პროგრამის სახელწოდება

რეაბილიტაციაში მრჩეველი

პროგრამის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

120 ECTS კრედიტი

სწავლების ენა

ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი,რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე

სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაციაში მრჩეველი“ მიზანია, თსსუ-ის დეკლარირებული მისიისა და ქვეყნის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნილებათა შესაბამისად, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი რეაბილიტაციის პროცესის მართვის, რეაბილიტაციის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებისა და რესურსების ეფექტური გამოყენების, უნარშეზღუდულობის სამედიცინო, ფუნქციური და გარემო ასპექტების შეფასების თვალსაზრისით. საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნის ვალიდურობას და მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე (კომპეტენციის ფარგლებში), მზაობას სადოქტორო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი, ან დიპლომირებული მედიკოსი, რომელმაც გადალახა საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი და წარმატებით ჩააბარა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხოურ ენაში.

სწავლის შედეგი

კურსდამთავრებულს შუძლია:

–    სწავლებისა და ინფორმირების თანამედროვე მეთოდების გამოყენება ჯანდაცვის მოთხოვნების დასამკვიდრებლად;

–    ინდივიდუალური, პიროვნული განვითარების ასპექტების განსაზღვრა;

–    ჯგუფებთან მუშაობა, კვლევების ჩატარება;

       გადაწყვიტოს და არეგულიროს სამედიცინო მომსახურებაში მხარეთა შორის არსებული პრობლემები, გაუწიოს ადმინისტრირება ყველა ტიპის სამედიცინო  დაწესებულებაში, ჯანდაცვის მართვის ყველა რგოლში საორგანიზაციო საქმიანობას;

კონფლიქტების კვალიფიციურად მართვა დაწესებულების  შიგნით და პარტნიორებთან;

–    მონაწილეობის მიღება მოლაპარაკებებსა და გარიგებებში;

მონიტორინგის წარმოება სამართლებრივი დოკუმენტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებია: ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულება, ჯანდაცვის მართვისა და პოლიტიკის შემმუშავებელი ყველა დონის ორგანიზაცია.


სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

·      ლექციები

·      სემინარები, დისკუსიები

·      კონკრეტული შემთხვევების გარჩევა

·      საქმიანი თამაში

·      ჯგუფური მუშაობა

·      თეზისების მომზადება/პრეზენტაციები

·      ინდივიდუალური მუშობა

·      ჩათვლა

·      გამოცდა


სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

 სტუდენტის/მაგისტრანტის მიერ გაწეული შრომის შეფასება ითვალისწინებს:

ა) შუალედურ შეფასებას: (სტუდენტის შესასრულებელი ყველა სავალდებულო კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის შესაბამისად);

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, საიდანაც დასკვნითი გამოცდის მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 40 ქულა. შეფასების მეთოდებიდან ძირითადად გამოიყენება: ტესტური, ზეპირი ან კომბინირებული შემაჯამებელი გამოცდა.

არსებობს    ხუთი სახის დადებითი და ორი სახის უარყოფითი  შეფასება.

დადებითი შეფასებებია:

ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91-100 %;

ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81- 90%;

გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71- 80%;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;


უარყოფითი შეფასებებია:

ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

     თანაფარდობა     შეფასების      სხვადასხვა      კომპონენტს      შორის განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის შემადგენელი ცალკეული სასწავლო კურსის სილაბუსით. საბოლოო შეფასებაში (შუალედური და საგამოცდო შეფასებათა ჯამი) გამოცდის წილი არ აღემატება 40%.

მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.

საგანმანათლებლო  პროგრამით   გათვალისწინებული კრიტერიუმებით, 100-ქულიანი სისტემით ხდება, აგრეთვე, პრაქტიკის, სამაგისტრო ან/და სხვა სახის ნაშრომების შეფასებაც.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით.

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:

91-100 ქულა საუკეთესო ნაშრომი,

81-90 ქულა ძალიან კარგი ნაშრომი,

71-80 ქულა კარგი ნაშრომი,

61-70 ქულა საშუალო დონის ნაშრომი,

51-60 ქულა დამაკმაყოფილებელი ნაშრომი,

0-50 ქულა არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა და სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის 51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია  სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

       სამაგისტრო ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს ორჯერ, სასწავლო კომპონენტის შენახვით.