზირება პოლიპრაგმაზიის დროს; წამლის კლინიკურ კვლევებში და რაციონალურ ფარმაკოთერაპიაში
მონაწილეობა; • კვლევის შედეგების დასაბუთებულად და გარკვევით
წარმოჩენა და გადაცემა კოლეგებისა და ფართო საზოგადოებისათვის. პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა • შეუძლია დამოუკიდებლად,
უახლეს მიღწევებზე ან საკუთარ ინოვაციურ კვლევებზე დამყარებული საგრანტო და სხვა
სამეცნიერო პროექტების მომზადება და წარდგენა, აგრეთვე, სხვადასხვა მასშტაბის სამეცნიერო
ფორუმების ორგანიზება. |
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები |
ფარმაციის აკადემიური
დოქტორები შესაძლოა დასაქმდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის
ფაკულტეტის პროფილურ დეპარტამენტებში და ფარმაციის მიმართულების სხვა საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, პრაქტიკულ ფარმაციაში. |
სადოქტორო პროგრამა „ფარმაცია“ სასწავლო კომპონენტის სტრუქტურა -45 კრედიტი
№ |
კურსის/მოდულისდასახელება |
კრედი ტები |
კრედიტების განაწილება სემესტრების მიხედვით |
||||||||||
I |
II |
III |
IV |
V |
VI |
||||||||
საუნივერსიტეტო
ძირითადი კურსები/მოდულები - 26 კრედიტი |
|||||||||||||
1 |
სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა |
7 |
3 |
4 |
|
|
|
|
|||||
2 |
უმაღლესი განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია |
5 |
|
|
5 |
|
|
|
|||||
3 |
ბიოსამედიცინო მეცნიერებების ეთიკა |
4 |
4 |
|
|
|
|
|
|||||
4 |
პროფესიული სამედიცინო ინგლისური ენა |
10 |
3 |
3 |
4 |
|
|
|
|||||
საუნივერსიტეტო
არჩევითი კურსები - 4 კრედიტი |
|||||||||||||
1 |
სამეცნიერო ნაშრომის შედგენის მეთოდოლოგია |
2 |
|
2 |
|
|
|
|
|||||
2 |
მტკიცებითი მედიცინა სამედიცინო პრაქტიკაში |
2 |
|
2 |
|
|
|
|
|||||
3 |
აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე |
2 |
|
|
2 |
|
|
|
|||||
4 |
გერმანული ენა |
2 |
|
2 |
|
|
|
|
|||||
5 |
ფრანგული ენა |
2 |
|
2 |
|
|
|
|
|||||
6 |
რუსული ენა |
2 |
|
2 |
|
|
|
|
|||||
პროგრამული ძირითადი
კურსი - 5 კრედიტი |
|||||||||||||
1 |
სამეცნიერო კვლევის მეთოდები ფარმაციაში |
5 |
5 |
|
|
|
|
|
|||||
პროგრამული არჩევითი
კურსები - 10 კრედიტი |
|||||||||||||
1 |
თანამედროვე ტექნოლოგიები ფარმაციაში |
10 |
10 |
|
|
|
|
|
|||||
2 |
სამკურნალო ბუნებრივი რესურსები |
10 |
10 |
|
|
|
|
|
|||||
3 |
წამლისა და ქსენობიოტიკების ანალიზის სამეცნიერო ასპექტები |
10 |
10 |
|
|
|
|
|
|||||
4 |
წამლის პოლიტიკა |
10 |
10 |
|
|
|
|
|
|||||
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio