თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
2024/2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის
განსაზღვრის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების “საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2024-2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის მიზნით
ვბრძანებ:
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) | შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა | 23/09/2024 – 28/02/ 2025 |
ბ) | დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-, ინგლისურ- და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების XI სემესტრის ხანგრძლივობა |
23/09/2024 – 21/02/ 2025 |
გ) | დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურ- და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა (შემოდგომის სემესტრში) |
07/10/2024 – 28/02/ 2025 |
დ) | დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა | 30/09/2024 – 28/02/ 2025 |
ე) | სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა | 07/10/2024 – 28/02/ 2025 |
ვ) | საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია | 9/09/2024 – 23/09/2024 |
ზ) | სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია | 23/09/2024 – 07/10/2024 |
თ) | საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია | 9/09/2024 – 23/09/2024 |
ი) | შემოდგომის სემესტრის საგამოცდო სესია | 15/01/2025 – 28/02/2025 |
კ) | შემოდგომის სემესტრის დამამთავრებელი გამოცდები | 13/01/25 - დან |
ლ) | სტუდენტთა საახალწლო-საშობაო არდადეგები | 30/12/2024 – 07/01/2025 |
მ) | გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა | 04/03/2025– 22/07/ 2025 |
ნ) | სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია | 24/02/2025 – 10/03/ 2025 |
ო) | დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურ- და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების I სემესტრის სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია |
04/03/2025 – 04/04/ 2025 |
პ) | დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების XII სემესტრის სტუდენტთა |
20/02/2025 – 10/03/ 2025 |
ჟ) | დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების XII სემესტრის ხანგრძლივობა | 24/02/2025– 22/07/2025
|
რ) | დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურ- და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანისაბაკალავრო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა (გაზაფხულის სემესტრში) |
17/03/2025 – 22/07/25 |
ს) | დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის | 04/03/2025– 02/08/25 |
ტ) | გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია | 16/06/2025– 22/07/2025 |
უ) | გაზაფხულის სემესტრის დამამთავრებელი გამოცდები | 14/06/2025-დან |
2. გამოცდები დიპლომირებული მედიკოსის ქართული ინგლისურ და რუსულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის III-XII სემესტრებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების IV-VII სემესტრებში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ქართულ- და ინგლისურენოვანი პროგრამების V-VIII სემესტრებში, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
3. გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის V, VI, VII, VIII, X სემესტრების არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
4. რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ვადები.
5. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდეს წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადებში.
6. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
ა) განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4 სმ) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია;
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს (წარმომადგენელს), რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს), ან წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
7. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია - ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (სასწავლო კურსების/მოდულების) – „სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ საშუალებით.
8. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის სემესტრულ რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას, მოითხოვოს შეფასების აღიარება.
9. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
10. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რ.რუხაძეს;
11. ბრძანება დაეგზავნოს ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საგამოცდო ცენტრს, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.
12. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პროფესორი ირაკლი ნატროშვილი
რექტორი,
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio