სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქალისა და
მამაკაცის თანასწორობის გეგმის
დამტკიცების თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გეგმა" დანართის სახით.
2. დაევალოს თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშული დანართის გამოქვეყნება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მეცნიერების მიმართულებით ვიცე-რექტორმა სოფიო ბახტაძემ.
4. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რექტორის აპარატის უფროსს და ყველა სტრუქტურულ ერთეულს;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ა.ბუაჩიძე
დანართი იხ. მიმაგრებულ ფაილში
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio