2019 წლის 18 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან: გრაცის საუნტივერსიტეტო კლინიკის (ავსტრია) გულის ცენტრის ხელმძღვანელი თსსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ოტო დაპუნტი და ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) გულის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰარალდ აიშტეტი, რომლებიც თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხავენ ლექციებს თემაზე:
1. სისხლის მიმოქცევის დამხმარე მექანიკური სისტემები გულის ტერმინალური უკმარისობის დროს
პროფესორი ოტო დაპუნტი
2. გულის სარქვლოვანი პათოლოგიების ტრანსკათეტერული მკურნალობა
პროფესორი ჰარალდ აიშტეტი
ლექციების ჩატარების დრო: 18 მაისი, 12:30 სთ.
ჩატარების ადგილი: თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი, გუდამაყარის ქ. 4)