კონსოლიდირებული ვერსია
დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისმედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება დოქტორანტურის შესახებ (შემდგომში „დებულება“) აწესრიგებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში
„უნივერსიტეტი“) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს.
2. დოქტორანტურის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის მიხედვით სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადება, რომელიც მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
3. დოქტორანტურის მართვა და საქმიანობა ხორციელდება ამ დებულებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2. მოთხოვნები სადოქტორო კვლევის პროგრამისადმი (24/4; 20.02.2017)
1. სადოქტორო პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლებას და სამეცნიერო კვლევას, რომლის თეორიულ, ექსპერიმენტულ და კლინიკურ შედეგებს არსებითი მნიშვნელობა ექნება სამედიცინო მეცნიერებისთვის.
11. სადოქტორო კვლევის პროექტების წარდგენა თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, მათი შეფასების და აკადემიურ საბჭოზე დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს სასწავლო წლის განმავლობაში. (08.08.2020)
2. ამოღებულია. (06.07.2020)
3. სადოქტორო კვლევის პროგრამის წინასწარი განხილვა ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით ხორციელდება იმ მიმართულების (დეპარტამენტის) სხდომაზე, სადაც მომზადდა სადოქტორო კვლევის პროგრამა. პროგრამის ხელმძღვანელი უნდა იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ემერიტუსი, თსსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი. თანახელმძღვანელი შესაძლებელია იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. (24/4; 20.02.2017)
4. წინასწარი განხილვის შემდეგ ტარდება სადოქტორო კვლევის პროგრამის ექსპერტიზა. სადოქტორო კვლევის პროგრამების ექსპერტიზა გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით წარმოდგენილი სადოქტორო კვლევის პროგრამის სამეცნიერო, მეთოდური და მოსალოდნელი შედეგების თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შეფასებას, სასწავლო კომპონენტის ადეკვატურობას პროგრამის შინაარსთან. (24/4; 20.02.2017)
ა) სადოქტორო კვლევის პროგრამის 2 ეგზემპლარი ექსპერტიზისთვის გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დეპარატამენტის დასკვნა წარმოდგენილი პროგრამის განხილვის შესახებ. (24/4; 20.02.2017)
ბ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს სადოქტორო კვლევის პროგრამის შეფასებას დადგენილი წესით. (იხ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება). (24/4; 20.02.2017)
გ) ექსპერტიზის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს, რომლებსაც წარუდგენს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს, ხოლო ეს უკანასკნელი –სადოქტორო კვლევის პროგრამის ხელმძღვანელს. (24/4; 20.02.2017)
დ) დაინტერესებული პირი უფლებამოსილია შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოამზადოს და წარადგინოს სადოქტორო კვლევის პროგრამა, ან დასაბუთებული უარი განაცხადოს შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარებაზე. (24/4; 20.02.2017)
ე) სადოქტორო კვლევის პროგრამის ხარჯთაღრიცხვის განხილვა ხორციელდება თსსუ-ის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო. (24/5; 19.02.2018 ).
ვ) სამეცნიერო გრანტით დაფინანსებული პროგრამები ფაკულტეტზე ფინანსურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება.
5. თუ სადოქტორო კვლევის პროგრამა ითვალისწინებს კვლევაში ადამიანის ჩართვას და/ან კვლევას ადამიანის ბიოლოგიურ მასალებზე და/ან მონაცემებზე, პროგრამა და თანმხლები დოკუმენტაცია პროგრამის სამეცნიერო კომპონენტის ეთიკური შეფასებისათვის გადაეცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტს, რომლის დადებითი დასკვნა აუცილებელია სადოქტორო კვლევის პროგრამის დასამტკიცებლად. ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტის მუშაობის წესი, პროგრამის წარდგენისა და მისი შეფასების ვადების ჩათვლით, განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.
6. თუ სადოქტორო კვლევის პროგრამა ითვალისწინებს ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარებას, პროგრამა და თანმხლები დოკუმენტაცია შესაფასებლად გადაეცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცხოველებზე წარმოებული კვლევის კომიტეტს, რომლის დადებითი დასკვნა აუცილებელია სადოქტორო კვლევის პროგრამის დასამტკიცებლად. ცხოველებზე წარმოებული კვლევის კომიტეტის მუშაობის წესი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.
6 1 . სპეციალიზებული საკონსულტაციო კომისია
ა. სადოქტორო კვლევის პროგრამა, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს და მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე განხილვამდე, თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, განსახილველად გადაეცემა სპეციალიზებულ საკონსულტაციო კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს ვიცე-რექტორი სამეცნიერო მიმართულებით. კომისია შედგება მუდმივი და ცვლადი წევრებისაგან. ცვლადი წევრების შერჩევა განხორციელდება განსახილველი სადოქტორო კვლევების თემატიკის შესაბამისად. საკონსულტაციო კომისიის მუდმივი წევრები განისაზღვრება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ბ. სპეციალიზებული საკონსულტაციო კომისიის ცვლადი წევრების შერჩევას განახორციელებს ვიცე-რექტორი სამეცნიერო მიმართულებით რექტორის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე. (24/11;17.03.2022)
7. ფაკულტეტის დეკანი წინამდებარე დებულების გათვალისწინებით მომზადებულ სადოქტორო კვლევის პროგრამას, ექსპერტიზისა და ეთიკური შეფასების მასალებთან ერთად, წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. ფაკულტეტის საბჭოს დადებითი დასკვნისა და მეცნიერების მიმართულებით ვიცე-რექტორის ვიზირების შემდეგ პროგრამა დასამტკიცებლად გადაეცემა აკადემიურ საბჭოს. აკადემიური საბჭო ამტკიცებს სადოქტორო კვლევის პროგრამას და მის ხელმძღვანელს. (24/4; 20.02.2017; 09.03.2020)
8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო კვლევის პროგრამა ქვეყნდება უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში, განთავსდება ვებ-გვერდზე და ცხადდება მისაღები კონკურსი. (24/4; 20.02.2017)
9. დამტკიცებულ სადოქტორო კვლევის პროგრამაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის საბჭოსა და ვიცე-რექტორისშუამდგომლობის საფუძველზე.
მუხლი 3. სადოქტორო პროგრამის წარდგენა
სადოქტორო კვლევის პროგრამაში უნდა აისახოს: (24/4; 20. 02. 2017)
1. სადოქტორო კვლევის პროგრამის სახელწოდება, შესაბამისი დარგი/სპეციალობა;
(24/4;20.02.2017)
2. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
3. პროგრამის მიზნები, აქტუალობა, სამეცნიერო სიახლე, მოსალოდნელი შედეგები;
4. დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ დოქტორანტის კვალიფიკაციის, ცოდნის,კომპეტენციის დონე და დასაქმების სავარაუდო სფერო;
5. ინფორმაცია სადოქტორო კვლევის პროგრამის სტრუქტურის შესახებ: სასწავლო კრედიტების რაოდენობა და განაწილება; (24/4; 20.02.2017; 06.07.2020)
6. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ბაზებისმატერიალურ-ტექნიკური აღწერა;
7. პროგრამის ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელის), თანამონაწილე პირთა სრული სია და მათი ბიოგრაფიული მონაცემები (cv);
8. შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები და ა.შ კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროგრამის შესრულებაში (24/4; 20.02.2017; 08.08.2020)
მუხლი 4. დოქტორანტურაში მიღება
1. დოქტორანტურაში მიღება ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრების დასაწყისში. დოქტორანტურაში მიიღება დიპლომირებული მედიკოსი. (08.08.2020)
2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
3. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ კონკრეტულ სადოქტორო კვლევის პროგრამაზე. (24/4; 20.02.2017)
4. დოქტორანტურაში მისაღები კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას;
ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა ტესტური) და უცხოურ ენაში (გამოცდის ფორმა ტესტური და გასაუბრება). (23.09.2020)
41 დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა სადოქტორო კვლევის გეგმით განსაზღვრულ სპეციალობაში ტარდება თსსუ-ის საგამოცდო ცენტრში რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში. (08.08.2020)
42. თსსუ-ს დოქტორანტურაში მიღების მიზნით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:
ა) გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა:
ა.ა) სპეციალობაში - 100 ქულა;
ა.ბ) უცხოურ ენაში - 100 ქულა, აქედან ტესტური კომპონენტი - 90 ქულა; გასაუბრება - 10ქულა.
ბ) საგამოცდო შეფასება დადებითია, თუ კანდიდატის მიერ მიღებული იქნება: ბ.ა) სპეციალობაში - 60 ქულა და მეტი;
ბ.ბ) უცხოურ ენაში - 60 ქულა და მეტი. (23.09.2020)
43. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენის
გამოცდიდან თავისუფლდება და ენიჭება უცხოური ენის გამოცდისთვის დადგენილი მაქსიმალური შეფასება (100 ქულა) დოქტორანტურაში სწავლის მსურველი პირი, რომელიც გამოცდამდე თსსუ-ში წარმოადგენს ენების ფლობის საერთო ევროპული წესის (CEFR)შესაბამისად გაცემულ ინგლისური ენის ცოდნის შემდეგ სერთიფიკატს:
ა) TOEFL iBT - მინიმალური ზღვარი - 79 ქულა; ბ) IELTS Academic - მინიმალური ზღვარი - 6.5;
გ) Cambridge English - მინიმალური ზღვარი - 176 ქულა (სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს თსსუ-ში წარმოდგენის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატში ქულა მითითებული არ არის, მაშინ დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი Cambridge English: Advanced (CAE), ასევე, გაცემული თსსუ-ში წარმოდგენის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. (23.09.2020)
44. თსსუ-ის დოქტორანტურაში ირიცხება კანდიდატი, რომელიც თითოეულ გამოცდაზე გადალახავს ამ მუხლის 42 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ზღვარს და რომლის მიერ მიღებული საგამოცდო ქულათა ჯამი იქნება უფრო მაღალი. (23.09.2020)
45. კანდიდატებს შორის გამოცდების შეჯამებულ ქულათა თანაბარი ოდენობის შემთხვევაში, თსსუ-ს დოქტორანტურაში პირის ჩარიცხვაზე გადაწყვეტილება მიიღება სპეციალობაში გასაუბრების შედეგად, რომელსაც ატარებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისია. (23.09.2020)
5. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას შესაბამის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ვიცე- რექტორის წარდგინებით ამტკიცებს თსსუ-ის რექტორი.
6. დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საბუთები საკონკურსოდ მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე დებულებისდანართი №1 განსაზღვრული დოკუმენტები.
8. გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პრეტენდენტი ითვლება დოქტორანტად.
მუხლი 5. დოქტორანტურაში სწავლა
1. დოქტორანტურაში სწავლის ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) სემესტრით. დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს სწავლის/კვლევის პროცესის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს. შუამდგომლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ მას თან ერთვის: (06.07.2020)
ა) ინფორმაცია დოქტორანტის მიერ სასწავლო კომპონენტის დასრულებისა და კრედიტების მოპოვების შესახებ;
ბ) დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების ასლები, დამოწმებული სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის მიერ;
გ) შესრულებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის - სადისერტაციო ნაშრომის, ორი მესამედი მაინც. (09.03.2020)
11. ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტისათვის სემესტრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს 4 სასწავლო სემესტრისა. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება რექტორს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. (09.03.2020)
2. თითოეული აკადემიური წლისთვის ერთ სამეცნიერო ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 (სამი) დოქტორანტისა.
3. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი მოიცავს 45 კრედიტს (16.05.2019, №24/7).
4. კვლევითი კომპონენტი მოიცავს სამეცნიერო ნაშრომის (დისერტაციის) შესრულებას, დისერტაციის ძირითადი შედეგების ამსახველ სამეცნიერო პუბლიკაციებს, მონაწილეობას სამეცნიერო ფორუმებში და დისერტაციის დაცვას.
41. სადოქტორო კვლევის შესრულების ინდივიდური გეგმა, შესასრულებელი სამუშაოს ეტაპობრივი და დეტალური სემესტრული განაწილებით, დადასტურებული სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ, თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში წარმოდგენილი უნდა იყოს დოქტორანტის მიერ დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. (08.08.2020)
5. ამოღებულია. (24/4; 20.02.2017)
6. კვლევითი კომპონენტის შესრულების და შეფასების წესს განსაზღვრავს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რაც დეტალურად უნდა იყოს ასახული სადოქტორო კვლევის პროგრამის შესრულების გეგმა-ბარათში. (24/4; 20.02.2017)
7. დოქტორანტურის კვლევითი ან/და სასწავლო კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან. (24/4; 20.02.2017)
8. ფაკულტეტი ხელს უწყობს დოქტორანტის მობილობას საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.
9. სათანადო დასაბუთების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური შვებულებით.
10. ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტის სწავლისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
11. დოქტორანტი ანგარიშვალდებულია თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წინაშე.
11.1. დოქტორანტურაში სწავლის პირველი და მეორე წლის ბოლოს დოქტორანტი უნდაწარდგეს ზეპირი ანგარიშით შესაბამისი დეპარტამენტ(ებ)ის წინაშე. ანგარიში ფორმდება სხდომის ოქმის სახით და წარედგინება თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.
11.2. ამ პუნქტის 11.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხდომაზე აუცილებელია თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის წარმომადგენლის და/ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის დასწრება.
11.3. დოქტორანტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სრულად უნდა აღწერდეს ინდივიდური სადოქტორო კვლევის გეგმის მიხედვით შესრულებულ სამუშაოს.
11.4. ანგარიშის შეფასება ხორციელდება სადოქტორო პროგრამის სასწავლო და კვლევით კომპონენტში მიღწეული პროგრესის მიხედვით.
11.5. დოქტორანტის ანგარიში ფასდება როგორც კარგი, საკმარისი (რეკომენდაციებით გასაუმჯობესებელი აქტივობების შესახებ) და არასაკმარისი. არასაკმარისი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტმა სულ მცირე 3 და არაუმეტეს 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ახალი ანგარიში. (08.08.2020)
12. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი (დისერტაცია). (24/4; 20.02.2017)
13. დისერტაცია უნდა წარმოადგენდეს დოქტორანტის კვლევითი მუშაობის შედეგს და შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეს.
14. დისერტაცია საქართველოს მოქალაქის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. მას აუცილებლად უნდა ახლდეს დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე უცხოენოვანი ვერსია.
15. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია დისერტაცია წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე, რომელსაც უნდა ახლდეს ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ქართულენოვანი ვერსია.
16. სადოქტორო კვლევის პროგრამის დამთავრების, შესაბამისი კრედიტების შესრულების და გამოცდების ჩაბარების შემდეგ იმ დეპარტამენტში, სადაც შესრულდა სადოქტორო კვლევის პროგრამა, ხდება სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი განხილვა-აპრობაცია, რომლის ჩატარების დრო და თარიღი უნდა ეცნობოს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. წინასწარი განხილვის (აპრობაციის) ოქმი უნდა მოიცავდეს: პროგრამის აქტუალობის, ნაშრომის მეცნიერული, თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შეფასებას, სტრუქტურისა და ენობრივი გამართულობის განსაზღვრას, დასკვნას ნაშრომის ძირითადი შედეგების ორიგინალობის შესახებ. ნაშრომი დადებითი შეფასების შემდეგ წარედგინება სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზის შემდეგ დისერტაციას გადასცემს შესაბამის სადისერტაციო საბჭოს. (24/4; 20.02.2017)
161. დასრულებული სადოქტორო კვლევის შედეგების აპრობაციაზე წარდგენის დროისათვის დოქტორანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ოთხი სამეცნიერო სტატია მაინც:
ა) ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატიებიდან 05.10.2020–მდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის ნაშრომები გამოქვეყნებული უნდა იყოს რეფერირებად ან მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო გამოცემებში, ხოლო 05.10.2020–ის შემდეგ ჩარიცხული დოქტორანტებისათვის – ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია
0.5 და მეტი იმპაქტის მქონე სამეცნიერო გამოცემაში (Web of Science or Scopus), ხოლო სამი რეფერირებად ან მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო გამოცემაში (03.06.2022 წ; N24/15).
ბ) ყველა პუბლიკაციაში დოქტორანტი მითითებული უნდა იყოს პირველ ან მეორე ავტორად, ხოლო აფილიაციად მითითებული უნდა იყოს თსსუ. საერთაშორისო მაღალრეიტინგულ პუბლიკაციად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე უცხოური გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნის ან მონოგრაფიისთვის ავტორობა/თანაავტორობა, თუ აღნიშნული შეესაბამება სადოქტორო კვლევის შედეგებს. წიგნი ასევე ციტირებული უნდა იყოს Web of Science-ის ან Scopus-ის სამეცნიერო ბაზაში. აღნიშნული შესაბამისობის დასადგენად თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ უნდა გამოიყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი. (08.08.2020)
შენიშვნა: (ამოღებულია) (09.03.2020)
მუხლი 51. დოქტორანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა (09.03.2020)
1. დოქტორანტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია თსსუ-ის წესდებით.
2. თსსუ-ის წესდების 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, დოქტორანტსსტატუსი შეუწყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების შემთხვევაში;
ბ) დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
ცვლილებები და დამატებები დებულებაში დოქტორანტურის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.
დანართი 1
დოქტორანტურის კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
2. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/ დიპლომის ასლი;
4. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. პირადობის მოწმობის ასლი;
6. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
7. ფოტოსურათის (3×4) ელ-ვერსია.
შესწორებები შეტანილია თსსუ- ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის
26 სექტემბრის №24/1 დადგენილებით;
2015 წლის 29 ივნისის №24/4 დადგენილებით;
2017 წლის 20 თებერვლის №24/4 დადგენილებით,
2018 წლის 19 თებერვლის №24/5 დადგენილებით,
2019 წლის 16 მაისის №24/7დადგენილებით,
2020 წლის 9 მარტის №24/12 დადგენილებით,
2020 წლის 6 ივლისის №24/16 დადგენილებით,
2020 წლის 8 აგვისტოს №24/21 დადგენილებით,
2020 წლის 23 სექტემბრის №24/2 დადგენილებით;
2021 წლის 16 აპრილის 24/17 დადგენილებით;
2022 წლის 17 მარტის N24/11 დადგენილებით;
2022 წლის 3 ივნისის N24/15 დადგენილებით.