დამტკიცებულია ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს მიერ - 07.02.2024 


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  
საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების  
კურიკულუმის კომიტეტის 
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საექთნოსაქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კურიკულუმის კომიტეტის (შემდგომ - “კომიტეტი”) მიზანს, ფუნქციებს, შემადგენლობას, მუშაობის წესს და დებულების განახლების წესს. კომიტეტის დებულება შემუშავებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტრუქტურისა და დებულების საფუძველზე. კურიკულუმის კომიტეტის დებულება  
დამტკიცებულია ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე. კომიტეტის დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. კომიტეტი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების მუდმივმოქმედ სამუშაო ორგანოს, რომელიც მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების, მათი თანმხლები პროცესების და მასალების შემუშავებასა და განხილვაში. 

მუხლი 2. კურიკულუმის კომიტეტის მიზანი და ფუნქციები 

1. 
კომიტეტის მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების შემუშავებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება/განხილვა. კომიტეტი განიხილავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის  ფაკულტეტის  საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამებს და ამზადებს შესაბამის  რეკომენდაციას ფაკულტეტის საბჭოზე, შემდეგ კი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად. 

2. 
ა)  კომიტეტის  ფუნქციებია: 

ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტი, მიმართულება) მონაწილეობით მომზადებული საგანმანთლებლო პროგრამების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება; 

ბ) რეკომენდაციების შემუშავება უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო სასწავლო (ძირითადი, პროგრამების განხორციელებისათვის გამოსაყენებელი  დამხმარე, სხვა) ლიტერატურის შესახებ; 

გ) რეკომენდაციების შემუშავება აკადემიურ პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე  საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი და საფეხურეობრივი სპეციფიკის, ადამიანური, მატერიალურ–ტექნიკური და ინფრასტრუქტურული რესურსის, სწავლის შედეგების, კურსდამთავრებულთა ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების, მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების, დასაქმების პერსპექტიული ანალიზის საფუძველზე. 

მუხლი 3. კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა 

1. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის მდივანი და კომიტეტის წევრები . 
2. კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 5 პირით. 
3. კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 
4. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმ სასწავლო მიმართულების/დეპარტამენტის და უნივერსიტეტის იმ კლინიკური სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებშიც ხორციელდება საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები. დეპარტამენტიდან/მიმართულებიდან კურიკულუმის კანდიდატს 
წარადგენს კომიტეტის დეპარტამენტის/მიმართულების წევრობის ხელმძღვანელი, დეპარტამენტში/მიმართულებაში საკითხის განხილვის შედეგების საფუძველზე.   
5. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს დეპარატამენტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი, დამსაქმებელი, კურსდამთავრებული, სტუდენტი. 
6. კურსდამთავრებულების უზრუნველსაყოფად პოტენციურ საგანმანათლებლო დამსაქმებელთა პროგრამების ჩართულობის შემუშავებასა და განვითარებაში, კომიტეტის წევრს - ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებს - ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად  წარუდგენს ფაკულტეტის დეკანი.  
7. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან  წარადგენს ფაკულტეტის დეკანი და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 
8. კომიტეტის მდივანი აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით კომიტეტის პირველ სხდომაზე, კომიტეტის წევრთა  სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.  
9. კომიტეტის მდივანი ადგენს კომიტეტის სხდომის ოქმებს. 
10. კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კონკრეტული სხდომისათვის  თავმჯდომარეს ირჩევს კომიტეტი, კომიტეტის წევრთა  სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 
11. კომიტეტის წევრის სამუშაო ვადა კომიტეტში განისაზღვრება 4 წლით. პირი ზედიზედ კომიტეტის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ 2 ვადით, რის შემდეგ  მისი კომიტეტის წევრად განმეორებით არჩევა დასაშვებია ერთი ვადის გასვლის შემდეგ. 
12. კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვადა განისაზღვრება 4 წლით. პირი ზედიზედ კომიტეტის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ორი ვადით. 
13. პირი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ შეიძლება არჩეული იქნას კომიტეტის წევრად, არსებული წესის მიხედვით. 
14. კომიტეტს შეუძლია შექმნას დროებით ქვეკომიტეტები და/ან სამუშაო ჯგუფები კონკრეტული ამოცანის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციის მოსამზადებლად. გადაწყვეტილება ასეთი ქვეკომიტეტის და/ან სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება კომიტეტის მიერ წინამდებარე დებულების მე-4 მუხლში “კომიტეტის მუშაობის წესი” მითითებული წესის დაცვით. 

მუხლი 4. კომიტეტის მუშაობის წესი 
1. კომიტეტის სხდომას საჭიროების მიხედვით იწვევს და უძღვება კომიტეტის თავმჯდომარე. 
2. კომიტეტი მუშაობს აკადემიური წლის განმავლობაში. 
3. კომიტეტის რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეული იქნეს კომიტეტის  სულ მცირე 
2 წევრის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას იწვევს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს  1 კვირისა.  
4. კომიტეტის მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტის წევრების ინფორმირებას სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. 
5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.  
6. საკითხის გადაწყვეტა ხდება ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 
7.  კომიტეტის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარულად. 
8. კომიტეტის სხდომა ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი. 
9. კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება შემდეგი ინფორმაცია: 
ა) სხდომის  ჩატარების თარიღი,  
ბ) დამსწრე წევრთა სია, ხელმოწერებით, 
გ) სხდომის თავმჯდომარე და მდივანი,  
დ) სხდომის დღის წესრიგი, 
ე) დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მსვლელობა, შინაარსი და  შედეგები. 

10. კომიტეტს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სხდომაზე წარდგენილი საკითხის/მასალების შესახებ. 
11. კომიტეტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს სთხოვოს ცალკეული პროგრამის/კურსის ან სასწავლო მასალის ხელახალი შეფასება. 
12. კომიტეტის მუშაობის ტექნიკურ მხარეს (სამუშაო ფართი, აღჭურვილობა) უზრუნველყოფს  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი. 
13. კომიტეტის წევრთა მუშაობა ანაზღაურებადი არ არის.  
14. საგანმანათლებლო პროგრამას, კურიკულუმს და სასწავლო კურსების სილაბუსებს, თანმხლები მასალებითურთ, კომიტეტი განსახილველად მიიღებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მისი/მათი საექსპერტო შეფასების შემდეგ.  
15. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  შეფასება არის სამუშაო დოკუმენტი კურიკულუმის კომიტეტისათვის. 
16. კომიტეტი რეკომანდაციას გადასცემს  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც შესაბამის დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები 

1. ცვლილება კომიტეტის დებულებაში შეიძლება  ინიცირებული იყოს  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს  წევრის ან კომიტეტის წევრის მიერ. 
2. კომიტეტი წინადადებას ცვლილების შესახებ  განიხილავს არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და განხილვის შედეგს დასამტკიცებლად ან ინფორმაციის სახით წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს