სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სარეზიდენტო პროგრამებით 

მზადებისა  და სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული 

ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, “საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 9 აპრილის # 135/ნ და 2014 წლის 4 თებერვლის #01-6/ნ ბრძანებების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ოქმების, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 3 მაისის #24/8, 2010 წლის 14 ივნისის #24/10, 26 ნოემბრის #24/3, 2011 წლის 28 ოქტომბრის #24/2 ოქმებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 27 მაისის #23/5 (შეტანილი  ცვლილება  #23/8  27.12.2013), 15 ივნისის #23/6 და 17 დეკემბრის #23/10, 2011 წლის 31 ოქტომბრის #23/8, 2012 წლის 20 მარტის #23/4 დადგენილებებით დამტკიცებული “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი“-სა და შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ა. პაპუკაშვილის 2024 წლის 22 მაისის N560462 წერილის გათვალისწინებით,


ვბრძანებ:


1. გამოცხადდეს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაცია რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებში მზადებისათვის (დანართის მიხედვით).

2. აკრედიტებულ სარეზიდენტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის #01-6/ნ ბრძანების „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2024 წლის 28 მაისის 13 საათიდან  04 ივნისის 13 საათის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდის საშუალებით – www.tsmu.edu/registracia.

3. წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, რეგისტრაციის ჩატარების პროცესის და კონკურსის მიმდინარეობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა  დაევალოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სამსახურის ცოდნის მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის  ჯგუფს.

4. დაევალოს თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

5.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს (ზ.ბოხუა).

6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

7.   ბრძანება დაეგზავნოს:  კანცლერს, ვიცე-რექტორის მ/შ (რ.რუხაძე), დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს (ზ. ბოხუა), საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სამსახურის უფროსს (გ. დონაძე), ცოდნის მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსს (დ. გვასალია), საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს (გ. ჭიჭინაძე), პროგრამის დირექტორებს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.

პროფესორი ირაკლი ნატროშვილი

რექტორი