დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 8 აგვისტოს №24/21 დადგენილებით
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დისერტაციის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებული უნდა იყოს დარგის რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, შრომათა კრებულებში, რომლებიც იბეჭდება საქართველოსა და უცხოეთში და ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით. სამეცნიერო შრომების მინიმალური რაოდენობაა ოთხი, რომელთაგანაც ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია
0.5 და მეტი იმპაქტის მქონე სამეცნიერო გამოცემაში (Web of Science), ორი - საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო პერიოდიკაში, ხოლო ერთი - რეფერირებად გამოცემაში.
• ზემოხსენებულ პუბლიკაციებში დოქტორანტი მითითებული უნდა იყოს პირველ ან მეორე ავტორად, ხოლო აფილიაციად მითითებული უნდა იყოს თსსუ.
• საერთაშორისო მაღალრეიტინგულ პუბლიკაციად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე უცხოური გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნის ან მონოგრაფიის ავტორობა/თანაავტორობა, თუ აღნიშნული შეესაბამება სადოქტორო კვლევის შედეგებს.
• წიგნი ასევე ციტირებული უნდა იყოს Web of Science-ის ან Scopus-ის სამეცნიერო ბაზაში. აღნიშნული შესაბამისობის დასადგენად თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ უნდა გამოიყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დისერტაციის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ხელნაბეჭდ გვერდს, გამოყენებული ლიტერატურის და დანართების გარეშე.
დისერტაციის გაფორმებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ქაღალდის ფორმატი - A4, შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.
ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა მხრიდან - 2 სმ, მარჯვენა მხრიდან - 1,5 სმ, მარცხენა მხრიდან - 3 სმ.
დისერტაცია სრულად უნდა ასახავდეს:
ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების შესახებ - შესავალი;
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას სადოქტორო კვლევის თემის შესახებ, მათ შორის - ბოლო 10 წლის მინაცემებით,
კვლევის მასალის და მეთოდოლოგიის/მეთოდიკის აღწერას,
საკუთარი კვლევის შედეგების დეტალურ და თვალსაჩინო აღწერას,
შედეგების სარწმუნობის დამადასტურებელი კრიტერიუმების აღწერას,
საკუთარი კვლევის შედეგების განხილვას და ანალიზს,
მიღებულ სამეცნიერო დასკვნებს,
შედეგების სამეცნიერო თეორიულ და/ან პრაქტიკულ მნიშვნელობას,
გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხას,
ნაშრომის ანოტაციას ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების, კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შესახებ;
დანართის სახით - სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ასლებს.
სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხის გაფორმებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს ანბანური თანამიმდევრობით, ან ლიტერატურის მიმოხილვაში მოცემული მიმდევრობის შესაბამისად;
ბ) წიგნის ან მონოგრაფიის მითითებისას მიეთითება ნაშრომის სახელწოდება, ავტორების გვარი და ინიციალები, ქალაქი, გამომცემლობა, წელი;
გ) სამეცნიერო ნაშრომის მითითებისას უნდა აღინიშნოს ავტორის (ავტორთა) გვარი და ინიციალები, ნაშრომის სახელწოდება, სამეცნიერო ჟურნალის დასახელება ან მისი საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურა, გამოცემის წელი, ტომი, ნომერი, საწყისი და ბოლო გვერდები;
დ) საავტორო მოწმობის, გამოგონებისას მიეთითება ყველა ავტორი, გამოგონების (პატენტის) სახელწოდება, საავტორო მოწმობის ნომერი, კლასი, განცხადების შეტანის თარიღი, გამოქვეყნების თარიღი, ბიულეტენის ნომერი;
ე) დისერტანტის ავტორობით/თანაავტორობით შესრულებული შრომები მიეთითება აღნიშნული მოთხოვნების დაცვითა და ყველა თანაავტორის გვარის მითითებით.
• აღნიშნული წესების დაცვის გარეშე წარმოდგენილი დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს მიერ უბრუნდება აკადემიური ხარისხის მაძიებელს. იგი ხელმეორედ განსახილველად მიიღება სათანადო ცვლილებების შემდეგ.
• თუ თანაავტორობით მიღებული და სამეცნიერო პუბლიკაციაში ასახული სამეცნიერო შედეგი უკვე წარმოდგენილია დისერტაციის შედეგად ერთ-ერთი ავტორი მიერ, დანარჩენი ავტორების მიერ ამ შედეგის კვლავ საკუთარ ძირითად შედეგ(-ებ)ად წარმოდგენა დაუშვებელია (29.06.2015, 15.12.2017).“.
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სადისერტაციო ნაშრომი შეიძლება წარმოადგენდეს გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ნაკრებს იმ შემთხვევაში, თუ დისერტანტს აქვს სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული სულ მცირე 4 სამეცნიერო პუბლიკაცია Web of Science-ში ციტირებული 0.5 და მეტი იმპაქტის მქონე გამოცემებში.
• ზემოხსენებული სულ მცირე 2 სამეცნიერო პუბლიკაციაში დისერტანტი უნდა იყოს პირველი ან მეორე ავტორი;
• ყველა პუბლიკაციაში დისერტანტის მიერ აფილიაციად მითითებული უნდა იყოს თსსუ. აღნიშნული შესაბამისობის დასადგენად თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ უნდა გამოიყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი.
ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისერტანტმა უნდა წარმოადგინოს:
• სატიტულო გვერდი, სადაც მითითებული იქნება დისერტაციის სათაური, დისერტაციის ავტორი, დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი ან კონსულტანტი, თანდართული სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხა;
• დისერტაციის აბსტრაქტი ქართულ ენაზე (4000-8000 სიტყვამდე), სადაც აღწერილი იქნება გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებში გაშუქებული საერთო საკითხის აქტუალობა, გამოყენებული მეთოდები, სამეცნიერო სიახლე, მიღებული შედეგების განხილვა და რეკომენდაციები;
• შემაჯამებელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება სადისერტაციო ნაშრომში გაშუქებული საკითხის აქტუალობა, გამოყენებული მეთოდები, სამეცნიერო სიახლე, მიღებული შედეგების განხილვა და რეკომენდაციები.
აუცილებელია დისერტანტმა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) ცნობა სასწავლო კომპონენტის შესრულების შესახებ შესაბამისი დაგროვილი კრედიტებით;
ბ) თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა პლაგიატის შესახებ;
გ) სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ანგარიშების წარდგენის შესახებ;
დ) თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაციები შესაბამისობაშია დისერტაციაში დასმული კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან;
ე) პუბლიკაციების და მისი თანმხლები დოკუმენტების წარდგენა სადისერტაციო საბჭოს წინაშე უნდა წარიმართოს შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით.
შენიშვნა: პლაგიარიზმის და სამეცნიერო/აკადემიური არაკეთილსინდისიერების (მონაცემების ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია და სხვ.) გამოვლენის და მასზე რეაგირების საკითხი რეგულირდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი შესაბამისი წესით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.