იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ,, JICA“ აცხადებს კონკურსს  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მისაღებად

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ,, JICA“ აცხადებს კონკურსს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მისაღებად

ცხადდება კონკურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-ს მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტის “SDG Global Leader JFY (2021-2023)” ფარგლებში გათვალისწინებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მომზადება, რაც გულისხმობს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლას.

JICA-ს საქართველოს ოფისში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი, 2020  წელი.

განაცხადის წარდგენის ვადების, შეთავაზებული პროგრამისა და საკონტაქტო პირის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.