„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N10/ნ, 04.02.2010 ბრძანების,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის სხდომის 24/5 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესის'' მეორე მუხლის, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით
ვბრძანებ:
1. ა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის თაობაზე სტუდენტთა განცხადებების მიღება დასრულდეს 2026 წლის 2 ივლისს 18:00 საათზე.
ბ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის შიდა მობილობის თაობაზე განცხადებების მიღება დასრულდეს 2026 წლის 27 ივლისს 18:00 საათზე". 
2. ა) სწავლების მეორე წლიდან შიდა მობილობის შემთხვევაში, სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონდეს 45 კრედიტი მაინც, ხოლო მომდევნო წლებში შიდა მობილობის შემთხვევაში სწავლების ბოლო სემესტრში, მას მიღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20 კრედიტისა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტს მობილობის ან შიდა მობილობის დროს აღიარებული აქვს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული კრედიტები და ბოლო სემესტრის სასწავლო გეგმით არ იყო შესაძლებელი 20 კრედიტის მოპოვება).
ბ) სწავლების მეორე წლიდან მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამიდან შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონდეს 45 კრედიტი მაინც, ხოლო მომდევნო წლებში, შიდა მობილობის შემთხვევაში, სწავლების ბოლო სემესტრში მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმით განსაზღვრული კრედიტების არანაკლებ ერთი მესამედისა.
გ) შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს დაძლეული უნდა ჰქონდეთ მიმღებ ფაკულტეტზე (პროგრამაზე) ჩარიცხვის წელს თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგამოცდო საგანში.
3. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ. ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტს (ს.ოხანაშვილი) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი რუსუდან რუხაძე.
6. ბრძანება დაეგზავნოთ: ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების დეკანებს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსს.
7. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



პროფესორი ირაკლი ნატროშვილი
რექტორი