დამტკიცებულია სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2020 წლის
23 სექტემბრის №24/2 დადგენილებით
თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ და დებულების მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა ტესტური) და უცხოურ ენაში (გამოცდის ფორმა ტესტური და გასაუბრება).“.
ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-45 პუნქტები:
„42. თსსუ-ს დოქტორანტურაში მიღების მიზნით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:
ა) გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა:
ა.ა) სპეციალობაში - 100 ქულა;
ა.ბ) უცხოურ ენაში - 100 ქულა, აქედან ტესტური კომპონენტი - 90 ქულა; გასაუბრება - 10 ქულა. ბ) საგამოცდო შეფასება დადებითია, თუ კანდიდატის მიერ მიღებული იქნება:
ბ.ა) სპეციალობაში - 60 ქულა და მეტი; ბ.ბ) უცხოურ ენაში - 60 ქულა და მეტი.
43. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენის გამოცდიდან თავისუფლდება და ენიჭება უცხოური ენის გამოცდისთვის დადგენილი მაქსიმალური შეფასება (100 ქულა) დოქტორანტურაში სწავლის მსურველი პირი, რომელიც გამოცდამდე თსსუ-ში წარმოადგენს ენების ფლობის საერთო ევროპული წესის (CEFR) შესაბამისად გაცემულ ინგლისური ენის ცოდნის შემდეგ სერთიფიკატს:
ა) TOEFL iBT - მინიმალური ზღვარი - 79 ქულა; ბ) IELTS Academic - მინიმალური ზღვარი - 6.5;
გ) Cambridge English - მინიმალური ზღვარი - 176 ქულა (სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს თსსუ-ში წარმოდგენის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატში ქულა მითითებული არ არის, მაშინ დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა
უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი Cambridge English: Advanced (CAE), ასევე, გაცემული თსსუ-ში წარმოდგენის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში.
44. თსსუ-ის დოქტორანტურაში ირიცხება კანდიდატი, რომელიც თითოეულ გამოცდაზე გადალახავს ამ მუხლის 42 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ზღვარს და რომლის მიერ მიღებული საგამოცდო ქულათა ჯამი იქნება უფრო მაღალი.
45. კანდიდატებს შორის გამოცდების შეჯამებულ ქულათა თანაბარი ოდენობის შემთხვევაში, თსსუ-ს დოქტორანტურაში პირის ჩარიცხვაზე გადაწყვეტილება მიიღება სპეციალობაში გასაუბრების შედეგად, რომელსაც ატარებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისია.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.