ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად პადუას უნივერსიტეტში (პადოვა, იტალია).
მობილობის პერიოდი: 2026 წლის შემოდგომის სემესტრი.
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) დაფინანსდება პროექტის ფარგლებში.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე: sms.tsmu.edu
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
•აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).
• იტალიური ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონე
• სამოტივაციო წერილი
• პასპორტის ასლი.
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 27 მარტს16:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N407.
ელ-ფოსტა: iad@tsmu.edu; n.kandelaki@tsmu.edu
ტელ: (032) 254 24 50