ტრენინგ-კურსი_სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, კვლევის შედეგების დისემინაცია, ეთიკის საკითხები კვლევაში, პლაგიარიზმისგან თავის არიდების გზები და ინფორმაციული ტექნოლოგიები მეცნიერებაში

ტრენინგ-კურსი_სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, კვლევის შედეგების დისემინაცია, ეთიკის საკითხები კვლევაში, პლაგიარიზმისგან თავის არიდების გზები და ინფორმაციული ტექნოლოგიები მეცნიერებაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელობითა და  სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის ,,ენდევორი“ ორგანიზებით, 2022 წლის 11-12 მარტს, არადისტანციურ რეჟიმში (რეგულაციების დაცვით), თსსუ-ის ბიბლიოთეკის საკონფერენციო  დარბაზში ჩატარდება ტრენინგ-კურსი: ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, კვლევის შედეგების დისემინაცია, ეთიკის საკითხები კვლევაში, პლაგიარიზმისგან თავის არიდების გზები და ინფორმაციული ტექნოლოგიები მეცნიერებაში“ . 

სწავლების ენა:  ქართული

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ  სერტიფიკატი.    

ტრენინგ-კურსი მოიცავს 8 საკონტაქტო საათს. 

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს, მკვლევარებს, რეზიდენტებს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს და მეცნიერებით დაინტერესებულ  პრაქტიკოს ექიმებს. 

 მსმენელთა  რეგისტრაცია  იწარმოებს  2022 წლის 31 იანვრიდან. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია - 40 მონაწილე.

რეგისტრაცია მიმდინარეობს პლატფორმაზე

საკონტაქტო  პირები:  თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია (ტელ: 032 2 542 520; ელ.ფოსტა: l.gabunia@tsmu.edu); 

სტუდენტური სამეცნიერო - კვლევითი კლუბის პრეზიდენტი გიგი გორგაძე (ტელ: 599 74 99 53; Endeavor@ tsmu.edu).