დამტკიცებულია:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის
ფარმაციის ფაკულტეტის
საბჭოს სხდომაზე
2016 წლის 22 დეკემბერს, ოქმი Ν3
დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის (შემდგომ - “კომიტეტი”) მიზანს, ფუნქციებს, შემადგენლობას, მუშაობის წესს და დებულების განახლების წესს.კომიტეტის დებულება შემუშავებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სტრუქტურისა და დებულების საფუძველზე. კომიტეტის დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. კომიტეტი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის მუდმივმოქმედ სამუშაო ორგანოს, რომელიც მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების, მათი თანმხლები პროცესების და მასალების შემუშავებასა და განხილვაში.
მუხლი 2. კურიკულუმის კომიტეტის მიზანი და ფუნქციები
1. კომიტეტის მუშაობის მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის აკადემიური საგანმანთლებლო პროგრამების შემუშავებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება/განხილვა. კომიტეტი განიხილავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ყველა სასწავლო პროგრამას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციას ფაკულტეტის საბჭოზე, შემდეგ კი – უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად.
2. კომიტეტის ფუნქციებია:
ა) ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულების (მიმართულება, დეპარტამენტი,), მონაწილებით მომზადებული საგანმანთლებლო პროგრამების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;
ბ) რეკომენდაციების მომზადება უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებისათვის გამოსაყენებელი სასწავლო (ძირითადი, დამხმარე და სხვა) ლიტერატურის შესახებ;
გ) რეკომენდაციების მომზადება ფაკულტეტის დეკანის ან ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს აკადემიურ პროცესთან.
მუხლი 3. კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის მდივანი და კომიტეტის წევრები.
2. კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 15 პირით.
3. კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
4. კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას ფაკულტეტის ყველა სასწავლო დეპარტამენტი. დეპარტამენტიდან კურიკულუმის კომიტეტის წევრობის კანდიდატს წარადგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეპარტამენტში საკითხის განხილვის შედეგების საფუძველზე.
5. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს დეპარატამენტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი.
6. კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაში კომიტეტის 1 ან 2 წევრს - ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებს - ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის დეკანი.
7. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან წარადგენს ფაკულტეტის დეკანი და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
8. კომიტეტის მდივანი აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით კომიტეტის პირველ სხდომაზე, კომიტეტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
9. კომიტეტის მდივანი ადგენს კომიტეტის სხდომის ოქმებს.
10. კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კონკრეტული სხდომისათვის თავმჯდომარეს ირჩევს კომიტეტი, კომიტეტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
11. კომიტეტის წევრის სამუშაო ვადა კომიტეტში განისაზღვრება 4 წლით. პირი ზედიზედ კომიტეტის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორი ვადით, რის შემდეგ მისი კომიტეტის წევრად განმეორებით არჩევა დასაშვებია ერთი ვადის გასვლის შემდეგ (აღნიშნული პუნქტი ამოქმედდება 2018 წლიდან).
9. კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვადა განისაზღვრება 4 წლით. პირი ზედიზედ კომიტეტის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ორი ვადით.
10. პირი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ შეიძლება არჩეული იქნას კომიტეტის წევრად, არსებული წესის მიხედვით.
11. კომიტეტს შეუძლია შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები კონკრეტული ამოცანის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციის მოსამზადებლად. გადაწყვეტილება ასეთი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება კომიტეტის მიერ წინამდებარე დებულების მე-4 მუხლში “კომიტეტის მუშაობის წესი” მითითებული წესის დაცვით.
მუხლი 4. კომიტეტის მუშაობის წესი
1. კომიტეტის სხდომას, საჭიროების მიხედვით, იწვევს და უძღვება კომიტეტის თავმჯდომარე.
2. კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის (ავადმყოფობა, მივლინება და სხვ.) დროს სხდომის თავმჯდომარეს ირჩევს კომიტეტი ხმების უმრავლესობით.
3. კომიტეტი მუშაობს აკადემიური წლის განმავლობაში.
4. კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ასევე შეიძლება მოწვეული იქნეს კომიტეტის სულ მცირე 2 წევრის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას იწვევს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.
5. კომიტეტის მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტის წევრების ინფორმირებას სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ.
6. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი;
7. საკითხის გადაწყვეტა ხდება ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
8. კომიტეტის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარულად.
9. კომიტეტის სხდომა ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი.
10. კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სხდომის ჩატარების თარიღი,
ბ) დამსწრე წევრთა სია, ხელმოწერებით,
გ) სხდომის თავმჯდომარე და მდივანი,
დ) სხდომის დღის წესრიგი,
ე) დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მსვლელობა, შინაარსი და შედეგები.
11.კომიტეტს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სხდომაზე წარდგენილი საკითხის/მასალების შესახებ.
12. კომიტეტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს სთხოვოს ცალკეული პროგრამის/კურსის ხელახალი შეფასება.
13. კომიტეტის მუშაობის ტექნიკურ მხარეს (სამუშაო ფართი, აღჭურვილობა) უზრუნველყოფს ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი.
14. კომიტეტის წევრთა მუშაობა არ არის ანაზღაურებადი.
15. საგანმანათლებლო პროგრამას, კურიკულუმს და სასწავლო კურსების სილაბუსებს, თანმხლები მასალებითურთ, კომიტეტი განსახილველად მიიღებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მისი/მათი საექპერტო შეფასების შემდეგ.
16. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეფასება არის სამუშაო დოკუმენტი კურიკულუმის კომიტეტისათვის.
17. კომიტეტი რეკომანდაციას გადასცემს ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც შესაბამის დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. ცვლილება კომიტეტის დებულებაში შეიძლება ინიცირებული იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრის ან კომიტეტის წევრის მიერ.
2. კომიტეტი წინადადებას ცვლილების შესახებ განიხილავს არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და განხილვის შედეგს დასამტკიცებლად ან ინფორმაციის სახით წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.