დამტკიცებული:
სსიპ- თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2025 წლის 2 ივლისის
#23/6 დადგენილებით
სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის დებულება
მუხლი
1. ზოგადი დებულებანი
1. თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) დაცვის და უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში
- სამსახური) წარმოადგენს
უნივერსიტეტის სტრუქტურულ
ერთეულს.
2. სამსახური
თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით და უნივერსიტეტში მოქმედი
სხვა შიდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3.
სამსახურის საქმიანობა ეფუძნება კანონიერების, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების
პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის,
დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებს.
4.
სამსახური
ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე,
რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
5.სამსახურის თანამშრომელს
აქვს სპეციალური
სამოსი
(უნიფორმა), იდენტიფიცირებისათვის
საჭირო ნიშნით.
მუხლი
2. სამსახურის საქმიანობის სფერო და ძირითადი ფუნქციები
1.
სამსახურის ძირითადი
ფუნქციაა:
ა)საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვა უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობების
შიდა და
გარე პერიმეტრზე,
მიწის ნაკვეთებსა
და მის
მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ)უნივერსიტეტის კუთვნილი
მატერიალური აქტივების
დაცვა;
გ)მოითხოვოს თანამშრომლებისაგან, სტუდენტებისა და გარეშე პირებისაგან სამსახურის
კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის წესდებისა
და შინაგანაწესის შესრულება;
დ)უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები წესრიგის დამრღვევ პირთა
მიმართ და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში
სათანადო უფლებამოსილების მქონე პირს და
პოლიციის უახლოეს დანაყოფს;
ე) უზრუნველყოს სსმ/შშმ პირების დახმარება უნივერსიტეტის
შენობაში შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით;
2.სამსახურის მიერ უნივერსიტეტის შენობებში, შიდა
და გარე პერიმეტრზე, მიწის ნაკვეთებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ლოკაციების დაცვა ხორციელდება:
ა)სპეციალური სამეთვალყურეო პუნქტებიდან;
ბ) გარე და შიდა პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაცვის
სხვა ფორმებისა და მეთოდების, მათ შორის ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მუხლი
3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურში გათვალისწინებულია შემდეგი თანამდებობები:
დაცვის სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის ორი მოადგილე, ორი ჯგუფის უფროსი, ჯგუფის უფროსის მოადგილე და სამსახურის თანამშრომლები
(მთავარი სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სპეციალისტები);
2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს
უნივერსიტეტის რექტორი კანცლერის წარდგინებით, სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში
(შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა ან სხვა მიზეზთა გამო მოვალეობის შესრულების შეუძლებლობა)
მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ერთ-ერთი მოადგილე ან რექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
3. სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და თანამშრომლებს
თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.
4.
სამსახურის უფროსი:
ა)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია
მისი მუშაობის ეფექტურობაზე, განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების
საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, კოორდინაციას და სამსახურებრივ კონტროლს უწევს
მათ საქმიანობას.
ბ) თანამშრომლობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა
სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე, თსსუ-ის რექტორის ან/და კანცლერის ნებართვის საფუძველზე, - სამართალდამცავ ორგანოებთან;
გ)
აანალიზებს სამსახურის მუშაობის შედეგებს და შეიმუშავებს ღონისძიებებს მისი გაუმჯობესების
მიზნით;
დ)
სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით უნივერსიტეტის რექტორსა და კანცლერს წარუდგენს
წინადადებებს საჭირო ღონისძიებების გასატარებლად;
ე)
ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებითა და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის
ფარგლებში.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა)
კოორდინირებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ერთობლივ მუშაობას მის საკურატორო სტრუქტურებში
და პასუხისმგებელია მათი მუშაობის შედეგებზე, დარღვევების შემთხვევაში დაუყოვნებლივ
აცნობებს სამსახურის უფროსს მათი აღმოფხვრა-გამოსწორების მიზნით;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის მეშვეობით ასრულებს უნივერსიტეტის რექტორის,
კანცლერისა და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ დავალებებს;
გ)სამსახურის
უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
6. სამსახურის
ჯგუფის უფროსის, სამსახურის მთავარი სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტების, სპეციალისტების
უფლება-მოვალეობები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი
ინსტრუქციებით.
მუხლი
4. დასკვნითი დებულებები
1.დებულება ძალაშია თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებისთანავე.
2.დებულება ძალადაკარგულად ითვლება ახალი დებულების დამტკიცებისა და სამსახურის ლიკვიდაციის
შემთხვევაში;
3.დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა
ხორციელდება თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ;
4.სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio