2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამიდან
„ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“ რიგგარეშე შიდა
მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობისა და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესის" მეორე მუხლის შესაბამისად, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ორგანიზაციული-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით
ვბრძანებ:
1. 2024–2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამიდან „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“ რიგგარეშე შიდა მობილობა განხორციელდეს:
ა) დადგენილი წესით რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე;
ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მოქმედ სამაგისტრო პროგრამებსა და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე "რეაბილიტაციაში მრჩეველი"– სულ 10 ადგილი.
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“ სტუდენტებისათვის, წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროგრამებზე შიდა მობილობის თაობაზე განცხადებების მიღება დასრულდება 2024 წლის 4 ნოემბერს 1600 საათზე.
3. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ. ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
6. ბრძანება დაეგზავნოს: ვიცე-რექტორს მეცნიერების მიმართულებით, თსსუ-ის ხარისხის უზუნველყოფის სამსახურს, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანატს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
7. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პროფესორი ირაკლი ნატროშვილი
რექტორი