საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებებისათვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N.413 დადგენილების, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით:
ვბრძანებ
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ყველა ბრძანებას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციის შემდგომ გაუგრძელდეს მოქმედების ვადა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებები მოქმედების ძალას კარგავს, თუ:
ა) ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რექტორის ახალ ბრძანებაში;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რექტორის ბრძანება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით მოწესრიგებულ ურთიერთობას;
გ) არ არსებობს ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებსაც არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია