სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე, სახანძრო უსაფრთხოების დაცვასა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის  სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, მათ შეკეთებასა და გამოყენებისთვის მზადყოფნაზე და საგანგებო სიტუაციების დროს კორპუსებიდან ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ

 

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  23-ე მუხლის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის,  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“  ტექნიკური რეგლამენტის (საქართველოს მთავრობის დადგენილება #370/28. 07. 2015წ.) მე-4 მუხლის მეხუთე პუნქტის, მე-5 მუხლის მეორე პუნქტისა და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის დაცვის გაძლიერებისა და ევაკუციაზე მყისიერი რეაგირების მიზნით:

 

ვბრძანებ:

 

1. განისაზღვრონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვასა და ევაკუაციაზე პასუხისმგებელი პირები (სახანძრო კოორდინატორები):

1.1 ადმინისტრაციულ კორპუსში:

სარდაფი - რამინ ორჯანელი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო ტექნიკური განყოფილების სპეციალისტი;  

I სართული - ირაკლი ექიზაშვილი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

II სართული - რამაზ თხელიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი;

III სართული - ვახტანგ ბეროშვილი - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

IV სართული - რევაზ შელიავა - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო ტექნიკური განყოფილების უფროსი;

V სართული - ბადრი მეტრეველი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

VI სართული - დავით  ცხომელიძე - სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

VII სართული - მიხეილ ტუხაშვილი - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის საორგანიზაციო ჯგუფის  მთავარი სპეციალისტი;

 VIII სართული - ივლიანე გოქაძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

1.2. პირველ სასწავლო კორპუსში:

სარდაფი - თედო ცაავა - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

წიგნსაცავი - კონსტანტინე ალიბეგაშვილი - ბიბლიოთეკის დამუშავება - დაკომპლექტების განყოფილების  მთავარი სპეციალისტი;

I სართული - კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი - თორნიკე ჩიხრაძე -  დირექტორის მოადგილე;

ბიბლიოთეკა - თამარ ხახუტაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;

II სართული - კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტი - ირმა მანჯავიძე  - დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

III სართული - დავით დელიბაშვილი - პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

IV სართული - პაატა თუშურაშვილი - ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

V სართული -  ირაკლი მჭედლიშვილი -  ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

საიონფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სამსახური - აკაკი კარსანიძე -  ქსელის უმცროსი ადმინისტრატორი;

VI სართული - გრიგოლ სულაბერიძე - მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

VII სართული - ნიკოლოზ გოცირიძე - ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

სხვენი - ლაშა სარაული - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო ტექნიკური განყოფილების  მთავარი სპეციალისტი.

1.3. II სასწავლო კორპუსში:

სარდაფი - ჯემალ არახამია - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

I სართული  - ხათუნა ძმანაშვილი - ფიზიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავცლებელი;

II სართული - დავით ქურხული - დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეციალისტი;

III სართული - ლიზი კუბლაშვილი - დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მთავარი სპეციალისტი;

IV სართული - ლაშა ჭელიძე - სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის  დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი;

სხვენი - გაიოზ ბიზიკაშვილი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

1.4. III სასწავლო კორპუსში:

საგამოცდო ცენტრი - დავით ჭინჭარაძე - ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი;

ტრენაჟორებისა და ფიტნესის დარბაზი - გიორგი შუბითიძე - სპორტის ცენტრის დირექტორი;

I სართული  - დავით თოფურია - ანატომიური უნარ-ჩვევების კვლევის ცენტრის დირექტორი;

II სართული - ანზორ გოგიბერიძე - ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

III სართული - ლევან ბენაშვილი - კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

თეატრალური დარბაზი - ბადრი მაჭავარიანი - კულტურის ცენტრის დირექტორი;

IV სართული - კონსტანტინე კალანდარიშვილი - ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ლაბორანტი;

,,ვეგა“- ს დარბაზი და სხვენი - მალხაზ ლუაშვილი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;

1.5. IV სასწავლო კორპუსში:

I სართული - შოთა კეპულაძე - პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პათოლოგ-ანატომი.

II სართული - ნინო დოლიძე - პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ლაბორატორიის მენეჯერი;

III სართული - ნანა ნონიაშვილი - ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორანტი;

IV სართული - კობა სივსივაძე - ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

V სართული - იოსებ თომაძე - სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ლაბორანტი;

VI სართული - სოფიო გოქაძე - ფარმაცევტული ბოტანიკის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

სხვენი - შოთა ბახტურიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი  სპეციალისტი.

1.6. V სასწავლო კორპუსში:

I სართული - მერაბ ლებანიძე ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი  სპეციალისტი;

II სართული - გიორგი შიხიაშვილი - თსსუ-ის N1 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი სტომატოლოგი;  

III სართული - თამთა თავაძე - თსსუ -ის N1 სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი;

IV სართული - მაყვალა ჩქარეული - უცხოური ენების ცენტრის ლაბორანტი;

V სართული - ნინო დიდბარიძე - იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

2. პასუხისმგებლობა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, მათ შეკეთებასა და გამოყენებისათვის მზადყოფნაზე დაევალოთ:

2.1      სახანძრო დეტექტორებზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარ  სპეციალისტს გიორგი ხურციძეს;

2.2      ელ. სისტემებზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო-ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტს ბადრი მეტრეველს;

2.3      წყლის სისტემებსა და ჰიდრანტებზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო-ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტს ჯემალ არახამიას;

3. პასუხისმგებლობა სასწავლო კორპუსებში ელექტრო ენერგიის, გათბობისა და კონდიცირების სისტემების საჭიროების შემთხვევაში დროულად გათიშვასა და მიწოდებაზე დაევალოთ:

3.1. ელ.ენერგიაზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო-ტექნიკური განყოფილების უფროსის  მოადგილეს ზურაბ დოდიაშვილს;

3.2. გათბობისა და კონდიცირების სისტემებზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ტატო ლომსაძეს;

4. თავშეყრის ადგილების კორდინატორებად განისაზღვრონ:

4.1. ადმინისტრაციულ კორპუსში - ირაკლი ექიზაშვილი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

4.2. პირველ სასწავლო კორპუსში - თედო ცაავა - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

4.3. მე-2 სასწავლო კორპუსში - ზაზა ბაღდავაძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების  მთავარი სპეციალისტი;

4.4. მე-3 სასწავლო კორპუსში - მალხაზ ლუაშვილი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის  უფროსი სპეციალისტი;

4.5. მე-4 სასწავლო კორპუსში - შოთა ბახტურიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

4.6. მე-5 სასწავლო კორპუსში - მერაბ ლებანიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;

5. საერთო პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვასა და საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანთა ევაკუაციის კოორდინაციაზე დაევალოს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროს სპეციალისტს ლევან სამხარაძეს;

6. წინამდებარე ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის 2021 წლის 15 ივნისის N MES2 21 0000576538 ბრძანება.

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის  შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, თეა ნარეკლიშვილს, მასვე დაევალოს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ,  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის წარდგენა გაწეული მუშაობის შესახებ.

8. დაევალოს რექტორის აპარატს თსსუ-ის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში მომუშავე ყველა თანამშრომლისთვის ბრძანების მიწოდება სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის (@tsmu.edu) მეშვეობით. 

9. დაევალოს თსსუ-ის  საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ასევე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში თვალსაჩინო ადგილზე.

10. ბრძანება დაეგზავნოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში განთავსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულს.

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.