2024/2025 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრიდან სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შიდა მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის  #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის,“ სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის #24/5 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ-  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესის ’’მე-2 მუხლის საფუძველზე, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით


 ვბრძანებ:


1. ა) სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის მსურველ  სტუდენტთა  განცხადებების მიღება დასრულდეს 2024 წლის 8 ივლისს 16:00 საათზე.

ბ) სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისათვის შიდა მობილობის მსურველ პირთა  განცხადებების მიღება  დასრულდეს 2024 წლის 23 ივლისს  16:00 საათზე“.

2. ა) სწავლების მეორე წლიდან შიდა მობილობის შემთხვევაში, სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონდეს 45  კრედიტი მაინც, ხოლო მომდევნო წლებში შიდა მობილობის განხორციელებისას, შიდა მობილობის მსურველ სტუდენტს  სწავლების ბოლო სემესტრში მიღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20 კრედიტისა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტს მობილობის ან შიდა მობილობის დროს აღიარებული აქვს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული  კრედიტები და ბოლო სემესტრის სასწავლო გეგმით არ იყო შესაძლებელი 20 კრედიტის მოპოვება).

ბ) სწავლების მეორე წლიდან მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული  პროგრამიდან შიდა მობილობის შემთხვევაში, სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონდეს 45 კრედიტი მაინც,  ხოლო მომდევნო წლებში შიდა მობილობის განხორციელებისას, სწავლების ბოლო სემესტრში მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმით განსაზღვრული კრედიტების არანაკლებ ერთი მესამედისა.

გ) შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს დაძლეული უნდა ჰქონდეთ მიმღებ   ფაკულტეტზე (საგანმანათლებლო პროგრამაზე) ჩარიცხვის წელს თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ეროვნული  გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგამოცდო საგანში.

3.  დაევალოს წინამდებარე ბრძანების განთავსება:

ა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას - საქმისწარმოების სამსახურს (ნ. ჩიხრაძე);          

ბ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე  - საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურს (გ. ჭიჭინაძე).             

4.ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს აკადემიური მიმართულებით ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი რუსუდან რუხაძე.

5. ბრძანება დაეგზავნოთ: ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსს, მედიცინის ფაკულტეტის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის, ფარმაციის ფაკულტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანებს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს.

6. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


პროფესორი ირაკლი ნატროშვილი

რექტორი