საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა
და დანიშვნის შესახებ
სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 22 მაისის სხდომის # 9 საოქმო გადაწყვეტილებით, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2020 წლის 17 ივლისს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
ფარმაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი; ფარმაციის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი); კანდიდატის სამოქმედო გეგმა.
ფარმაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 24 ივნისს და დასრულდება 2020 წლის 02 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ. 2 54 24 43.