,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2024 წლის 24 სექტემბრის N1.1/103 ბრძანების შესაბამისად, 2024–2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით,
ვბრძანებ:
I. 2024–2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამის რიგგარეშე მობილობა განხორციელდეს დადგენილი წესით რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე:
2) დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება ) – 10 ადგილი;
II. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველებმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 2024 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
განცხადება სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტების პირადი საქმის დამოწმებული ასლები სრულყოფილად, (ჩარიცხვის ბრძანება,განმეორებით მობილობის შემთხვევაში თავდაპირველი ჩარიცხვის ბრძანება) სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანება;
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების შემთხვევაში,აღიარების დოკუმეტის დამოწმებული ასლი;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
2 ფერადი ფოტო სურათი (3x4 ელექტრონული ვერსია).
III. სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტი სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადაეცემა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე კომისიის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
IV. სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დადებითი დასკვნის და სტუდენტის პირადი საქმის წარმოდგენის საფუძვლებზე, თსსუ-ის რექტორი გამოსცემს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ელექტრონული ვერსია, გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში წარდგენილი იქნება სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და აისახება რეესტრში.
V. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ. ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის თვალსაჩინო ადგილას.
VI. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.
VII. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
VIII. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პროფესორი ირაკლი ნატროშვილი
რექტორი