დამტკიცებულია: თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2024 წლის 07 მარტის 23/6 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
კულტურის ცენტრის დებულება
1. ზოგადი დებულება
1.1 ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს და იმყოფება უნივესრსიტეტის უშუალო დაქვემდებარებაში, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების“ შესახებ, უნივერსიტეტის შიდა სამართლებლივი აქტებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1.2 ცენტრის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, თსსუ-ის მე-3 კორპუსი, მე-3 სართული, თეატრალური დარბაზი, თეატრის მცირე დარბაზი (3 ოთახით), იქვე მდებარე ორი ოთახი (დირექტორის კაბინეტი), მე-5 სართულზე არსებული დარბაზი და I კორპუსში მე-3 სართულზე არსებული სააქტო დარბაზი.
2 ცენტრის მიზნები და ამოცანები
2.1 ცენტრის მიზნებს წარმოადგენს:
ფოლკლორის, ხალხური, თანამედროვე და კლასიკური ქორეოგრაფიის, ხალხური და თანამედროვე საესტრადო სიმღერების, ხალხური (ხალხური საკრავები) და კლასიკური მუსიკის, თეატრალური და სხვა სასცენო ხელოვნების დარგების შესწავლა, განვითარება, პროპაგანდა, წარდგენა, თსსუ-ში, საქრთველოში და მის ფარგლებს გარეთ.
2.2 თავისი მიზნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის განსახორციელებლად ცენტრი ქმნის
- ფოლკლორის, ხალხური, თანამედროვე და კლასიკური ქორეოგრაფიის, ხალხური და თანამედროვე საესტრადო სიმღერების, ხალხური (ხალხური საკრავები) და კლასიკური მუსიკის, თეატრალური და სხვა სასცენო ხელოვნების სტუდიებს, ანსამბლებს და თეატრებს.
- წარმომადგენლობებს საქართველოში და საზღვარგარეთ (იმპრესარიოების სახით)
-ამყარებს ურთიერთობებს, როგორც საქართველოში ასევე სხვადასხვა ქვეყნის სტუდიებთან (სტუდენტებთან, მოსწავლეებთან), ანსამბლებთან, თეატრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იუნესკოს კომიტეტებთან და ფესტივალებთან.
- აწყობს და იღებს მონაწილეობას კონგრესებში, კონფერენციებში, იუნესკოს მიერ ორგანიზებულ კომიტეტის სხდომებში, ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
- ამყარებს კონტაქტებს თსსუ-ის სტუდენტების შემოქმედებითი და კულტურული ცხოვრებით დაინტერესებულ პირებთან, სპონსორებთან, ორგანიზაციებთან.
- უწევს რეკლამირებას თსსუ-ის სტუდენტთა შემოქმედებით საქმიანობას, საქართველოში და საზღვარგარეთ.
- თსსუ-ის სახელით, ურთიერთობებს ამყარებს, საქრთველოში თუ უცხოეთში არსებულ უმაღლესი სასწავლებლების კულტურის ცენტრებთან, იუნესკოს კომიტეტებთან და წევრიანდება იუნესკოს სხვდასხვა კომიტეტებში.
- ორგანიზაციას უკეთებს და თსსუ-ის (ან სპონსორის) მეშვეობით აწარმოებს თეატრის, ანსამბლების ან სხვა შემოქმედებითი ჯგუფების კონკურსებში მონაწილეობას და საგასტროლო მოგზაურობების დაფინანსებას, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში.
- იწვევს სამუშაოდ და თსსუ-ის რექტორს დასანიშნად წარუდგენს, კვალიფიციურ პედაგოგებს, ქორეოგრაფებს, რეჟისორებს, ლოტბარებს, მუსიკოსებს, და სხვა პირებს სასწავლო პროცესის სწორად წარმართვის, კონსულტაციის და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.
- ცენტრი ამყარებს ურთიერთობებს კულტურისა და განათლების სამინისტროებთან, თეატრალურ, ქორეოგრაფიულ და სხვა შემოქმედებით საზოგადოებასთან, კავშირებთან და ორგანიზაციებთან.
- უზრუნველყოფს ყველა ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს.
2.3. ცენტრის ძირითად მატერიალურ - ტექნიკურ ბაზას წარმოადგენს, თსსუ-ის მე-3 კორპუსი, მე-3 სართული, თეატრალური დარბაზი, თეატრის მცირე დარბაზი (3 ოთახით), იქვე მდებარე ორი ოთახი (დირექტორის კაბინეტი), მე-5 სართულზე არსებული დარბაზი და I კორპუსში მე-3 სართულზე არსებული სააქტო დარბაზი.
3. სასწავლო პროცესის ორგანიზება
3.1. ცენტრის ანსამბლებში, თეატრებში, შემოქმედებით ჯგუფებში წევრთა მიღება ხდება შერჩევითი პროგრამის გავლის შემდეგ.
3.2 დირექტორი, იტოვებს უფლებას, წევრთა ნაკლებობის პერიოდში ან შემოქმედებითი პროცესის განსამტკიცებლად, ცენტრში მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხევაში, მოიწვიოს ანსამბლებში, სხვა პირები (უმცროსი ან უფროსი თაობის წარმომადგენლები, მოსწავლის ან სტუდენტის სტატუს მქონე პირები), თუ ისინი, თავის შემოქმედებით საქმიანობას აწარმოებენ მხოლოდ და მხოლოდ თსსუ-ის სახელით .
4. ცენტრის ხელმძღვანელობა და პერსონალი
4.1 ცენტრის დირექტორი (სამხატვრო ხელმძღვანელი) ინიშნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რომელიც წარმართავს ცენტრის საქმოანიბას.
4.2. დირექტორი იცავს თსსუ-ის ინტერესებს და პრესტიჟს.
4.3. დირექტორი, თითეულ მუშაკისათვის უნივერსიტეტში არსებული ფინანსური და მატერიალურ - ტქნიკური საშუალებების მეშვეობით, ქმნის შრომისა და მეცადინეობების (რეპეტიციების) ნორმალურ პირობებს, უზრუნველყოფს სანიტარულ - ჰიგიენურ რეჟიმს, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვას.
4.4. ცენტრის პერსონალი შედგება ძირითაი საშტატო ერთეულით და ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნული პერსონალისაგან, რომელიც დირექტორის წარდგენით ინიშნება რექტორის და თავისუფლდება რექტორის მიერ.
5. ცენტრის შემოსავალი
5.1 ცენტრის შემოსავლებს წარმოადგენს მიმდინარე საქმიანობით მიღებული შემოსავლები, სხვა წყაროები, რომელიც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.
6. ცენტრის ქონება
6.1 ცენტრის ქონება წარმოადგენს თსსუ-ის საკუთრებას და ცენტრს იგი გადაცემული აქვს სარგებლობისა და მართვის უფლებით.
6.2 ცენტრის ქონებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები, ცენტრსა და თსსუ-ის შორის, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
7. დებულების დასკვნითი ნაწილი
7.1 დებულებას, ცენტრის დირექტორის წარდგენით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
7.2 დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების მიღებისთვის დადგენილი წესით.
7.3 ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.