სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სარეზიდენტო პროგრამებით 
მზადებისა  და სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული 
ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
 
 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,  “საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 9 აპრილის # 135/ნ და 2014 წლის 4 თებერვლის #01-6/ნ ბრძანებების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ოქმების, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 3 მაისის #24/8, 2010 წლის 14 ივნისის #24/10, 26 ნოემბრის #24/3, 2011 წლის 28 ოქტომბრის #24/2 ოქმებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 27 მაისის #23/5 (შეტანილი  ცვლილება  #23/8  27.12.2013), 15 ივნისის #23/6 და 17 დეკემბრის #23/10, 2011 წლის 31 ოქტომბრის #23/8, 2012 წლის 20 მარტის #23/4 დადგენილებებით დამტკიცებული “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი“-სა და შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის ზაზა ბოხუას 2026 წლის 01 აპრილის    წერილის გათვალისწინებით,

ვბრძანებ:
 
1. გამოცხადდეს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაცია რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებში  მზადებისათვის (დანართის მიხედვით).
2. აკრედიტებულ სარეზიდენტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის #01-6/ნ ბრძანების „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2026 წლის 14  აპრილის  13 საათიდან  21 აპრილის  13 საათის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდის საშუალებით – www.tsmu.edu/registracia.
3. წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, რეგისტრაციის ჩატარების პროცესის და კონკურსის მიმდინარეობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა  დაევალოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურის ცოდნის მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის  ჯგუფს.
4. დაევალოს თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს (ს. ოხანაშვილს) წინამდებარე ბრძანების განთავსება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
5.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს (ზ.ბოხუა).
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7.   ბრძანება დაეგზავნოს:  კანცლერს (ა.ბუაჩიძეს), ვიცე-რექტორს  (რ.რუხაძეს), დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს (ზ. ბოხუა), საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს (გ. დონაძე), ცოდნის მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსს (დ. გვასალია),  პროგრამის დირექტორებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
 

პროფესორი  ირაკლი ნატროშვილი
         
                  რექტორი


დანართი

1.„შინაგანი მედიცინა“ - საკონკურსო ადგილი - 2
2.„კარდიოლოგია“ - საკონკურსო ადგილი - 5 
3.„ენდოკრინოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 3;
4.„ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;  
5.„სპორტის მედიცინა“ -საკონკურსო ადგილი - 2;
6.„პედიატრია“ -  -საკონკურსო ადგილი - 4;
7.„ნეონატოლოგია“ –   საკონკურსო ადგილი – 1;
8.„ბავშვთა ინფექციური სნეულებები“ – საკონკურსო ადგილი – 1;
9.„ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“  – საკონკურსო  ადგილი – 2;
10.„ საოჯახო მედიცინა“ - საკონკურსო  ადგილი –8;
11.„ნევროლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 4;
12.„ფსიქიატრია“ - საკონკურსო  ადგილი – 11;  მათ შორის:
12.1 ქ. თბილისის კლინიკები - 7;
ქ. ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა - 1
რეგიონალური კლინიკები:
12.2 „ხონის ფსიქიატრიული კლინიკა“ –  2  ადგილი;
12. 3 ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ (ქ. ბათუმი)- 2;
13.„ნარკოლოგია“ - საკონკურსო   ადგილი - 2
13.1 სპეციალობის მაძიებელი - 1 ადგილი
13.2 ექიმ-სპეციალოსტი - 1 ადგილი
14.„ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ - საკონკურსო   ადგილი - 4;
15.„ზოგადი ქირურგია“ - საკონკურსო   ადგილი - 4;
16.„მეანობა–გინეკოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 9; 
17.„ოტორინოლარინგოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 1;
18.„ოფთალმოლოგია“- საკონკურსო  ადგილი – 2;
19.„გადაუდებელი მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 7; 
20.„კლინიკური ტოქსიკოლოგია“- საკონკურსო  ადგილი – 2;
21.„რადიოლოგია“ - საკონკურსო  ადგილი - 3;
22.„კლინიკური ონკოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი –2;
23.„პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 2;   
24.„ლაბორატორიული მედიცინა“ – საკონკურსო  ადგილი  – 14;
25.„ორთოდონტია“ - საკონკურსო ადგილი -  4; მათ შორის:
25.1 ქ. თბილისის კლინიკები - 2;
25.2 შპს "ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრი როგო"  (ქ. ბათუმი;)- 2
26.„ორთოპედიული სტომატოლოგია“ - საკონკურსო ადგილი -  8; მათ შორის:
26.1 ქ. თბილისის კლინიკები - 6;
26.2 შპს "ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრი როგო"  (ქ. ბათუმი;)- 2