თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ნიშნების ამონაწერი ( GPA ) ინგლისურ ენაზე ნათარგმნი;
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი);
პასპორტის ასლი .
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე nkandelaki@hotmail.com or Erasmus@tsmu.edu
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 2018 წლის 30 ნოემბერი 16:00 საათი;
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი) .
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nkandelaki@hotmail.com